არქივი

ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია (ნაწილი მესამე)

31e624f8c584
განვაგრძობ ამ პოსტის მეორე ნაწილს. ამ პოსტში მოგიყვებით იაპონურ კულტურის შესახებ… იხილეთ გაგრძელებაში

ტრადიციები

24f7cf75507f

იაპონურ საკულტო-სარიტუალო და რელიგიურ მისტერიათა შორის ერთ-ერთი უძველესია კაგურა. იგი წარმოიშვა VII საუკუნეში და უკავშირდება შინტოისტურ კულტს. ეს არის საცეკვაო პანტომიმა დაფდაფებისა და ფლეიტების აკომპანიმენტით. სრულდება ტაძრის წინა მოედნებზე და ტაძრის ახლოს საგანგებოდ აგებულ სცენებზე. კაგურა ძირითადად მზის ქალღმერთ ამატერასუ-ომიკამის გარდაცვალებისა და მკვდრეთით აღდგომის იდეას გამოხატავს.

40d4bc2f045b

როგორც ამჟამინდელ, ისე ძველ იაპონიაში საახალწლო დღესასწაულს თავისი ატრიბუტიკა ახლდა. ერთ-ერთი ასეტი ატრიბუტია კადომაცუ, რომლის ტრადიციაც, სავარაუდიდ, VI-VII საუკუნეებიდან მომდინარეობს. ეს არის ფიჭვის (იაპონურ ენაზე – მაცუ) ტოტების კომპოზიცია. ფიჭვი სიძლიერისა და დღეგრძელობის სიმბოლოა, ბამბუკი – გამძლეობისა და აყვავების, გვიმრა – სისუფთავისა და ნაყოფიერების, მანდარინი – დღეგრძელობისა. ტოტებს რამდენიმე სხვა ნივთთან ერთად ჩალის თოკით გადააბამენ ხოლმე და სახლის შესასვლელებს რთავენ. იაპონელებს სწამთ, რომ ჩალი თოკს იქით ბოროტი სულები ვერ გააღწებენ.

საცეკვაო მუსიკალური ხელოვნება ბუგაკუ იაპონიაში VII ს-ში აზიიდან შევიდა. იგი სამეფო კარის ცერემონიალებისა და სასულიერო დღესასწაულების შემადგენელი ნაწილია. ბუგაკუს წარმოდგენები იმართებოდა და ახლაც იმართება ბუდისტური ტაძრების წინ ან სასახლის ტერიტორიაზე დადგმულ ხასხასა წითელი ლაქით დაფარულ ფიცარნაგზე. სცენის ორივე მხარეს დგამენ დიდ დაფდაფებს – დადაიკოს – (სიმაღლით 3 მ-ზე მეტი), სცენასთან არის განლაგებული ორკესტრიც. შემსრულებლები გამოდიან ფერად-ფერადი კოსტიუმებითა და ხეზე ამოკვეთილი ან ქაღალდის ფანტასტიკური ნიღბებით.

a3e2aebfd470

განსვენებულთა მოსახსენებელი დღე, ბონი (წინაპართა სულების დაბრუნება), უკავშირდება ქვეყანაში ბუდიზმის გავრცელებას, მაგრამ შეიცავს შინტოისტურ ელემენტებსაც. აღინიშნება ყოველი წლის ზაფხულში. ზეიმის სიმბოლოა ფარანი, რომელიც განასახიერებს წინაპართა სულებს. ამ დღეს ასუფთავებენ და ფარნებით რთავენ სახლებს, ქუჩებს, სასაფლაოებს და ტაძრებს. ამზადებენ გარდაცვლილის საყვარელ კერძებს, ბოლო დღეს კი დამწვარ ფარნებს მდინარეებში უშვებენ. ბონი იაპონიაში დღესაც ძალიან პოპულარული დღესასწაულია. იაპონელთა უმრავლესობა შვებულებას იღებს და ამ დღესასწაულის აღსანიშნავად მშობლიურ კუთხეში მიემგზავრება.

