გართობაუცნაური

ნოელ გოდინის უცნაური გატაცება : ))

49a3026fbf9f

ნოელ გოდინი არის ბელგიელი მწერალი,კრიტიკოსი და მსახიობი,თუმცა მას აქვს ერთი უცნაური გატაცება :lol2: 

საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ნოელ გოდინი ცდილობს რაც შეიძლება მეტ ცნობილ ადამიანს “გაასინჯოს” თავისი მომზადებული ტორტი,ოღონდ თავისი მეთოდებით აკეთებს ამ ყოველივეს:Dსაკუთარი წიგნიც კი აქვს გამოშვებული, სადაც დაწვრილებით აღწერს თუ რომელ ცნობილ ადამიანს სად, როდის და როგორ “ეხუმრა”, თავის თავს კი “მენამცხვრეს” (თუ შეიძლება ასე ითარგმნოს) უწოდებს.

e3b587a2dd77

გოდინმა ეს საქმიანობა 1969 წლიდან დაიწყო,მისი პირველი “მსხვერპლი” იყო მწერალი მარგარიტა დურასი, მან წარმატებით გაკრემა ათეულბით ადამიანი, მათ შორის ქორეოგრაფი მაურის ბეჟარტი, საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სატელევიზიო წამყვანი პატრიკ პოივრე დარვორი, რეჟისორი ჟან ლუკ გოდარი და ამბიციური პოლიტიკოსი ნიკოლა სარკოზი : ))

ბილ გეითსი VS ნოელ გოდინი

ზუსტად 12 წლის წინ 1998 წელს,როდესაც ბილ გეიტსი, უკვე გიგანტი კომპანიის, მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი მშვიდად მიდიოდა ევროკომისიის სხდომაზე (ბიუსელი, ბელგია) სიტყვით გამოსასვლელად, მას თავს დაესხნენ და გაუფრთხილებლად, მთელი ენთუზიაზმით ეცადნენ, მისთვის ახალგამომცხვარი კრემიანი ნამცხვარი გაესინჯებინათ :)

437b2e80d177

შედეგი, როგორც მოსალოდნელი იყო, არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ვერც კი მოასწრო ეთქვა, ჯერ ხელებს მაინც გადავიბანო, რომ კრემში მოთხვრილი აღმოჩნდა. ხუმარამ მოახერხა გაქცეულიყო, მაგრამ მისი ორი თანამზრახველი, რომელთაგან ერთ–ერთი ოპერატორის როლსაც ითავსებდა, იმწუთას დააკავეს. მათი საშუალებით კი მალე მიაკვლიეს თვითონ ნოელ გოდინს. აი ვიდეოც : )

საბოლოოდ, როგორც ოფიციალური მაიკროსოფტი ამბობს, ნოელ გოდინისთვის არანაირი კომპენსაცია მოუთხოვიათ. ის კი არა, გამოსვლაზე ბილ გეიტსმა ხუმრობით აღნიშნა, რომ “კრემი გემრიელიც კი არ ყოფილაო” : )

ბერნარ ანრი ლევი VS ნოელ გოდინი

1985 წელს გოდინი ასევე “გაეხუმრა” ბერნარ ანრი ლევისაც (საფრანგეთის კულტურის მინისტრი იყო მგონი: )

ნოელ გოდინმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა,რომ კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანის გაკრემვა სურს და აქტიურად იკრიბებიან მისი თანამოაზრეები მასთან სახლში,გეგმავენ თუ როგორ მიაღწიონ მიზანს :D

e2267aa01d84

წყარო: უცხოური საიტები და მე ;)

Back to top button