გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ცნობილი გამოგონებების ისტორიები

ამ პოსტში მოგითხრობთ რამოდენიმე ისტორიას გამოგონებების შესახებ, რომელთაც ასე აქტიურად ვიყენებთ.

მას შემდეგ, რაც ბლოგინგის ისტორიაზე პოსტი გამოვამზეურე  დამაინტერესა სხვა ცნობილი გამოგონებების ისტორიებმა და აი, ქვემოთ იხილეთ რამოდენიმე მათგანი,  რომელიც სპეციალურად უცნაურის მკითხველისათვის მოვაგროვე: :makulatura:

1. დაახლოებით 3000 წელს, ძველ ეგვიპტეში შეიქმნა დამწერლობის სისტემა, რომელსაც იეროგლიფურს უწოდებენ. ამ დამწერლობაში სიმბოლოები გამოიყენებოდა არ მხოლოდ ბგერებისა და ასოების, არამედ ცალკეული სიტყვების ასახვისათვის.
მეცნიერთა ხელთ არსებული მასალებით დადგინდა, რომ პირველი დამწერლობა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 3200 წელს შექმნეს შუმერებმა. სიტყვებს ისინი ასახავდნენ ნახატებით. ასეთ დამწერლობას ”პიქტოგრაფიულს” უწოდებენ. ხუთი საუკუნის შემდეგ შუმერების მეზობლებმა ბაბილონელებმა, ასირიელებმა და სპარსელებმა გარდაქმნეს სიმბოლური ნიშნები განსხვავებულ სოლისებრივ დამწერლობაში. მიახლოებით 1300 წელს უგარითეში ( სირია) სოლისებრი დამწერლობაზე დაყრდნობით შექმნა პირველი ჩვენთვის ცნობილი ანბანი. იგი შესდგებოდა 32 ასოსაგან, ისინი შეესატყვისებოდნენ ცალკეულ ბგერებს და ქმნიდნენ სიტყვებს. თავის დროზე ძველმა ბერძნებმა გამოიყენეს ეს სისტემა, ხოლო შემდგომ მისი ზოგი პრინციპი საფუძვლად დაედო ლათინურ ანბანს.

2. მობილური ტელეფონისტორია წინ დიდი შრომა და ისტორია უძევს: მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ფრანგმა კლოდ შაპმა გამოიგონა სისტემა, რომელსაც დაარქვეს ტელეგრაფი, რაც ნიშნავს – ”გწერ შორიდან”: ამაღლებულ ადგილებზე აშენებდნენ სასიგნალო კოშკებს, მათზე ამონტაჟებდნენ ორი გრძელი თამასის მქონე სპეციალურ ხის კონსტრუქციას.ამ მოწყობილობის მეშვეობით იმ დროინდელი ”ოპერატორები” კოშკიდან – კოშკზე გადასცემდნენ შეტყობინებას.  ათწლეულების განმავლობაშიუ გამოგონება უფრო და უფრო სრულყოფილი ხდებოდა. პირველი საუბარი შედგა  1876 წლის 10 მარტს და უკვე 1883 წელს ბოსტონსა და ნიუ იორკს შორის გაიხსნა მუდმივი სატელეფონო კავშირი.  1879 წელს – ედისონმა, 1880 წელს – კროსსლიმ, შემდეგ გოუვერმა და ბელმა გამოიგონეს განსხვავებული პრინციპით მომუშავე ტელეფონის აპარატები. ჩვენთვის ჩვეული თანამედროვე ტიპის ტელეფონის აპარატის უშუალო ”წინაპარი” შეიქმნა 1930 წელს.

