გასართობისაკითხავიუცნაური

ინტერნეტმა შეცვალა მათი ცხოვრება… (ნაწილი1)


დღევანდელ რეალობაში ინტერნეტი ძლიერაა შემოჭრილი ჩვენს სამყაროში და მის გარეშე ფაქტიურად ვერ ვძლებთ. მიგვაჯაჭვა კომპიუტერს და მარწუხებს გვიჭერს, ე.წ. “ლომკებში” გვაგდებს. ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მან, ზოგის კარგისკენ და ზოგისიც ცუდისკენ. სწორედ ამ ადამიანების შესახებ მინდა გიამბოთ, მათ ისტორიაზე, რომელიც ძალზედ უცნაურია და გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა ჩვენს მომავალზე…

მოგეხსენებათ დღეს სოციალური ქსელების ბუმია, განსაკუთრებით კი facebook-ი ლიდერობს. რამოდენიმე ისტორია სწორედ მის ირგვლივ:


ღალატი

25 წლის ავაის აკრამ (Awais Akram) facebook-ის საშუალებით გაიცნო გათხოვილი ქალბატონი სახელად სადია ხათუნი (Sadia Khatoon). სულ მალე მათ შორის დაიწყო მხურვალე ვირტუალური რომანი, რომელიც თანდათანობით რეალურში გადაიზარდა. სადიას ღალატის შესახებ შეიტყვეს ნათესავებმა და გადაწყვიტეს ჭკუა ესწავლებინათ დაუპატიჟებელ ადამიანისათვის. მათ უპრობლემოდ მოძებნეს ავაისი facebook-ზე და ძალის ხმარებით დაარეკინეს სადიას მასთან, რომელმაც სთხოვა მას გარეთ გამოსულიყო ბინიდან, რადგანაც კიბეზე საჩუქარი ელოდებონა.

ასეთი წინადადებისაგან სიხარულით აღფრთოვანებული ავაისი წამსვე გამოვარდა ბინიდან, სადაც მას დახვდა გამძვინვარებული სადიას ძმა. “შენ მას ვეღაასოდეს იხილავ” – მიახალა და სახეში შეასხა კონცენტრირებული გოგირდის მჟავა.

ავაისი გადარჩა, მაგრამ დაკარგა ცალი თვალი, სახე კი მთლიანად დაუმახინჯდა. საყვარელის ძმამ აღიარა დანააული და ციხეში ჩასვეს, ხოლო სადიას 6 წელი მისცეს, როგორც დანაშაულის მონაწილეს.


შვილის გატაცება

ალექსა ანფუსო (Alex Anfuso) გაიტაცა საკუთარმა მამამ, როდესაც მას შეუსრულდა 5 წელი. მან საკუთარი შვილი ქაიროში წაიყვანა 9ეგვიპტე). მამამ მოუყვა, რომ დედამისი მოკლეს და ხალხი, რომლებმაც ეს გააკეთეს ახლა მათზე ნადირობდნენ. ასე გაიზარდა ალექსა 22 წლამდე. სიკვდილის წინ კი მამა ყველაფერში გამოუტყდა და უამბო, რომ დედამისი ცოცხალია.

ალექსას მამა სულაც არ ყოფილა მკაცრი და ბოროტი, როგორიც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ბიჭის დედა 1987 წელს ციხეში ჩასვეს რომში, ხოლო ალექსა კი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მიიყვანეს, საიდანაც ის გაიტაცა მამამ და წაიყვანა ჩუმად ქაიროში. ეგვიპტეში ისინი არალეგალურად ცხოვრობნენ, ამიტომაც ბიჭმა შესაბამისი განათლების მიღება ვერ შეძლო და ვერც ნორმალური სამუშაო იშოვა.

ალექსა უგზავნიდა წერილებს უამრავ იტალიელ ოჯახს, რომელთა გვარიც ანფუსო გახლდათ, მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს თითქმის იმედიც კი გადაეწურა დედის პოვნის და ასეთი განცხადება დადო facebook-ზე: ” მე მქვია ალექსა ანფუსო, ვეძებ დედას”

რამოდენიმე დღეში მოუვიდა წერილი: ” გამარჯობათ, დედაჩემი ხშირად ჰყვებოდა, რომ მას შვილი მოსტაცეს სახელად ალექსა და მთელი ცხოვრება ეძებდა მას”. შემდეგი მიმოწერებიდან კი გაირკვა , რომ ბიჭები ძმები იყვნენ, ხოლო მათი დედა კი დაიღუპა რამოდენიმე წლის წინ კიბოთი.


უცნაური სასამართლო

19 წლის როდნი ბრედფორდი (Rodney Bradford) ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ერთი ფრაზა დაწერილი facebook-ზე გახდებოდა ბილეთი მისი თავისუფლებისა.

2009 წლის 17 ოქტომბერს 11:17 საათზე რონიმ დაწერა შემდეგი რამ facebook-ზე: “სად არის ჩემი ფუნთუშები?”. შუადღეზე ბიჭი დააკავეს და ბრალად ქურდობა წაუყენეს. ყველა სამხილი მის წინააღმდეგ იყო, მაგრამ რონის ადვოკატმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ იმ დროს ბიჭი იმყოფებოდა სახლში და ალიბად სწორედ facebook-ზე დაწერილი სტატუსი გამოიყენა. ბიჭი გაამართლეს და სახლში გაუშვეს.


საქორწილო სურათები

ლინ ფრენსი უკვე დიდი ხანია ეჭვიანობდა თავის მეუღლე მეტზე. ის ხშირად მიდიოდა მივლინებებში, აგვიანდებოდა სამსახურიდან, ერთხელ კი პირდაპირ გამოიჭირა რესტორანში უცნობ ქალთან ერთად. მაგრამ ქმარი არ დაიბნა და შეძლო თავი დაეძვრინა, აუხსნა რომ უცნობი ქალბატონი მისი ბიზნეს პარტნიორი იყო და უბრალოდ საქმიანი ვახშამი ჰქონდათ.

ბოლო წვეთი გახლდათ მეუღლის მივლინება ჩინეთში, ზუსტად მაშინ როდესაც მათ შვილი შეეძინათ. რაოდენ გაოცდებოდა ლინი, როდესაც სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულს, მაგიდაზე ქმრის პასპორტი დახვდა და ბილეთი ჩინეთისკენ. ქალს ეგრევე გაახსენდა რესტორანში ნანახი უცნობი მანდილოსანი და სასწრაფოდ მისი მოძებნა გადაწყვიტა facebook-ში. მალევე იპოვნა და ეგრევე დაიწყო მისი ფოტოალბომების დათვალიერება. აქვე იყო ერთი ფოტოალბომი სახელად “ჩემი ქორწილი”, სადაც დაახლოებით 200-მდე სურათი იდო. ქორწილი დისნეილენდში ტარდებოდა, დედოფალი გამოწყობილი იყო მძინარე მზეთუნახავის ფორმაში, სიძე კი პრინცის. ის პრინცი კი მისი მეუღლე აღმოჩნდა.

ლინი ეგრევე გაშორდა ქმარს, ხოლო მეტმა, ისე რომ არაფერი არ უთქვამს, მოხვია თავის ბარგს ხელი და შვილებთან ერთად გაემგზავრა ფლორიდაში ახალ ცოლთან. უცნაურია, მაგრამ შვილებმა მამასთან ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. ლინი კი თავის შვილებს ხედავს მხოლოდ ინტერნეტით facebook-ზე, მისი ქმრის ახალი ცოლის ალბომში სახელად “ჩემი ოჯახი”

გაგრძელება იქნება…

***********************************************************************************
***********************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close