კულტურაუცნაური

შენ უკვე მიიტანე პიცა ჯოჯოხეთში?!

fb6f30509257
ახალ ზელანდიაში არსებობს ასეთი საინტერესო პიცის კომპანია ,,Hell Pizza”. რა თქმა უნდა მთელი ინტრიგა მხოლოდ სახელით არ შემოიფარგლება, შვიდი დასახელების პიცა აღნიშნავს 7 სასიკვდილო ცოდვას, დესერტისა და სასმელების მენიუს ჰქვია ამბროსია (ბერძნული მითოლოგიის თანახმად სასმელის ან საჭმლის ღმერთი) და ნექტარი (ლათინურად ღმერთების სასმელს ნიშნავს). თვითონ მაღაზიაც კი შიშს აღძრავს, განათებულის სპეციფიკური შუქებით, ტელეფონის ნომერიც კი დამაინტრიგებელი აქვთ, 0800 666 111 ეს ახალ ზელანდიაში, 08456 666 999 ეს კი ბრიტანეთში. ალბათ დაგაინტერესათ რას აღნიშნავს ტელეფონის ნომერში შემავალი ციფრები. რიცხვი 666 შეიცავს ჯოჯოხეთისკენ გზავნილს, ხოლო 111 და 999 კი სასწრაფო დახმარების ნომრებია : )))

ორიგინალური კომპანია არც ახლა აკლებს პიცის მოყვარულებსა თუ არამოყვარულებს სიურპრიზებს და ასეთი სარეკლამო კამპანია წამოიწყო.
გააკეთეს პატარა თამაში, რომელშიც უკვე მთელი მსოფლიო ჩაერთო, იუთუბზე ეს ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თამაშს კი Deliver me to hell ჰქვია. არსი კი ამაში მდგომარეობს. ქალაქს ზომბები შემოესიენ, დარჩენილია მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი. გოგონა, ზომბებით გულგახეთქილი, რომელიც პიცას უკვეთავს. პიცის მიმტანი სტივი, რომელსაც შეკვეთის ადგილზე მიტანა ევალება. მისია კი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დაეხმაროთ სტივს, შეასრულოს თავისი მოვალეობა.
ნახეთ თამაშის თრეილერი

ახლა კი თავად თამაშის პირველი სერია, როგორ ვითარდება მოვლენები თქვენი თვალით ნახავთ, ბოლოს კი იქნება თქვენი გადაწყვეტილების დრო. ეკრანზე გამოჩნდება ვითარების ასარჩევი ორი ვარიანტი, შენ მიიღებ გადაწყვეტილებას და ერთ-ერთ დააკლიკავ, ამის შემდეგ ავტომატურად გადახვალ იუთუბზე და შემდეგი სერიაც დაიწყება, როგორ განვითარდება სიტუაცია ამას მხოლოდ ბოლოს გაიგებ. წარმატებები : )))

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button