საკითხავისასარგებლოსურათები

პოლარული ციალი (ნორვეგია)


პოლარულ ციალზე პოსტი უკვე იდო მსურველებს შეგიძლიათ ნახოთ , მე კი ამ პოსტში მოგაწვდით ინფორმაციას თუ სად შეგიძლიათ ნახოთ ეს ულამაზესი მოვლენა საკუთარი თვალით

ვინც დაინტერესდა ამ მოვლენით ალბათ ნახავდა სტატიას ვიკიპედიაზე:

პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს, ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით — 20–23°. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს ჩამორჩება ~12°-ით, პოლარული ციალი შეინიშნება 67–70° განედებზე. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც — 20–25° შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით.

მაგრამ აქ არც ისე გასაგებადაა ნათქვამი სად უნდა წავიდეთ რომ დავტკბეთ ამ სანახაობით, ჰოდა ჩემო მეგობრებო მეც დავინტერესდი და საკმაოდ ბევრი ვ-google .. :D მოკლედ ეს მცირე ინფორმაცია ჩემგან მათ ვისაც ამ ზამთრის საზღვარგარეთ გატარება და პოლარული ციალის ნახვა გინდათ :)

ერთ ერთი ყველაზე სასურველი ადგილი კომფორთული დასვენებისთვის ნორვეგიის ლაპლანდიაა.. თან ეს ზამთრის კურორტი ქართველ თურისთებში არც ისე პოპულარულია რისი მიზეზიც ისაა რომ ცოტას თუ სმენია ამ ადგილის შესახებ. ჩრდილოეთის პოლარული ციალი ნორვეგიაში ზამთრის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ციალი გამუდმებით მოძრაობს და მწვანედან ცისფერში, ვარდისფერიდან კი ლილისფერ ტონებში ირევა. ნორვეგიულ ლაპლანდიაში თუ ცა ღრუბლებით არ იქნება დაფარული „სულთა ცეკვას“ თითქმის ყოველ საღამოს დააკვირდებით. ამ სანახაობისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია ოქტომბრის თვიდან მარტამდე. (წყარო: http://biz.aris.ge)

აბა ჩავალაგეთ ჩანთები და ყველანი ნორვეგიაში :)

თეგები
Close
Close