საკითხავი

დენ ბრაუნი (Dan Brown)

dan brown

დენ ბრაუნი ( 22 ივნისი, 1964, ექსეტერი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ ), ამერიკელი მწერალი. ძირითადად წერს თრილერებს. მისი ყველაზე გახმაურებული რომანია “და ვინჩის კოდი” (2003).

დენ ბრაუნმა მოღვაწეობა ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო. ადრეულ ასაკში წერდა სიმღერების ტექსტებს და ხშირ შემთხვევაში თავად ასრულებდა მათ. 1994 წელი დენ ბრაუნის კარიერაში გარდატეხის წელი იყო, გამოვიდა მისი პირველი რომანი “ანგელოზები და დემონები”, სადაც პირველად გამოჩნდა მისი გმირი, იკონოლოგი და სიმბოლოების ექსპერტი, რობერტ ლენგდონი. დენ ბრაუნის განცხადებით, მას წერა მას შემდეგ დაუწყია, რაც კუნძულ ტაიტიზე ყოფნისას სიდნი შელდონის რომანი “განკითხვის დღის შეთქმულება” წაუკითხავს. საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მომავალ მწერალს განუცხადებია, ამაზე უკეთესს დავწერო.

1996 წელს დენ ბრაუნმა გადაწყვიტა მთელი თავისი დრო ლიტერატურისათვის დაეთმო. 1998 წელს დღის სინათლე იხილა მისმა მომდევნო რომანმა “ციფრული ციხე–სიმაგრე”. დენ ბრაუნის ნაწარმოებები თავდაპირველად დიდი პოპულარობით არ სარგებლობდნენ, მათი საშუალო ტირაჟი ათი ათას ეგზემპლარს არ აღემატებოდა და მას ლიტერატურული სამყარო არ იცნობდა. ნამდვილი წარმატება მასთან 2003 წელს მოვიდა, რომან “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ. რომანი დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ მყისვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. ნიუ–იორკ ტაიმსის ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი რომანს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეკავა. დღესდღეობით გაყიდულია წიგნის 60 მილიონ ეგზემპლარზე მეტი და ზოგიერთი კრიტიკოსი ამ რომანს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ასახელებს. 2005 წელს დენ ბრაუნი, ჟურნალ ტაიმის გამოკითხვით, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა. ჟურნალმა “ფორბსმა” კი იგი 2005 წლის გამოჩენილ ადამიანთსა სიაში მე–12 ადგილას განაწესა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რომანმა “და ვინჩი კოდმა” მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მის წინააღმდეგ ამხედრდა მთელი ქრისტიანული სამყარო. ძირითადად ეს მძაფრი რეაქცია გამოწვეული იყო იესო ქრისტეს პირადი ცხოვრების გაშუქების მცდელობით და წიგნის პერსონაჟის, ლი თიბინგის მოსაზრებებით ქრისტიანული რელიგიის, მაცხოვრის, მარიამ მაგდალინელის და ტამპლიერების შესახებ. შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ ამ უარყოფითმა რეაქციამ ერთი–ორად გაზარდა მწერლის რეიტინგი და წიგნის გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა.

2006 წელს გამოვიდა რომან “და ვინჩი კოდის” ეკრანიზაცია, რომლის რეჟისორი რონ ჰოვარდი იყო. მთავარი როლებს კი ოდრი ტოტუ, ტომ ჰენქსი და იან მაკელენი ასრულებდნენ. ამ ფილმით გაიხსნა 2006 წლის კანის კინოფესტივალი 17 მაისს.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close