არქივი

Google Translate – ქართული ვერსია

d0e882366724
ბევრი რამ გუგლის მთარგმნელი სისტემის შესახებ

პოსტის მთავარი პუნქტები

  • როდის იქნება ხელმისაწვდომი GOOGLE TRANSLTE – ის დახმარებით ქართულად ან ქართულიდან შედარებით ნორმალური თარგმნა?
  • რა არის საჭირო ამისთვის?
  • რა პრობლემებია გადასაჭრელი?
  • ცოტა რამ Google Translate-ის შესახებ.

რა არის Google Translate?

Google Translate არის უფასო სათარგმნი სერვისი, რომელიც “ფლობს” 57 სხვადასხვა ენას. მას შეუძლია თარგმნოს სიტყვები, წინადადებები და ვებ-გვერდები მის მიერ უზრუნველჰყოფილი ენების ნებისმიერი კომბინაციით. Google Translate-ის მეშვეობით მსოფლიო მასშტაბის ინფორმაცია ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის და ყველა ენაზე მოსაუბრესთვის ხელმისაწვდომი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რა ენაზე არის დაწერილი სტატიის ორიგინალი.

როგორ მუშაობს?

Google, Google, Google… საძიებო სისტემა, Google პლანეტა და ა.შ. ახლა კი ეს უნიკალური სათარგმნი სერვისი. მაინც რა ხდება შიგნიდან, უცხოეთში უკვე ხუმრობენ კიდეც იმაზე, რომ Google უცხოპლანეტელების დახმარებას იღებს, მაგრამ სერიოზულად რომ განვიხილოთ – მისი პროდუქტები უბრალოდ გულმოდგინე შრომის, ცოდნის, შემართებისა და ჭკვიანი ადამიანების სინთეზის შედეგია. ამ სტატიაში კი Google Translate-ს განვიხილავთ.

მაშ ასე: როგორ მუშაობს ის?

როდესაც Google Translate-ის მიერ თარგმნა გენერირდება, სისტემა ავტომატურად ამოწმებს ასობით მილიონ დოკუმენტს რათა დაეხმაროს თავის თავს გადაწყვიტოს – რომელია საუკეთესო ფრაზა, სიტყვა თუ სხვ. კონტექსტის მიხედვით. აღმოაჩენს რა ამ სტრიქონებს, Google Translate იღებს ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს. სათარგმნი წინადადებების მთელ ინტერნეტ სივრცეში მოძებნას ჰქვია “სტატიკური თარგმნა”. იმის გამო, რომ თარგმნა ხორციელდება კომპიუტერების მიერ, ნათარგმნის 100% სწორი ვერ იქნება. რაც მეტი იქნება ინტერნეტში ადამიანის მიერ ნათარგმნი სტატია – მით სწორად იმუშავებს ეს სისტემა.

და მაინც.. ვერ გავიგე!

არც არის გასაკვირი, ეს ინფორმაცია მხოლოდ პროგრამისტს თუ მიახვედრებს რამეს, ამიტომ დეტალურად განვიხილავ.

ალბათ, როდესაც გადაწყვეტთ ვინმესთვის ენის სწავლას, პირველ რიგში ასწავლით ცალკეულ სიტყვებს, შემდეგ გრამატიკის ძირითად წესებს და წინადადების აწყობას.
ცხადია გგონიათ, რომ ამ ონლაინ-ლექსიკონს ყველა სიტყვა და ფრაზა ცალკეულად აქვს “ნასწავლი” ადამიანების მიერ. მაგალითად, მასში ჩადებულია, რომ:

  • Hello = გამარჯობა
  • I love = მე მიყვარს

და ა.შ., მაგრამ ეს ასე არ არის. შევიყვანთ რა სათარგმნ ტექსტს, სისტემა ავტომატურად იწყებს ძიებას ინტერნეტ-სივრცეში ანალოგიური წინადადებების მოსაძებნად და უამრავი ნაპოვნი მასალიდან კონტექსტის მიხედვით უსადაგებს ტექსტს. მაგალითად, თუ ადამიანმა თარგმნა უცხოური საიტიდან რაიმე სტატია მაგ. – გლობალურ დათბობაზე ჩინურიდან ინგლისურად, ეს Google Translate-ის სისტემაში დაფიქსირდება და შემდგომში, როდესაც მომხმარებელი შეიტანს სათარგმნად ჩინურ ტექსტს გლობალური დათბობის შესახებ, Google მოიშველიებს სწორედ იმ, ადამიანის მიერ ნათარგმნ სტატიებს მაქსიმალური ხარისხისთვის.

