საკითხავისასარგებლოსურათები

De Divina Proportione


ყველას თუ არა უმეტესობას მაინც, თვალი გექნებათ მოკრული და ვინჩის ნახატისთვის – “ვიტრუვიუსის ადამიანი” ! ეს ადანიამის იდეალური სხეულია, რომელიც სამყაროს მოდელადაც კი მიიჩნევა.

ლეონარდო და ვინჩი ყოველთვის დაინტერესებული იყო ანატომიით. ამ ცოდნას კი საკუათარ შემოქმედებაში ყოველთვის იყენებდა. მხატვარი ნაშრომში “ტრაქტატი მხატვრობის შესახებ” წერს: – “ადამიანის სხეულის გამოსახულება, როგორც მას მე ვხედავ, თვალწინ სრულიად ბუნებრივად გადაიშლება. თუ გინდა ადამიანის ანატომიური აგებულება კარგად გაიგო, მას აუციებლად სხვადასხვა კუთხიდან უნდა დააკვირდე.”

რომაელი არქიტექტორის მარკუს ვიტრუვიუსის შემოქმედება უყურადღებოდ დარჩა მის ეპოქაში, (ძვ. წ. პირველი საუკუნე) მაგრამ რენესანსის ეპოქის მოღვაწეები დიდ ინტერესს იჩენდნენ მისი ნაშრომს “de architecture”-ს მიმართ.

  • ცეზარინოს ილუსტრაცია ვიტრუვიუსის 1521 წლის გამოცემისთვის.

ლეონარდოს ხელი მიუწვდებოდა ამ ნაშრომზე მისი მეგობრის პაჩოლას მეშვეობით. სწორედ ამ უკანასკნელისთვის დახატა “ვიტრუვიუსის ადამიანი“, რომელიც წიგნის “De divina proportione” – ს გარეკანი უნდა ყოფილიყო.

  • მათემატიკოსი, ფრანცისკანელთა ორდენის წევრი ლუკა პაჩოლა (და ვინჩის მეგობარი)


და ვინჩიმ ნახატს საინტერესო მინაწერები გაუკეთა: “თავის ნაშრომში არქიტექტურის სესახებ ვიტრუვიუსი აცხადებს, რომ ბუნებამ ადამიანის პროპორციები შემდეგნაირად განსაზღვრა: თუ ფეხებს გაშლი იმგვარად, რომ ტანის სიმაღლე ერთი მეთოთხმეტედით შეამცირო, გაშლი მკლავებს ისე, რომ შუა თითებით შეეხო შენივე თავის უმაღლეს წერთილს, იცოდე შენი ჭიპი აღმოჩნდება იმ წრეხაზის ცენტრში, რომელსაც შენი კიდურების ბოლობი ქმნის.”

და ასევე: “ადამიანის გაშლილ მკლავებს შორის მოქცეული მანძილი მის სიმაღლეს უდრის. მანძილი, საქოჩრიდან ნიკაპის ყველაზე დაბალ წერტილამდე,ადამიანის სიმაღლის მეათედია.”

და ვინჩიმ თავად ჩაატარა ცდები და ვიტრუვიუსის მონაცემების უტყუარობა შეამოწმა. მან მეცნიერული ცოდნა, ადამიანის ფიზიკური მშვენიერების კანონს დაუქვემდებარა თავის ნახატში.

რენესანსის ეპოქის მოაზროვნეთათვის ადამიანი სამყაროს მოდელი და ცენტრია, უპირველესი ელემენტი. სწორედ ამიტომ, ადამიანის “ღვთაებრივი პროპორციების” ცოდნა მათთვის მნიშვნელოვანი იყო.

P.S. ადამიანის სხეული მართლაც იდეალურად არის “პროექტირებული”. ალბათ ამასი საკამათო არაფერია. “ვიტრუვიუსის ადამიანი” თავისი იდეალური პროპორციებით კი ამის შესანისნავი მაგალითია.

მე ეს ნახატი უბრალოდ მომწონს, როგორც იდეალური სრტუქტურა, სამყაროს მართლაც შესანისნავი მოდელი!

თეგები
Close
Close