b51eabb0a8ad

ტანაბატა ჰქვია მეშვიდე მთვარის მეშვიდე დღეს, ანუ ორი ვარსკვლავის – ვეგას და ალტაირის შეყრის დღესასწაულს. ლეგენდის მიცედვით, ფეიქარ ქალ ვეგას და მწყემს ალტაირს ერთმანეთი შეუყვარდათ და ტავიანთ საქმეზე გული აიყარეს. ამინს გამო ცის მეუფემ ისინი დასაჯა და ზეციური მდინარის (ირმის ნახტომის) გაღმა-გამოღმა მიუჩინა ბინა. შეყვარებულები წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მეშვიდე მთვარის მეშვიდე ღამეს თუ შეიყრებიან. იმ ღამეს ზეციური კაჭკაჭები მდინარეზე ხიდად გადებენ ხოლმე თავიანთ ფრთებს, მაგრამ, თუ წვიმა წამოვიდა, მეუღლეები ერთმანეთს კიდევ ერთ წელიწადს ვერ ნახავენ. ვეგა ითვლება ფეიქართა და სხვა ხელოსანთა, ხოლო ალტაირი – მწყემსთა და მიწათმოქმედღა მფარველად. ეს დღესასწაული იაპონიაში დღესაც პოპულარულია. იმართება ყოველი წლის 7 ივლისს.

90f9e6ac4871

ჰეიანის ჩრდილოეთით აღმართული იყო კამოს შინტოისტური ტაძარი, სადაც მეოთხე მთვარის მეოთხე დღეს სახალხო დღესასწაული იმართებოდა. ამ დღეს სინური ბალბოს ფოთლებით რთავდნენ ქუჩებს, ეტლებს და შენობებს. ამის გამო ზეიმს “ბალბის დღესასწაული” ერქვა. მას უამრავი ხალხი ესწრებოდა. სასახლიდან კამოს ტაძრისკენ მიემართებოდა საზეიმო პროცესია, რომელსაც იმპერატორის წარმომადგენელი მიუძღოდა.


“დროის გუშაგი”

ჰეიანის ეპოქის იაპონელები დროს მნათობთა მოძრაობაზე დაკვირვებითა და სპეციალური ხელსაწყოებით ადგენდნენ. ამ საქმეს ასტრონომები ხელმძღვანელობდნენ. დღე-ღამე იყოფოდა 12 ნაწილად, ანუ საათად. თითოეულს შეეფარდებოდა ზოდიაქოს რომელიმე ნიშანი, ანუ სხვადასხვა ცხოველი. მაგალითად, პირველი საათი თაგვისა იყო, მეორე – ხარისა, მესამე – ვეფხვისა და ა. შ. საათი იყოფოდა ოთხ ტოლ ნაწილად. ქალაქების მოსახლეობას დროს ტოკიძუკასა, ანუ “დროის გუშაგი” ამცნობდა. მას ევალებოდა ზარი იმდენჯერ შემოეკრა, რომელი საათიც იყო და ხმამაღლა გამოეცხადებინა: “მე, ესა და ეს კაცი, ესა და ეს გვარი, ვაცხადებ: ახლა ძაღლის საათის მეოთხე მეოთხედია”.

დროის სხვა მეთვალყურეები, რომლებსაც ტოკიმორები ერქვათ, სასახლის ახლოს “საათის ბოძზე” აჭედებდნენ შესაბამისი საათის აღმნიშვნელ ნიშანს.

იაპონური ქალაქების ცხოვრებაში არანაკლებს როლს ასრულებდა “ადამიანი-მამალი”, რომელიც ყოველ დილიტ ხალხს ყივილიტ ამცნობდა გათენებას. ამ საქმის შემსრულებლებს თავზე მამლის ბიბილო ჰქონდათ დამაგრებული.

ჭექა-ქუხილის დროს ჰეიანები იმპერატორის სახლის წინ საგანგებო დაწვას – “მეხის გუშაგებს” აყენებნდენ.

იაპონური ზოდიაქო

1. თაგვის წელიწადი; 2. ხარის; 3. ვეფხვის; 4. კურდღლის; 5. დრაკონის; 6. გველის;  7. ცხენის; 8. ცხვრის; 9. მაიმუნის; 10. მამლის;  11. ძაღლის; 12. ტახის.

ამ თორმეტწლიან ზოდიაქოს შეესაბამება ათი ელემენტი. ქოდიაქოს 12 ნიშნის და 10 ელემენტის შეთახმებით მიიღება 60-წლიანი ციკლი, რომელშიაც მხოლოდ ერთხელ მეორდება ზოდიაქოს ესა თუ ის სიმბოლო-ნიშანი. მაგალითად, “ცეცხლოვანი ცხენის” წელი იყო 1930 და გამეორდა 1990 წელს.

იკებანა

05cf3b62630f

ყოველი იაპონელის სიამაყე იკებანა დასაბამს შორეული წარსულიდან, სავარაუდოდ VI ს-იდან იღებს. თავდაპირველად ასე უწოდებდნენ პანთეონებში უზენაესი ღვთაებისათვის ყვავილების მირთმევის რიტუალს. სარიტუალო თაიგულების შეკვრა თანდათან ნამდვილ ხელოვნებად იქცა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე კიდევ უფრო დაიხვეწა.

