არქივი

დროთა ნიშნები!

834786b46fa1

ვიდრე დედამიწას დატოვებდა, იესო დაგვპირდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდებოდა, რათა ხელში აიღოს მსოფლიოს მართვის სადავეები და შეაჩეროს ადამიანთა თვითგანადგურების პროცესი! მან აგრეთვე მოგვცა ბევრი “ნიშანი”, რომლებსაც უნდა ველოდეთ და რომლებიც გვამცნობენ მისი დაბრუნების დროს! აი, ზოგიერთი ამ უმთავრეს” ნიშანთაგან”.

“მოისმენთ ომებსა და ხმებს ომების შესახებ, და აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ”.(მათ.24:6,7).მართალია მსოფლიომ ყოველთვის იცოდა ომები, ტოტალური მსოფლიო ომები არ ყოფილა. 1914-1918 წლების ომამდე. ამას მოჰყვა1939-1945 წლების ომი! მე-20საუკუნის დასაწყისიდან 100 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომებში. 2 ტრილიონზე მეტი დაიხარჯა შეიარაღებაზე და მოხდა 150-ზე მეტი ომი!

“და იქნება შიმშილობა, და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ!” (მათ.24:7). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლით დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი კარგად იკვებება; ერთი მესამედ ცუდად იკვებება და ერთი მესამედი შიმშილობს! ყოველწლიურად ოთხი მილიონი ადამიანი კვდება შიმშილით. თუსაშუალო სიჩქარით კითხულობ, რაც ამ ტექსტის კითხვა დაიწყე, დაახლოებით 30 ადამიანი მოკვდა შიმშილით, ვინაიდან ჩვენს დროში შიმშილს წუთში-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს!

“მსოფლიო ალმანახის” მონაცემების თანახმად 1800 წლიდან 1896 წლამდე მხოლოდ 6-ჯერ მომხდარა დიდი სიძლიერის მიწისძვრა. მაგრამ 1896 წლიდან მოყოლებული 1947 წლამდე ყოველ ათწლეულში 2-3 ასეთი მიწისძვრა ხდებოდა. 1947 წლიდან 1956 წლის ჩათვლით იყო 7 მიწისძვრა, 1957 წლის ჩათვლით იყო 7 მიწისძვრა, 1957 წლიდან 1966 წლის ჩათვლით კი – 17! 1957 წელს მოხდა 50-ზე მეტი მნიშვნელოვანი მიწისძვრა! ფაქტიურად, დღიდან მათი რეგისტრაციისა, 47 უდიდეს მიწისძვრათაგან 25 მოხდა 1960-დან 1980 წლამდე პერიოდში!

“და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხს სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული!” (მათ.24:14). მან თქვა, რომ ყველა სხვა ნიშანი იქნება “სალმობათა დასაბამი” (მათ.24:8), მაგრამ როდესაც სახარების სწავლანი ექადაგება ყველა ხალხებს, მაშინ მოვა აღსასრული! უწინ არასოდეს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი სახარების ქადაგება მთელს მსოფლიოში, როგორც ახლა! ეს ხდება არა მარტო მისიონერთა მოგზაურობების ხარჯზე, არამედ კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებათა, რადიოს, ტელევიზიისა და პრესის წყალობით; დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს სმენია სახარების შესახებ! “მაშინ მოიწევა დასასრული!”

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამის განხორციელებას გვახსენებენ კიდევ ერთ 2500წლის წინ მოცემულ წინასწარმეტყველებას: “ბოლო დროს მრავალნი იმოგზაურებენ აქეთ-იქით, ისწავლიან და მოიმატებს ცოდნა!” (დან.12:4, ციტატი ორიგინალიდან).

ადამიანთა გადაადგილების საშუალებები ათასწლეულების განმავლობაში თითქმის არ იცვლებოდა: დიდი-დიდი 100 წლის წინ დაიწყო ამ საშუალებათა შეცვლა. ადამიანები გადაადგილდებოდნენ ფეხით, პირუტყვის საშუალებით, იალქნიანი გემებით და ა.შ. დღეს კი ჩვენ არა მარტო საოცარი სისწრაფით გადავდივართ ერთი ადგილიდან მეორეზე , არამედ დავფრინავთ და მთვარეზეც კი მივემგზავნრებით! ამჟამად, ყოველწლიაურად 200 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის სამოგზაუროდ თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ!

თითქმის წარმოუდგენლად “მოიმატა ცოდნამ”!
ბოლო 100 წლის განმავლობაში მეცნიერებამ უფრ მეტი აღმოჩენა და გამოგონება გააკეთა, ვიდრე წინა 6000 წლის განმავლობაში! ექსპერიმენტებმა დაადგინეს, რომ ახლა კაცობრიობის ცოდნის მარაგი ორჯერ იზრდება ყოველ 5 წლის განმავლობაში! და ამქვეყნად ოდესმე მცხოვრებ მეცნიერთა საერთო რაოდენობის 80% ჩვენს დროზე მოდის!

