სახალისო ამოცანები

სახალისო  და გასართობი ამოცანები ;)

1) მარიამის მამას 4 ქალიშვილი ყავს: ლი-ლი , ლა-ლა , ლუ-ლუ. რა ქვია მეოთხეს?

2)წელიწადის რომელი თვე შეიცავს 28 დღეს?

3)ერთი ქოლგის ქვეშ დგას 6 ქალი და 6 ბავშვი.რა შემთხვევაში არ დასველდებიან ისინი?

4)ღამით მონადირე დაბრუნდა თავის ქოხში.ამოიღო ასანთი და შეამჩნია რომ მხოლოდ 1 ღერი ჰქონდა. მას კი სახლში მხოლოდ ნავთის ლამპა, ნავთქურა და სანთელი ქონდა.რას აანთებს მონადირე პირველად?

5)მძღოლი ცალმხრივზე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.ამას ამჩნევდა პოლიცია მაგრამ არ აჯარიმებდა. რატომ?

6)დათო მიდიოდა ქუთაისში. შემხვედრი მიმართულებით მოდიოდა 4 ბავშვი. თითოეულ ბავშვს 2 კალათი ეჭირა.თითო კალათში იჯდა 4 კატა და თითოეულ კატას ყავდა 4 კნუტი. რამდენი კატა რამდენი კნუტი მიჰყავდათ ბავშვებს ქუთაისში?

7)რამდენი მიწაა ორმოში, რომლის სიგანეც სიგრძეც და ლიღრმეც 2 მეტრია?

8) თუ ღამის თორმეტ საათზე წვიმს, შეიძლება თუ არა 72 საათის შემდეგ მზიანი ამინდი იყოს?

9)მანქანა რომ წითელ ზღვაში ჩააგდო რა მოუვა ? :lol:

10)არის 6 სართულიანი სახლი რომელსაც კიბე არა აქვს.აქვს ლივტი.I სართულზე 1 კაცი ცხოვრობს.II ზე – 2 და ასე შემდეგ , VI ზე 6. ყველა თანაბრად იყენებს ლივტს. რომელ სართულს აჭერენ ყველაზე ხშირად?

11)ვინც აკეთებს ყიდის. ვინც ყიდულობს თავისთვის არ უნდა . ვისაც ჭირდება ის ვერასოდეს ვერ იყიდის. რა არის?

და ბოლოს ყველაზე სახალისო   :D

12)ხარ ოთახში რომელსაც არც კარი და არც ფანჯარა არა აქვს.მოშვებულია ონკანი და მოდის წყალი, 3 საათში ოთახი გაივსება და დაიხრჩობი.ამასთანავე გაქვს ცოცხი, პარკი და ტელეფონი რომელიც არ მუშაობს. რა უნდა იღონო გადარჩენისათვის?

P.S ძაან არ გამაკრიტიკოთ :) .. ჩემი პირველი პოსტია ;)


ავტორი: paranormal - scorpion

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC