საკითხავისასარგებლოსურათები

ბასეტი

ინფო ძაღლის ჯიშ ბასეტზე…

ეს წყნარი და ცოტა ზარმაცი,მაგრამ სასარგებლო მონადირე ცხოველია. საოცრად მოძრავი და ენერგიულია. შეუძლია ხშირ ბუჩქნარში სუნზე მისდიოს კურდღელს, ბოცვერს და ხოხობს.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბასეტი პოპულარული მულტფილმის გმირია (ფრედ ბასეტი).

ისტორია

ეს ჯიში მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა საფრანგეთში. მისი სახელი “Basset” მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან “Bas”, რაც დაბალს ნიშნავს. ბასეტის თავის მოყვანილობითა
და მძაფრი ყნოსვის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ბლადჰაუნდის ჯუჯა მუტაციის შედეგია. ბასეტს დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ იცნობდნენ.
პირველად 1875 წელს ვოლერჰემპტონის ძაღლების გამოფენაზე იხილეს.ბასეტის კლუბი 18883 წელს დაარსდა. დედოფალი ალექსანდრა, ედუარდVII-ის მეუღლე, ბასეტის გულშემატკივარი
და გამოფენის მუდმივი მონაწილე იყო. მისმა ერთ-ერთმაძაღლმა 1909 წელს კრაფტში გაიმარჯვა.

ხასიათი

სევდიანი გამოხედვის მიუხედავათ,ბასეტი მხიარული და კომუნიკაბელური ცხოველია. მას ბევრი ვარჯიში და სოფლის გზებზე გასეირნება სჭირდება, რათა ბუჩქნარის ჩხრეკით გული იჯეროს.
სახლში ყოფნას თუ შეეჩვია შეიძლება გასუქდეს და ართრიტი დაემართოს.

შესანიშნავი სანადირო თვისებები

გარეგნობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ბასეტი ბრწყინვალე მონადირეა და გაშლილ ველზე ნადირობისას განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა

ზომა

იდალური სიმაღლე: 33-38 სმ

ზარივით ხამა

ბასეტს ყეფისას ზარივით ხმა აქვს. ამ ძაღლების ხროვის ყეფა თუ ერთხელ მოისმინეთ არასოდეს დაგავიწყდებათ.

გარეგნობა

თავი: გუმბათისებური დრუნჩისკენ ოდნავ წაწვრილებული. ყურები: გრძელი თვალებს ქვემოთ ჩამოპარტყუნებული. სხეული: ფართო გრძელი და კასრისებული.
თათები: ბალიშებიანი, ფართო, მძიმე და დიდსახსრიანები. თვალები: მუქი ყავისფერი ან შავი; უჩანს თვალის ქვედა ქუთუთოს წითელი ზოლი. კუდი: გრძელი და წვრილი; მოძრაობისას აპრეხილი.

სურათები:

წყარო: წიგნი ძაღლები-26-27

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close