“და ქრისტეს მოსვლის დღე არ მოვა, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება ღმერთისგან!” (IIთეს.2:3). მთელმა რიგმა ერებმა, რომლებიც უწინ ქრისტიანები იყვნენ, უარყვეს ღმერთი და მის მიერ შექმნილი სამყარო, ირწმუნეს რა ევოლუციის ცრუ თეორია!

ევოლუციის თეორიის საპირისპიროდ, ადამიანი არ უმჯობესდება, პირიქით “უკანასკნელ დღეთა დადგომისას უკეთური კაცნი და გრძნეულნი უარესს მოიმოქმედებენ: სხვებსაც აცდუნებენ და თავადაც ცდუნდებიან.”(2ტიმ.3:1, 13). იესომ თქვა, რომ “როგორც იყო ნოეს დღეებში, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლის დროსაც.” (მათ. 24:37). ნოეს დროს, ბიბლიის თანახმად, “წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო ქუეყანა უსამართლობით.”(შეს. 6:5,11).

აშშ-ში მარტო ბოლო 20 წლის მანძილზე ძალადობით ჩადენილ დანაშაულებათა რიცხვი 1600%-ით გაიზარდა! და ამას, ოფიციალური გამოთვლებით, ყოველწლიურად 12 მილიარდი ამერიკული დოლარი მიაქვს! ამერიკული ჟურნალი “ზოგად ქირურგია” აცხადებს, რომ ყველა ფორმის ძალადობა ამჟამად ჯანდაცვის ნომერ პირველი ნაციონალური პრობლემაა!” დაკვირვებებმა უჩვენა, რომ იმ დროისთვის, როდესაც საშუალო ამერიკელი ბავშვი მიაღწევს 15 წლის ასაკს, ის ტელევიზიით ნახულობს 13000-ზე მეტი ადამიანის მოძალადეობრივ სიკვდილს!

“ხოლო მიწაზე ზღვის ღრიალით და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხის ცურვა იქნება.”(ლუკ.21:25).
ეს არის მსოფლიოს ხალხებისა და ნაციების სიმბოლური აღწერა. ყოველთვის, როცა ტელევიზიით გადმოსცემენ ახალ ამბებს, თქვენ ზედავთ ხმაურს და მღელვარებას! ახალი ომების, ამბოხებების, მღელვარებების, გამძაფრებული ტერორიზმის, გაფაცვების, ახალი პრობლემების, ქაოსისა და უწესრიგობის ტალღებს!

შთამბეჭდავი ფინალური ნიშანი იმისა, რომ აღსასრული უკვე ძალძედ მოახლოებულია, არის ხელისუფლების სათავეში ძლევამოსილი მსოფლიო მმართველობის მოსვლა სატანური დიქტატორის – ანტიქრისტეს მეთაურობის! (გამოც.13) თავისიმმართველობის საკმაოდ მშვიდობიანი 3,5 წლის შემდეგ მოულოდნელად მოითხოვს , რომ მსოფლიომ თაყვანი სცეს მას, როგორც ღმერთს. დევნილი და რეპრესირებული იქნება ყველა, ვინც უარს იტყვის მის თაყვანისცემაზე. დადგება დრო “უდიდესი გლოვისა”!

“და მაშინვე, ჭირის იმ დღეების შემდგომ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში, და იხილავენ ძეს კაცისას – ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით!” (მათ. 24:29 – 31) ზუსტად სამნახევარი წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ანტიქრისტე მოითხოვს, რომ მსოფლიომ თაყვანი სცეს მას, იესო დაბრუნდება, რათა გამოიხსნას გადარჩენილი შვილები მჩაგვრელთა ხელიდან, მოაშთობს ანტიქრისტეს და მის ძალებს და დადგება მსოფლიოს სათავეში, რათა დაამყაროს დედამიწაზე ღმერთის მეუფება!

ხარ თუ არა მზად ამ უკანასკნელი უდიდესი “დროთა ნიშნებისთვის”? შეგიძლია ახლავე შეემზადო ამისთვის შენს გულში იესოს მიღებით. მხოლოდ ასეთი მოკლე ლოცვა წარმოსთქვი და ის შენში შემოვა: “ძვირფასო იესო, მე მწამს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა რომ შენ მოკვდი, რათა მე გადაგერჩინე. გთხოვ, შემინდე შეცოდებანი ჩემი. გთხოვ, იესო, გევედრები, შემოდი ჩემს გულში და დამიმკვიდრე მარადიოული ცხოვრება! დამეხმარე შენს სიყვარულში; დამეხმარე ვირწმუნო შენი სიტყვა და გავაკეთო ყველაფერი, რისი ძალაც შემწევს, შენთვის და სხვებისთვის. უფალო, გევედრები, ამინ!

წყარო: ეს სტატია ვიპოვე ამოჭრილი რომელიღაც ძველი ჟურნალიდან სამწუხაროდ სახელი არ ვიცი უბრალოდ გადმოვწერე… იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

Back to top button