უცნაური

საინტერესო ფაქტები

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ყოველწლიურად ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით ორმოცი ვარსკვლავი ”იბადება”.

* ”ათას ერთი ღამის” ორიგინალი ასე იწყენა: ”ალადინი პატარა ჩინელი ბიჭი იყო”.

* ქაღალდის ცნობილ მწარმოებელს ინგლისში ერქვა… ვატმანი.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* უძველესი ხომალდი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია ქალაქ ასენის (ნიდერლანდები) პროვინციალურ მუზეუმში ინახება. ეს ფიჭვისგან გათლილი ნავი განეკუთვნება დაახლოებით 6315 წელს ქრისტესშობამდე.

* ამერიკელი პიტ რუფი საკუთარ თავზე დადებულ ვაშლს ბუმერანგით აგდებდა.

* ცნობილი მეცხრე სიმფონია ბეთჰოვენმა სრულიად ყრუმ დაწერა.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ამერიკის პრეზიდენტის ტომას ჯეფერსონის სახლში, ვირჯინიის შტატში, განთავსებულია საბილიარდო, თუმცა ვირჯინიაში ჯეფერსონის დროს ბილიარდი აკრძალული იყო.

* ”შერლოკ ჰოლმსის” ავტორი, არტურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო.

* ”დიდი ბელადის” ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ტვინი გარდაცვალების მომენტში (1924 წლის 21 იანვარს) თავისი ნორმალური წონის მხოლოდ მეოთხედს იწონიდა.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* არავინ იცის, სად განისვენებს ვოლტერი, რადგან მე-19 საუკუნეში საფლავიდან მოიპარეს.

* ”ოსკარზე” ნომინირებულ როლთაგან ყველაზე მოკლე როლი იყო სილვია მაილსის როლი ფილმში ”შუაღამის კოვბოი”. იგი მხოლოდ ექვს წუთს გრძელდება.

* დიდი ფრანგი იმპერატორი ნაპოლეონი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკაზე დაიბადა, რომელიც სულაც არ ეკუთვნოდა საფრანგეთს. მისი მშობლები იტალიელები იყვნენ.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის ბრძოლაში ხელში ჩაიგდო იშვიათი სილამაზის უძვირფასესი ზარდახშა, რომელშიც შემდეგ ჰომეროსის ინახავდა.

* ნიკოლა რეტიფ დე ლა ბრეტონი, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, 203 წიგნის ავტორი იყო: მათგან 152 საკმაოდ ორიგინალურად ”დაიწერა”: ბრეტონი ასოთმწყობი იყო და თავის წიგნებს უხელნაწეროდ – ზეპირად აწყობდა. მისი ნაწარმოებები გარკვეული ლიტერატურული ღირსებით ხასიათდებოდა და ცნობილი იყო XVIII და XIX საუკუნეებში.

* თორმეტ მოციქულთაგან მხოლოდ წმინდა იოანე მიიცვალა თავისი სიკვდილით.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ჩარლი ჩაპლინი ებრაელი იყო.

* იუპიტერის უდიდესი თანამგზავრი განიმედი პლანეტა მერკურიზე დიდია. მისი დიამეტრი დაახლოებით 5269 კილომეტრია.

* რადიუმის აღმომჩენი, ორგზის ნობელიანტი მარია კიური, არ იყო პრესტიჟული ფრანგული აკადემიის წევრი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი იყო.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ტონგას კუნძულების საფოსტო მარკებზე, რომლებსაც 1897 წლიდან 1935 წლამდე უშვებდნენ, აღბეჭდილია გალაპაგოსური კუ.
საქმე ისაა, რომ ცნობილ ინგლისელ მოგზაურს ჯეიმს კუკს კუნძულზე მცხოვრები ტომის ბელადისთვის ოდესღაც კუ უჩუქებია. კუნძულის მცხოვრებლებს მისთვის რატომღაც დედოფლობა მიუკუთვნებიათ… დღეგრძელობისა და იშვიათუწყინარობისთვის შემდგომ იგი წმინდანათაც ჩაუთვლიათ. და აი, მის პატივსაცემად კუს გამოსახულება გამოჩნდა ტონგას მარკებზე. სხვათა შორის, კუ-დედოფალი დღესაც ცოცხალია.

* ხომალდის პირველი გამოსახულებები აღმოჩენილია კლდეზე შესრულებულ ნახატებში, სადაც აღბეჭდილია ცხოველის ტყავებისგან დამზადებული ნავები, რომლებიც მეზოლითის ეპოქას (დაახლოებით 8000-3000 წელი ქრისტესშობამდე) განეკუთვნება და აღმოჩენილია ესპანეთში, ნორვეგიასა და აზერბაიჯანში.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ბრიტანეთის ბუკინგემის სასახლეში 600 ოთახია.

* ყველაზე ძველ ორთქლმავალ ხომალდს წარმოადგენს ბორბლიანი გემი ”სკიბლანდერი”, რომელიც მიესას (ნორვეგი) ტბის წყალს სერავს დღესაც. ეს გემი შვედეთში ააგეს ჯერ კიდევ 1856 წელს და მას შემდეგ მხოლოდ ორჯერ ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.

* უძველესი ნავი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ნაპოვნია კუნძულ ფიუნზე, ბალტიის ზღვაში. ხის ნავი, რომლის სიგრძეც – 8 მეტრის, ხოლო სიგანე 80 სანტიმეტრის ტოლია, განკუთვნილი იყო გველთევზების საჭერად. იგი აგებული იქნა დაახლოებით 4490 წელს ქრისტესშობამდე.

საინტერესო ფაქტები (ნაწილი 5)

* ატლანტიკაში არის ოკეანის უბანი (დიამეტრი – დაახლოებით 30 მეტრი), საიდანაც შეიძლება მტკნარი წყლის ამოღება. როგორც დადგინდა, ამ ადგილზე ფსკერს 40 მეტრი სიღრმის ღრმული აქვს.აი, იქიდან ამოსჩქეფს მძლავრი შადრევანი – მტკნარი წყლის წყარო, რომელიც ოკეანის ზედაპირადმე აღწევს.
ამ ადგილზე გავლისას ხომალდები წყაროს სასმელი წყლის მარაგის შესავსებად იყენებენ.

* წევის ხრახნი ხომალდებისთვის გამოგონებულ იქნა დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოს ფერმერის სერ ფრენსის პეტიტ სმიტის (1808 – 1871) მიერ და დაპატენტებული იქნა 1836 წლის 31 მაისს.

* მეცნიერები თვლიან, რომ ქრისტესშობამდე 60 ათასი წლით ადრე ახალი გვინეის აბორიგენები ავსტრალიისკენ მგზავრობისას გადალახავდნენ ტორესის სრუტეს, რომლის სიგანეც იმ დროს 70 კილომეტრს აღწევდა. ვარაუდობენ, რომ ისინი ამისათვის კატამარანებით, ანუ ორმაგი კანოეებით სარგებლობდნენ.

მსგავსი ამბები

Back to top button