იკებანას ყოველ კომპოზიციასჰი, ყოველ თაიგულში აუცილებლად უნდა იყოს სამი ელემენტი: ცის, მიწისა და ადამიანის სამი სიმბოლური გამოსახულება. ამ სამი ელემენტი ერთიანობას იკებანას ოსტატები გადმოსცემენ ყვავილებიტ, ბალახებით, ნედლი ტოტებითა და საგანგებოდ შერჩეული ლარნაკებით. თაიგულის შეკვრისას აუცილებელია მკაცრად განსაზღვრული პროპორციების დაცვა. ლარნაკში ყველაზე მაღალი უნდა იყოს პირველი ყვავილი, რომელიც ცის სიმბოლოა. მეორე ყვავილი, რომელიც სიმბოლურად ადამიანს გამოხატავს, მისი ორი მესამედია, ხოლო მესამე, ანუ მუწა – მეორის ორი მესამედი. ტრადიციულად იკებანას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ მის შესასწავლად საგანგებო სკოლებიც არის შექმნილი.

არსებობს იკებანას თანამედროვე სახეობა: ნაგეირი, რომლისთვისაც მაღალ, ვიწრო ლარნაკებს იყენებენ; მორიბანა, რომლისთვისაც რტყელ ჭურჭელს არჩებენ; აგრეთვე, ჯიუბანა და ძენიბანა, სადაც უპირატესობა თავისუფალ და ავანგარდულ სტილს ენიჭება.

ჩაის ცერემონია

6617c77ac19e

იაპონიაში ხელოვნების დონეზეა აყვანილი “ჩაის ცერემონიის” მკაცრი რიტუალები. ეს ცერემონია სათავეს ჩინეთიდან იღებს, მაგრამ მოგვიანებით, გაუთავებელი ომების გამო, ჩინეთში იგი დავიწყებას მიეცა. ჰეიანის ეპოქაში “ჩაის ცერემონია” მაღალი წრის ყოფის აუცილებელი ნაწილი იყო. დროთა განმავლობაში ჩაის სმის ყოველდღიური პროცედურა იქცა თავისებურ კულტად. რიტუალი ეფუძნებოდა შემდეგ მთავარ პრინციპებს: ჰარმონია – ადამიანის ბუნებასთან შერწყმა, მოწესრიგებული სამყარო; მოწიწება – ყველა მონაწილის თანასწორობა, ერთმანეთის პატივისცემა; სიწმინდე – განწმენდა მშვენიერებასთან შეხებით; სიჩუმე – როგორც მედიტაციის პირობა. ყოველივე ეს ცერემონიის მონაწილეებს შინაგანი ჰარმონიის მიღწევას უადვილებს.

“ჩაის ცერემონია” საგანგებოდ მოწყობილ ბაღში გასეირნებით იწყება. რიტუალის მონაწილეებმა კენჭებით მოკირწყლულ ბილიკზე უნდა დატოვონ ყოველდღიური საზრუნავი. შემდეგ იბანენ ხელებს და პირში ქვის ჭურჭლიდან ან ჭიდან ამოღებულ წყალს ივლებენ. ცერემონია ტარდება ამ რიტუალისთვის განკუთვნილ უპრეტენზიო, სადა “ქოხში”. ადრე ქოხში შესასვლელი კარი სიმაღლით 90 სმ იყო, რაც ხაზს უსვამდა ყველა იქ შემსვლელის თანასწორობას. ოთახში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფერწერული ტილო ან იკებანა.

ჩაის ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტებია: ჩაიდანი, ჩაის ჩასაყრელი ხის კოვზი, კერამიკული ფიალა და ქაფის მოსარევი ბამბუკის ფუნჯი.

რიტუალის ცერემონმაისტერი ყველას თანდასწრებით ამზადებს ჩაის. მის ხელოვნებაზეა დამოკიდებული ჩაის გემო და ხარისხი. ამზადებენ როგორც მუქ, ისე ბაც ჩაის. მუქი ჩაი მზზადდება დიდი ზომის კერამიკულ ჯამში და ყველა ამ ჯამიდან მიირთმევს. თავისი წილი ყლუპის შემდეგ მონაწილე ჯამის კიდეს სწმენდს და სხვა სტუმარს გადასცემს. ბაცი ჩაი ცერემონიის ყველა მონაწილისთვის ცალ-ცალკე მზადდება.