რომელ ენებს უზრუნველჰყოფს Google Translate?

Google Translate ამჟამად 57 ენას უზრუნველჰყოფს:

  • აფრიკული
  • ალბანური
  • არაბული
  • ბელორუსული
  • ბულგარული
  • კატალანი
  • ჩინური
  • ხორვატიული
  • ჩეხური
  • დანიური
  • ჰოლანდიური
  • ინგლისური (ინგლისური გამოიყენება ენათა ნებისმიერი კომბინაციის გამოყენების დროს)
  • ესტონური
  • ფილიპინური
  • ფინური
  • ფრანგული
  • გალისიური
  • გერმანული
  • ბერძნული
  • ებრაული
  • ჰინდი
  • უნგრული
  • ისლანდიური
  • ინდონეზიური
  • ირლანდიური
  • იტალიური
  • იაპონური
  • კორეული
  • ლატვიური
  • ლიტვური
  • მაკედონური
  • მალაიური
  • მალტური
  • ნორვეგიული
  • სპარსული
  • პოლონური
  • რომაული
  • რუსული
  • სერბული
  • სლოვაკური
  • სლოვენური
  • ესპანური
  • სუაჰილი
  • შვედური
  • ტაილანდური
  • თურქული
  • უკრაინული
  • ვიეტნამური
  • უელსური
  • იდიში

ასევე დაემატა ახალი, 6 ალფა სტადიაზე მყოფი ენა:

  • სომხური
  • აზერბაიჯანული
  • ბასკური
  • ქართული
  • ჰაიტიური კრეოლი
  • ურდუ

Google Translate ცდის სხვა ენებსაც, რომელსაც ჰქვია “ალფა ენები”, და რომელთაც აქვთ სრულყოფილ ვერსიებზე ბევრად ნაკლები ხარისხი. თუმცა Google გამუდმებით მუშაობს ახალი ენების სრულყოფაზე. ახალ ენა Google-ის სისტემაში გამოჩნდება მაშინვე, როგორც კი ის ალფა-ვერსიის მოთხოვნებს მაინც დააკმაყოფილებს.

რა შემიძლია გავაკეთო თარგმნის ხარისხის გასაუმჯობესებლად?
თუ შეამჩნევთ, რომ რომელიმე ფრაზა/სიტყვა შეცდომით ითარგმნა, დააწკაპუნეთ ბმულზე “Contribute a better translation” შედეგების გვერდზე ახალი ვარიანტის შემოსათავაზებლად. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ “მთარგმნელი ხელსაწყო” ან თქვენს მიერ ნათარგმნი სტატიები ატვირთოთ ამ ხელსაწყოში.

ქართული ენის შესახებ ქვემოთ დამატებით ვისაუბრებთ.

მეტის გაგება გსურთ?

თუ თქვენ კვლავ გაქვთ პასუხ-გაუცემელი შეკითხვები Google Translate-ის შესახებ ან გსურთ მის ჯგუფთან კონტაქტი, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ Google Translate-ის დისკუსიის ჯგუფს.

მეტის წაკითხვა ასევე შეგიძლიათ Google Translate-ის ბლოგზე და Google-ს სხვა პროექტების გვერდებზე Google Research-ის ვებ-საიტზე.

“კომპიუტერის თარგმნის” შესახებ მეტის გასაგებად შემდეგ ბმულებს შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი:

Machine Translation Archive
Statistical Machine Translation

ქართული ენის განვითარება Google Translate-ში

როგორც ზემოთ წაიკითხეთ, ეს ხდება 2 გზით:

  • ქართულ ბლოგებზე და ვებ-გვერდებზე მასალის აქტიურად დამატებით – როგორც წესი, ბლოგთა უმრავლესობაზე იდება ბევრი ნათარგმნი სტატია, ეს კი დაეხმარება Google Translate-ს მისი მარაგის სრულყოფაში.
  • “უკეთესი ვარიანტის რჩევის” გამოყენება – იხილეთ ზემოთ “რა შემიძლია გავაკეთო თარგმნის ხარისხის გასაუმჯობესებლად?“.

Google-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტის თარგმანი 6 ახალი ენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ arabuli-ს პოსტი სათაურით “არის ასრულდა ოცნება, არის ასრულდა მიზანი“.

ვიდეო – როგორ მუშაობს Google Translate?

საავტორო უფლებები სტატიაზე:

საავტორო უფლებები სრულად მეკუთვნის მე, და ვიტოვებ შესაძლებლობას გამოვიყენო ეს სტატია საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერ დროს.

მსგავსი ამბები

Back to top button