მობილური სატელეფონო კავშირის იდეა გაუჩნდა კომპანია AT&T Bell Labs ჯერ კიდე 1946 წელს. 1947 წლიდან ამ ფირმამ შექმნა მსოფლიოში პირველი ავტოსაგზაო რადიო ტელეფონური კავშირის სერვისი, რომელიც წარმოადგენდა რადიო გადამცემისა და ტელეფონის ჰიბრიდს. ავტომობილის საბარგულში დაყენებული რადიო სადგურის, რომელიც იწონიდა 12 კილოგრამს, :wtf: და მანქანის სახურავზე განთავსებული სპეციალური ანტენის საშუალებით უნდა დაკავშირებულიყავი სატელეფონო სადგურს და მისი მეშვეობით გაგეკეთებინა ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი. ამ სერვისმა გაუძლო ხუთ წელიწადს. კომპანია Motorola – მ უფრო სწრაფად მიაღწია წარმატებას. მან ფიჭური ტელეფონის პირველი მოდელის შექმნას მოანდომა 15 წელი და 100 მლნ. დოლარი. 1973 წლის 3 აპრილს, მანჰეტენზე მოსეირნე კომპანია Motorola – ს ინჟინერმა მარტინ კუპერმა გააკეთა რამდენიმე ისტორიული ზარი მობილური ტელეფონით, რომელიც იყო 25 სანტიმეტრი სიგრძის და 5 სანტიმეტრი სიგანისა და სისქის, იწონიდა ერთ კილოგრამამდე. როგორ ფიქრობთ პირველს ვის დაურეკა მარტინ კუპერმა? კონკურენტებს.   :aaa: :aaa: :lol2: ”
პირველი გასაყიდი ფიჭური მობილური ტელეფონი DynaTAC 8000X გამოუშვეს მხოლოდ ათი წლის შემდეგ 1983 წლის 6 მარტს. ის იწონიდა 794 გრამს და მისი ზომები იყო 33 x 4,4 x 8,9 სმ., აკუმულატორი უძლებდა მხოლოდ ერთ საათ საუბარს. ის ღირდა- $3.995.მიუხედავად იმისა, რომ საფასური წარმოადგენდა იმ დროისათვის ძალიან დიდ თანხას, მობილური ტელეფონის ყიდვის მსურველთა რიგი იყო საკმაოდ მრავალრიცხოვანი.და ისინი წლობით ელოდებოდნენ თავის რიგს.
შემდეგ მობილური ტელეფონების წარმოებაში განვლო მთელმა ეპოქამ.
International Telecommunication Union – ის მონაცემებით 1995 წლისათვის მსოფლიოში უკვე იყო 90,7 მილიონი მობილურის მფლობელი, დღეს ალბათ მათი რიცხვი მილიარდ ნახევარზე მეტია. :god:

3. ჯინსის ისტორია: ჯინსის გამოგონება, როგორც უმეტესი გენიალური აღმოჩენა, აღსავსეა შემთხვევითობებით. 1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე – ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად.

ჯინსის სახელწოდების წარმოშობის საკითხიც ფრიად საინტერესოა. ქსოვილი გემებზე იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქში – გენოა და ამიტომ ქსოვილის ფუთებს ეწერა გამოგზავნის ადგილი ”Genoese”, რასაც ამერიკელები თავისებურად კითხულობდნენ, როგორც”jeans”, ანუ ჯინს. როგორც ფიქრობენ ამიტომაც შარვალს დაერქვა ეს სახელი. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღეთ.
1886 წლისათვის ლევი სტრაუსის შარვლების ფასმა უკვე 22 დოლარს მიაღწია, მას ქამრის უკანა ნაწილზე დაიკერა ტყავის იარლიყი (label), რომელზეც ასახული იყო ორი ცხენი, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ლევის საფირმო ჯინსის გაგლეჯას.
1890 წლიდან ჯინსებზე ისმეოდა გამოშვებული პარტიის ნომერი. პირველი ნომერი იყო 501. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი – «Levis 501». :ae: :god: :lol2: მოგვიანებით კომპანიამ გამოუშვა ასევე ჯინსები ქალებისთვისაც.

ჯინსი დრემდე რჩება ყველზე გაყიდვად და პოპულარულ ნივთად, იცვლება ფერი, ფორმა, მოყვანილობა და აქსესუარები, რომელიც ამ ქსოვილისგან არის დამზადებული, მაგრამ უცვლელია ერთი რამ–   არა მოდური ჯინსი არ არსებობს :cool:

ესეც მორიგი პოსტი BY SUN..   :thanks: :thanks: :thanks:

წყარო- www.education.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close