მისტიკასაკითხავიუცნაური

ვოლფ მესინგი

ვოლფ მესინგი ექსტრასენსი,რომელიც სტალინის პირადი მრჩეველი გახდა და რომლის სიკვდილისთვის ჰიტლერმა ჯილდო დააწესა…..

ვოლფ გრეგორევიჩ მესინგი დაიბადა 10 სექტემბერს 1899 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტირიაზე,პატარა ებრაულ სოფელში ვარშავის მახლობლად.მისი გასაოცარი ფსიქიკური შესაძლებლობები ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინეს.1937 წელს მან იწინასწარმეტყველა ადოლფ ჰიტლერის სიკვდილი, თუ კი ჰიტლერი გადაწყვეტდა რუსეთის იმპერიაზე გალაშქრებას,ამ ფაქტმა მიიპყრო გერმანიის საუდუმლო სამსახურის,გესტაფოს,ყურადღება.ის შეიპყრეს ვარშავაში და ჩასვეს ციხეში.როდესაც მესინგი დააპატიმრეს ციხეში მან ჰიპნოზის გამოყენებით,ციხის პერსონალს თავი მოუყარა თავის საკანში და დააჯერა, რომ იატაკზე მიმოფანტული იყო ბრილიანტები.სანამ ციხის პერსონალი,ციხის უფროსის ჩათვლით “ბრილიანტებს აგროვებდა” მესინგმა გამოუხურა კარი და გაიქცა.ამის შემდეგ ის გადასახლდა სსრკ-ში,სადაც მას არანაკლებ საინტერესო ისტორიები გადახდა..

რა თქმა უნდა მან მიიპყრო კგბ-ს ყურადღებაც,მას პერსონალურად რამოდენიმე გამოცდა ჩაუტარა სტალინისა და ბერიას მიერ შედგენილმა კოიმისიამ..ერთ-ერთი შემთხვევა იყო,როდესაც მას უბრძანეს გაეძარცვა გოსბანკი და გამოეტანა 100,000 რუბლი ყოველგვარი იარაგის გამოყენების გარეშე,რა თქმა უნდა მან ეს შეძლო…დანარჩენი დაწვრილებით იხილეთ ვიდეოში..

ამ ვიდეოში ნახავთ,როგორ შეაღწია მესინგმა სტალინის ყველა დაცულ ვილაზე და ავიდა მის საძინებელ ოთახში…

ვოლფ მესინგი გახდა მილიონერი ქვეყანაში,სადაც არ აღიარებდნენ კაპიტალიზმს და სადან აკრძალული იყო,კერძო მესაკუთრეობა…


მესინგმა სიკვლიდის წლების გატარება გადაწყვიტა მარტოობაში გაეტარებინა,მის ქონებას დაეუფლა საბჭოთა მთავრობა,რადგან მას ნათესავი ან ახლო ადამიანი არ ყავდა..

ეს არის კომუნისტური ეპოქის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი,ზებუნებრივი ძალების მქონე ადანიამი,რომელიც შეიძლებოდა ძალიან პოპულარული გამხდარიყო თავისუფალ ქვეყანაში.დაეხმარებოდა მეცნიერებას ახალი ჰორიზონტების გაფართოებაში..მეცნიერების მრავალ დარგს მთლიანად აკონთროლებდა კგბ,ზუსტად ამის გამო ვერ გაიცნო მსოფლიომ მესინგი და მისი ბრწყინვალე შესაძლებლობები…ამჟამად ის დასაფლავებულია რუსეთში,მოსკოვში,მისი მეუღლის საფლავის გვერდით…..

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია,და ძაან არ გამაკრიტიკოთ თუ რამე არ მოგეწონათ,შემდეგში შევეცდები უკეთესი პოსტები დავდო.. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close