არქივი

საინტერესო ამბები

e4fb40cb41e7

გაგრძელებაში ნახავთ საინტერესოს და სახალისო ამბებს…   :lol2:

ბეჯითი ნარკომანი

ციმბირელმა 35 წლის უმუშევარმა, რომელიც ყოფილი რკინიგზელია, რკინიგზის 1500-კილომეტრიანი მონაკვეთი გამოიყვანა მწყობრიდან. იგი ორი კვირა ბეჯითად მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში მოახერხა 9 ათასი ცალი სამაგრი მოეპარა, რომლითაც რელსები იყო დამაგრებული. იგი მეტალის სამაგრებს ჯართში აბარებდა და აღებული ფულით ნარკოტიკულ ნივთიერებებს ყიდულობდა. „გასაოცარია მისი მუშაობის ტემპი”, აცხადებენ სამართალდამცველები. გულმოდგინე ნარკომანის „ნამუშევრის” შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

მაღაროელები
ჩილელმა მაღაროელებმა მიწის ქვეშ ყოფნის რეკორდი მოხსნეს, რომელიც მათმა ჩინელმა კოლეგებმა დაამყარეს შარშან. ჩინელებმა მოახერხეს წყლით სავსე მაღაროში 25-დღიანი ტყვეობის მერე, იქიდან ცოცხლად გამოსვლა. ჩილეში, ოქროს საბადოში, რომელიც 5 აგვისტოს ჩაინგრა, 33 კაცია გამოკეტილი. მათ მხოლოდ მე-17 დღეს მოახერხეს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება, როდესაც მაშველებმა სამი წვრილი ჭაბურღილი გახვრიტეს. ამ ჭაბურღილით აწვდიან მათ სასმელ-საჭმელს და ამყარებენ კომუნიკაციას. მაღაროელები თავს კარგად გრძნობენ, რასაც მათ მიერ გამოგზავნილი ვიდეოც ადასტურებს. ისინი მოთმინებით ელოდებიან სამაშველო სამუშაოების დასრულებას, რომელსაც წინასწარი ვარაუდით ოთხ თვემდე დასჭირდება.

„მატყუარა” პალესტინელი

პალესტინელი საბარ კაშური მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მას და ებრაელ ქალბატოს ურთიერთშეთანხმებული სექსი ჰქონდათ. 30 წლის მუსლიმს 18 თვით ციხეში ყოფნა სასამართლომ მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს და მოტყუებით გაუპატიურებაში დასდეს ბრალი.
„დაზარალებული” ქალბატონი იერუსალიმის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ ის და საბარ კაშური ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. საბარმა ქალბატონი დააჯერა, რომ მორწმუნე ებრაელი იყო. სწორედ ამის შემდეგ დათანხმდა დაზარალებული მასთან სექსს. ცოტა ხანში, საერთო მეგობრის მეშვეობით, ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ საბარი არათუ მორწმუნე, საერთოდ, ებრაელიც არ იყო და პალესტინიდან დევნილის სტატუსით ცხოვრობდა იერუსალიმში. მან გადაწყვიტა, პოლიციაში ეჩივლა და საბარს ტყუილსა და უხამსობაში დასდო ბრალი. სასამართლომ ეს ფაქტი გაუპატიურებას გაუთანაბრა და კაშური ციხეში ჩასვა.

5abb40926543

ვირი პარაშუტით
პარაშუტიანი ვირი ჰაერში სამხრეთ რუსეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე გაუშვეს. ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ერთ-ერთი ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს წარმომადგნელები, რომლებიც ამ გზით სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებას გეგმავდნენ კრასნოდარის ოლქში. ვირი ყროყინებდა, ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად, პოლიციისთვის დაერეკა. მას შემდეგ, რაც ვირმა ზღვას გადაუფრინა, პირდაპირ პოლიციის სამმართველოსთან მოუხდა კატაპულტირება. პოლიციამ საქმე აღძრა ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო და ტუროპერატორები დააპატიმრა. ამ ფაქტს ცხოველთა უფლებების დამცველი მსოფლიოს თითქმის ყველა ორგანიზაცია გამოეხმაურა, რადგან yuotube-ზე ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა. კრასნოდარული ტურიზმის წარუმატებელ პატრიოტებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

6a791f6ec366
სქესი არჩევით

შვედეთში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ორწლინახევრის შვილის სქესს მალავს. ამ ახალმა ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. მეგობრებისა და ნათესავების კითხვაზე, „ბიჭია თუ გოგო?” ისინი მარტივად პასუხობენ: „ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და თქვენი საქმე არ არის!” წყვილი ბავშვს ყველასთვის გაუგებარ სახელს „ფოფის” ეძახის.
ფოფის დედის განცხადებით, ასეთი იდუმალების მიზეზი ის არის, რომ მათი სურვილია, ბავშვი უფრო თავისუფალი გაიზარდოს.
ფოფის გარდერობში თანაბრადაა ორივე სქესისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი. ბავშვი ყოველ დილას თავად ირჩევს, რა ჩაიცვას იმ დღეს. მისი ვარცხნილობაც ყოველდღიურად იცვლება. ამით მშობლები ცდილობენ, შვილი სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში გაზარდონ.
ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ფოფის უფლებების დარღვევაა, ამის გამო კი ცოლ-ქმარი უნდა დაისაჯოს. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოფის მშობლებს უკვე გამოუჩნდნენ მიმბაძველები ევროპაში და ბევრი ახალგაზრდა წყვილი ბავშვის „აღზრდის” ასეთ მეთოდს ემხრობა.

წყარო: tabula.ge

მსგავსი ამბები

Back to top button