გასართობისაკითხავი

გამოცანები

1) არის ერთი ქალაქი სადც თუ შესვლა გინდა უნდა თქვა ერთი წინადადება, თუ იტყვი სიმართლეს თავს მოგკვეთენ თუ იტყვი ტყუილს ჩამოგახრჩობენ. რა წინადადება უნდა თქვა რომ შეგიშვან და არაფერი არ გიქნან?

2)სამი მოგზაური შეიკრიბა ერთად, უნდა ისადილონ და აღმოჩნდა რომ პირველს აქვს 5 პონჩიკი ( მაგალითისთვის ავიღე) მეორეს 3 პონჩიკი, ხოლო მესამეს არცერთი პონჩიკი. ამიტომ მესამე მოგზაურმა 8 ლარი გადაუხადა პირველსა და მეორეს იმისათვის რომ ეს პონჩიკები ძმურად გაუნაწილეს (ანუ სამივემ ერთნაირი რაოდენობა შეჭამა) როგორ უნდა გაინაწილონ ეს 8 ლარი პირველმა და მეორე მოგზაურმა?

3) მეფე გამოიყვანს 3 მსჯავრდებულს და ერტყვის რომ მას აქვს 5 რგოლი, 3 თეთრი და 2 შავი. აქედან რომელიმე სამს სათითაოდ დაამაგრებს მათ ზურგზე და რომელიც გამოიცნობს რა ფერის რგოლი აქვს ზურგზე იმას გაანთავისუფლებს.
ამ ამოცანას 2 ვარიანტი აქვს,
პირველი მსჯავრდებულებს დააყენებს ისე რომ პირველი ვერ ხედავს ვერავის ზურგს, მეორე პირველის ზურგს, ხოლო მესამე ორივეს ზურგს.
მეორე, სამივე მსჯავრდებული ერთმანეთის ზურგებს ხედავენ

ორივე შემთხვევაში 1 მსჯავრდებული მაინც მოახერხებს გამოცნობას. როგორ?

4) გვაქვს 5 ლიტრიანი და 3ლიტრიანი ქილა, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ 5 ლიტრიან ქილაში აღმოჩნდეს 4 ლიტრი წყალი… (წყალი ონკანიდან მოდის და არ იცლება.. )

5) ორ ჭიქაში თანაბარი რაოდენობით ასხია, ერთში ღვინო და მეორეში წყალი.
იღებენ 1კოვზ ღვინოს პირველიდან და ასხავენ მოერეში, ურევენ კარგად, და მერე იღებენ 1 კოვზ სითხეს მეორე ჭიქიდან და ასხავენ პირველსი
რომელია მეტი, წყალი ღვინის ჭიქაში, თუ ჭვინო წყლის ჭიქაში?

P.S მე-3 პასუხი არ ვიცი ვერ გამოვიცანი… მეც ახლახან წავიკითხე

წყარო: giz.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close