გასართობისაკითხავისასარგებლო

ცნობილ ადამიანთა “ფრთიანი ფრაზები” ან პირიქით

პარაპრაქსისის, ანუ “წამოცდენის” ფენომენის შესახებ ზიგმუნდ ფროიდი წედა: “ეს არ არის შემთხვევითი,  ის რაღაცას ნიშნავს, რადგან მომდინარეობს შეკავებული ან აღკვეთილი ზრახვებისაგან.”  ამ მოვლენისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ განსაკუთრებით სავალალო შედეგები  მას პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადმიანებისათვის მოაქვს.

ცნობილია ამერიკის ექს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის “გამონათქვამები”-  2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიამდე ცოტა ხნით ადრე მან “თვალი აუხილა” სამყაროს და განაცხადა რომ:  “თევზებს და ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაცხოვრება”, ხოლო როდესაც მას ბრაზილისს პრეზიდენტი ეწვია, ბუშმა ბრაზილის დემოგრაფიით შეწუხება ვერ დამალა და მჭმუნვარე სახით შეეკითხა პრეზიდენტს -“თქვენთანაც არიან შავკანიანები?”, გავიხსენებ კიდევ ერთ შემთხვევას ჯორჯ ბუშის მარგალიტებიდან- მისი პრეზიდენტობის მეექვსე წელს ჟურნალისტთან  ინტერვიუში განაცხაადა რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში საუკეთესო წამები ტბაში 5 კილოგრამიანი ულვაშა ქორჭილას დაჭერისას გაატარა.

ჯორჯ ბუშს პირველობას ვერ ეცილება, მაგრამ ახლანდელმა პრეზიდნტმა ბარაკ ობამამ წინასაარჩევნო კამპანიისას აუწყა ხალხს რომ  “უკვე 57 შტატში ვიყავით და ერთიღა დაგვრჩა”. ხოლო პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე საათის შემდეგ მან შემდეგი განცხადება გააკეთა: უკვე ყველა ცოცხალ ექს პრეზიდენტს ვესაუბრე, ნენსი რეიგანივით, სულებს ვერ გამოვიძახებდიო. (საქმე ისაა, რომ ნენსი რეიგანი მის მეუღლეზე თავდასხმის შემდეგ ასტროლოგის დახმარებას მიმართავს, ეს კი სულის  გამოძახებას სულ არ ნიშნავს) ობამას მოუწია დაერეკა და ბოდიში მოეხადა ქალბატონისთვის უკბილო ხუმრობის გამო.

ჯორჯ ბუში უფროსის ვიცე პრეზიდენტი დენი ქუილი წუხდა რომ ლათინური კარგად არ ისწავლა სკოლაში- ასე ხომ ლათინური ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებთან უფრო გულითადი ურთიერთობის დამყარებას შეძლებდა- მისი თქმით.  

ობამას ღირსეულ პარტნიორობას უწევს სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც გაამხიარულა ხალხი თავის განცხადებით, როცა ძლიერი მიწისძვრისაგან დაზარალებულები მოინახულა კარვების ქალაქში. პრემიერ მინისტრმა ანუგეშა მოსახლეობა და “ურჩია” ისე შეხედეთ ამ ამბავს, თითქოს ერთკვირიან ლაშქრობაზე ხართო.

ესეც ფოტო სადაც პრეზიდენტების “ბნელი” აზრების გაგება შესაძლებელია

და ბოლოს, 2010 წლის 27 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ განვითარებულ სამყაროს არც ამ მხრივ ჩამოვრჩენოდით. აბა ველურებივით ხომ არ მოვიქცევით, “ზანგები ვართ??”

წყარო-   ჟურნალი “ტაბულა”.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close