იმპერატორ კამაკურას ეპოქიდან მოყოლებული კიოტოში, იმპერატორის სასახლეში, ჩაის ცერემონიის ოსტატები დღესაც ურასენკეს და სენკეს გვარის წარმომადგენლები არიან.

ბონსაი

3d9a46e6f112

ქოთანში ჯუჯა ხეების გამოყვანის ხელოვნება, რომელსაც ბონსაის უწოდებენ დაახლოებით IX ს-ში ჩინეთიდან გავრცელდა. ბონსაის ოსტატები ხეს უნარჩუნებენ ნატურალურ ფორმას და პროპორციებს, მხოლოდ ზომებია შემცირებული. გამოჰყავთ თითქმის ყველა ჯიშის ხე (მათ შორის, ნაყოფის მომცემიც). არცთუ იშვიათად, რამდენიმე ჯიშის ხე ერთ დიდი ზომის ქოთანშია თავმოყრილი. ქოთნის კონსტრუქცია ისეთია, რომ მთის ფერდობის ან ახოს იმიტაციას ქმნის. ბონსაის გამოყვანას რამდენიმე წელი, ზოგჯერ ათწლეულიც კი სჭირდება.

d0c495eaaf3e
აკე – ბრინჯისგან დამზადებული ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი (15-18 გრადუსი). ძირითადად სვამენ შეცხელებულს. პოპულარულია უძველესი დროიდან

კამიკაზე

bb921fb44ec1
ფოტოზე კამიკაზე პილოტი ჰოსოკავა ჰაჩირო

კამიკაზე (“კამი” – ღმერთი, “კაზე” – ქარი) იაპონური სიტყვაა და “ღვთაებრივ ქარებს” ნიშნავს. 1274 და 1281 წლებში ხუბილაი-ხანის (იუანის მონღოლური იმპერიის მმართველი 1260-1294 წლებში) მეთაურობით მონღოლებმა, ჩინურ და კორეულ საჯარისო ნაწილებთან ერთად, ორჯერ სცადეს იაპონიაში შეჭრა. ორივეჯერ ძლიერი ქარით გამოწვეულმა შტორმმა მონღოლთა ფლოტილია მიმოფანტა და იაპონელებმა მომხდურები ადვილად უკუაქციეს. ამის შემდეგ მონღოლები იაპონიის სანაპიროებთან აღარც გამოჩენილან. ის კეთილისმყოფელი ქარები კი იაპონელებმა “ღვთაებრივ ქარებად” – კამიკაზედ მონათლეს. აქედან მოყოლებული, ეს ტერმინი განზოგადდა და სამშობლოსთვის სასიკვდილოდ მიმავალ ყოველ ჯარისკაცს ეწოდებოდა.  II მსოფლიო ომის დროს (1939-1948 წწ.) კამიკაზეებ ბრძოლებში მონაწილე თვითმკვლელ მფრინავებს ეძახდნენ.

XX საუკუნიდან კამიკაძეებს “თეთრზონრიანებსაც” ეძახიან, რადგან გარდაუვალ სიკვდილთან შესახვედრად საზეიმო რიტუალისა და ერთი ფინჯანი საკეს შესმის შემდეგ შუბლზე თეთრზონარშემოკრულები მიდიან.

შენიშვნა:  ქართველები ხშირად ამბობებნ კამიკაძეს, თან ისეთი ტონით, რომ რაღაც იმერული გვარი გეგონება, ეს შეცდომაა :)

თამაშები

იაპონიაში ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ყოფილა გავრცელებული უტაგარუტას სახელწოდებით ცნობილი თამაში, რომლის მონაწილენი ერთმანეთს პოეზიის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. თამაშობენ ბანქოს სხვადასხვა ფერის ქაღალდებით, რომელზე 100ლექსია დაწერილი. წამყვანი კითხულობ ერთ-ერთი ლექსის სტროფის დასაწყისს. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც პირველი იპოვის მაგიდაზე გაშლილ ბანქოს დასტაში ამ ლექსის გაგრძელებას და თამაშის ბოლოს ყველაზე მეტ ქაღალდს დააგროვებს.

980786640d8e

უძველესი თამაში გო იაპონიაში VII საუკუნეში ჩინეთიდან შევიდა. გომ, როგორც აზიური ქვეყნებიდან შემოტანილმა სხვა თამაშებმა, იაპონური იერი შეიძინა. დღეს ჩინური და იაპონური გოს სათამაშო დაფა 19 ჰორიზონტალური და 19 ვერტიკალური ხაზისგან შედგება, რაც 361 გადაკვეთის წერტილს იძლევა. თამაშობს 180 თეთრი და 181 შავი კოჭი (ზედმეტი ერთი შავი კოჭი თეთრების პირველი სვლის კომპენსაციაა). გადაკვეთის წერტილებზე რიგრიგობით განალაგებენ ქვებს და გამარჯვებულია ის, ვინც დაფის მეტ ტერიტორიას დაიკავებს. დღეს იაპონელის ცხოვრებაში გოს საკმაი ადგილი უკავია. არსებობს გამოთქვმა: “თუ გინდა კაცი გაიცნო, გოს რამდენიმე პარტია მაინც უნდა ეთამაშო”.

bfddc8f8f39d

იაპონური ჭადრაკი – შოგი – ცნობილია VIII ს-იდან. როგორც ევროპული ჭადრაკის, ისე შოგის წინაპარია ინდური ჭადრაკი – ჩატურანგა. თამაშის წესები თითქმის ერთნაირია. შოგი თავისი წინამორბედისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ აქ მოწინააღდმეგის აყვანილი ფიგურა შეიძლება გამოიყენოს მეორე მხარემ, რაც საგრძნობლად ართულებს თამაშს. შოგი, ისევე როგორ, გო, მეტად პოპულარულია დღვენადელ იაპონიაში. დაჟე შიკამარუ და ასუმაც შოგის თამაშობდნენ…

“ახალი” ჰორიზონტი

XI ს-ის მიწურულისთვის დასრულდა ჰეიანის ეპოქა. XII ს-ის დასაწყისიდან იაპონიის პოლიტიკურმა და სულიერ-კულტურულმა ცენტრმა ჰეიანიდან კიოტოში გადაინაცვლა. ამ პერიოდიდან დედაქალაქი კიოტოა. ესთეტიკური კატეგორია, “მონო-ნო ავარე”, ანუ “საგანთა მომხიბლავი სევდიანობა” თანდათან ახალ სტადიაში შედის და ძენ-ბუდიზმის გავლენით “საგანთა თავისთავადობაში” იზრდება. ამის დიდებული ნიმუშია XIII ს-ის იაპონური ხელოვნებისა და აზროვნების უბრწყინვალესი ქმნილება – “ქვების ბაღი”. ეს არის სიმბოლოში გამოხატული ღრმა ფილოსოფიური აზრი სამყაროს შესახებ. “ქვის ბაღი’ თეთრი ქვიშით დაფარული სივრცეა, სადაც ქარაგოზამოკიდებული პატარა კუნძულები და უცნაური ქვებია “მიმოფანტული”.

“ბაღი” სამყაროს მოდელი და მისი არსის სტრუქტურული წარმოჩენა-ინტერპრეტაციაა. თვით ამ საოცრების შემქმნელი ხალხის აზრით, ქვები ქვიშაში – ესაა “კუნძული მარადიულობის ოკეანეში, ანუ არარა”. ამით იაპონელებმა თავისაებურად განასახიერეს აბსურდული სამყაროს იდეა.

იაპონურ  “ფილოსოფიურ ბაღში” 15 ქვა “იზრდება”. ისინი ისე ოსტატურადააა განლაგებული, რომ ნებისმიერი წერტილიდან მხოლოდ 12 ან 13 ქვას თუ დაინახავ. ის, რომ თხუთმეტივე ქვის ერთდროულად დანახვა შეუძლებელია, ხაზს უსვამს სამყაროს უსასრულობას და იმას, რომ უაზრობაა მოინდომო ამ უსასრულობის წვდომა.

ქვა, რომელსაც ვერ ვხედავთ, მხოლოდ იმას მიგვანიშნებს, რომ სამყაროში შეიძლება ესა თუ ის საგანი ან მოვლენა არსებობდეს ან ხდებოდეს ჩვენგან დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც ჩვენს შემეცნებაში. და მართლაც, მტელი იაპონური აზროვნება, იაპონელი ხალხის მთელი კულტურა უძველესი დროიდან დღემდე “ქვის ბაღის” ფილოსოფიური პრინციპის რეალური გამოხატულებაა.

68c2e7acd182

9f107419c2bd

e3ec11403e59

b1d0ef45431d

b34a6fee42b8

წყარო: საყმაწვილო ენციკლოპედია ნაწილი IV (გამომცემლობა “დილა”)

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

მსგავსი ამბები

Back to top button