გასართობივიდეოებიუცნაური

საშიში კომიკოსები


მათ წარდგენას ყოველთვის თან ახლავს სიტყვები: ის რასაც ახლა ნახავთ არავითარ შემთხვევაში არ გაიმეოროთ სახლში, რადგან შეიძლება იყოს თქვენთვის ზიანის მომტანი ან გამოიწვიოს თქვენი სიკვდილიც კი.

ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, საშიში და შეიძლება გულისამრევი ნიჭის პატრონია სტივი სტარი. მას შეუძლია მცირე ზომის ნივთების (ნათურა, მცირე ბოქლობი, ბილიარდის ბურთი, ხურდა ფული) გადაყლაპვა და უკანვე დაბრუნება. მისი თქმით ეს ყველაფერი სიმართლეა და მის წარმოდგენებში არ არის არავითარი ილუზია. ასევე ამბობს, რომ მან ეს ნიჭი აღმოაჩინა პატარა ასაკში როდესაც იგ ცხოვრობდა ბავშვთა სახლში, როდესაც მას მისცემდნენ ჯიბის ფულს იგი ამ ხერხით ინახავდა ამ ფულს, რადგან მისთვის არ წაერთმიათ.


The Regurgitator Britain s Got Talent 2010 – Auditions Week 2
Vezi mai multe video din muzica


ასევე არანაკლებ საინტერესო კომიკოსი და ჟონგლიორია მარკ ფეი. მისი თქმით წარმოდგენა მაყურებლისათვის უფრო დამაინტერესებელი ხდება იმ შემთხვევაში თუ იგი რაიმე საშიშს აკეთებს და სიცოცხლეს იგდებს საფრთხეში. სწორედ ამიტომ აქვს ზედმეტსახელი მსოფლიოს ყველაზე საშიში კომიკოსი. მარკი 1986 წლიდან მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში აჩვენოს საკუთარი წარმოდგენა. იგი ჯერჯერობით ნამყოფია 22 ქვეყანაში, რომლიდანაც სამმა (ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია) იგი გამოაძევა ერთ-ერთი წარმოდგენის გამო.


ბერი და სტუარტი არიან ძმები, რომლებიც მაგიით არიან გატაცებული. მათი წარმოდგენები იმით გამოირჩევა, რომ გარეულია სისხლიანი და “ბნელი” მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ წინა ორი ადამიანისგან განსხვავებით მათი წარმოდგენები მხოლოდ ილუზიაა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close