გასართობისაკითხავიუცნაური

ალკატრასი – სასტუმრო მკაცრი რეჟიმით


გერმანიაში, ქალაქ კაიზერსლაუტერნში გაიხსნა უჩვეულო სასტუმრო მკაცრი რეჟიმისა სახელწოდებით “ალკატრასი”. ალბათ ზოგიერთი თქვენთაგანი ხვდება უკვე, რომ სასტუმრო გაფორმებულია ციხის ელემენტებით…

ამ მართლაც უჩვეულო ადგილზე “პატიმრებისთვის” გამოყოფილია: 57 კომფორტულად მოწყობილი ნომერი-კამერა გისოსებიანი ფანჯრებით. ტუალეტი, რომელიც პირდაპირ ნომერში დგას, ხოლო საჭმელს აწვდიან პატარა ფანჯრის საშუალებით, რომელიც კარებზე მდებარეობს და ა.შ.
მოკლედ ყველაფერი ისეა როგორც ნამდვილ ციხეს შეეფერება.

სასტუმროს მფლობელი გახლავთ ადვოკატი ანდრეას კიში (Andreas Kisch), რომელმაც ყოფილი ციხის შენობა იყიდა 2004 წელს. კიში აცხადებს, რომ თავიდან მას ჩვეულებრივი სასტუმროს გახსნა სურდა, მაგრამ მოულოდნელად ასეთი უჩვეულო იდეა დაებადა და შედეგად გაიხსნა მსოფლიოში პირველი სასტუმრო მკაცრი რეჟიმით – ალკატრასი.

****************************************************************************
****************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close