უცნაური

მოჩვენების პოლაროიდები

900557af7a07

რამოდენიმე დღის წინ Reality TV-ზე ვუყურე გადაცემას Unexplained Mysteries ერთ ძალიან უცნაურ მოჩვენებაზე , რომელიც ბევრი ამ გადაცემის მოჩვენებებისგან განსხვავებით არ იყო ბოროტი და მარტივი იყო მასთან კომუნიკაცია.

ისტორია მაშინ იწყება როცა 1985 წელში ჯონ მაკტოვსკი თავის ახალ სახლში  გადავიდა საცხოვრებლად. მას ხშირად ესმოდა სახლში უცნაურო ხმები და ქონდა შეგრძნება რომ ის მარტო არ იყო.  ერთხელაც როცა მას მოეჩვენა რომ ეს არსება მასთან ძალიან ახლოს იყო აიღო პოლაროიდი და შემოსასვლელ კარს სურათი გადაუღო რაზეც უცნაური არსება გამოიჩნდა რომელიც უფრო მულტფილმების გმირს გავდა ვიდრე ჩვენი წარმოსახვის მოჩვენებას.

1a64e247582a

მან თავიდან არ დაიჯერა რომ ეს მოჩვენება პირდაპირ მის სურათზე ჩნდებოდა, ამიტომ კამერაც და ფოტოსურათებიც ლაბორატორიაში შეამოწმებინა სადაც ვერანაირი დეფექტი ვერ იპოვნეს.

ერთხელაც როცა მასთან თავისი მეგობარი მოვიდა მან ხმამაღლა თქვა “აქ ხარ?” და სურათი გადაიღო, პოლაროიდის სურათზე გამოჩნდა სიტყვა “კი”. ორივე მეგობარი ამან გააოცა და განაგრძეს სხვა კითხვების დასმა მოჩვენებასთან რომლის პასუხსაც პოლაროიდით გადაღებულ სურათზე პოულობდნენ რომელიც ხშირად ინგლისურად ეწერა მაგრამ მისი შეტყობინებები ხანდახან ლათინურადაც იყო დაწერილი.

კითხვაზე: რა გქვია ?
მოჩვენებამ უპასუხა: “Wright”

900557af7a07

კითხვაზე: კარგი მოჩვენება ხარ თუ ცუდი?
მოჩვენებამ უპასუხა:  მეგობარი

კითხვაზე:  შენ აქ ამ სახლისთვის ხარ თუ ჯონისთვის?
მოჩვენებამ უპასუხა:  “Genius loci” (რაც ლათინურად ნიშნავს ადამიანის ან ადგილის მფარველ ანგელოზს)

მათ 100ზე მეტი სურათი გადაიღეს და ყველა სურათზე მოჩვენების პასუხი იყო მათ მიერ დასმულ კითხვაზე.

ამის შემდეგ მათ რამოდენიმე პარაპსიქოლოგს და ნათელმხილველს მიმართეს ამასთან დაკავშირებით რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო პიტერ ჯეიმსი რომელიც სახლის დათავლიერების შემდეგ ერთ ადგილას გაჩერდა და თქვა რომ იგი გრძნობდა ძლიერ ვიბრაციას და ეს ადგილი იყო “კარი” საიდანაც მოჩვენებები ამ სამყაროში ამოდიოდნენ. სურათზე კი ეს “კარი” ესე გამოჩნდა:

034a83bdb78e

ვისაც დაგაინტერესათ ამ ისტორიამ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ვიდეოები (ინგლისურად) :
Unexplained Mysteries ნაწილი 1
Unexplained Mysteries ნაწილი 2
Seeing things ნაწილი 1
Seeing things ნაწილი 2
Seeing things ნაწილი 3
მეთვითონ არ მჯერა ესეთი რაღაცეების უბრალოდ ეს სხვებისგან ძალიან განსხვავებული და ბევრად დამაჯერებელი ისტორია იყო რადგან იმ დროისთვის ფოტოშოფი არ არსებობდა :) ამიტომ ძალიან მომეწონა და თქვენც გაგიზიარეთ. გინდ დაიჯერეთ გინდ არა..
=======
პ.ს ეს კი ამ პოსტთან არაფერ შუაშია მაგრამ ბარემ აქ დავდებ უცნაურ სურთს რომელსაც ამ პოსტის წერის დროს წავაწყდი (მე არ ვარ ათეისტი):

წტფ

Back to top button