არქივი

საქმოსნები და თაღლითები

9c3185756075
სტალინი და ესპანეთის ოქრო.
ყოფილი მაღალი ჩინის ჩეკისტი ალექსანდრე ორლოვი ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში აღმოჩნდა დასავლეთში.მან უცხოეთში გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული მემუარები,რომლებშიც ბრალს სდებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს.(იმ დროს საკავშირო დაზვერვის, კონტრდაზვერვის და შინაგან საქმეთა წესრიგის დამცველი ორგანოები ერთ უწყებას წარმოადგენდა).

მკითხველს ვთავაზობ ამ მოგონებების ჩვენთვის საინტერესო დეტალებს.

ესპანეთის საპორტო ქალაქ კარტახენიდან შებინდებულზე გავემგზავრეთ.მანქანაში ჩემს გვერდით იჯდა ფინანსათა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი,რომელსაც შიში და შეშფოთება ნათლად გამოჰკვეთოდა სახეზე.

ჩვენს მანქანას საბარგო მანქანა მოჰყვებოდა უკან და მთელი ეს კოლონა ჩრდილოეთისკენ,ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზისკენ მიეშურებოდა.თუმცა ჩვენ არც საომარი ტექნიკა და არც ფეთქეფადი მასალა არ გვაინტერესებდა.ამ მისიის მიზანი გაცილებით სერიოზული იყო.

დათქმულ ადგილზე უკვე დაღამაბულს მივედით.მანქანის მძღოლებმა შუქფარები ჩართეს(ცენტრალურ გზაზე მოძრაობისას მათი გამოყენება აკრძალული იყო)დ მე დავინახე სამხედრო ბაზის რკინით შესალტული მძიმე კარი და შეიარაღებული დაცვა.
ჩვენ კარგად მოვლილი ბაზის ტერიტორიაზე აღმოვნჩნდით ცენტრში მოთავსებულ საწყობში შევედით,რომლის კედლების გასწვრივ ათასობით ხის ყუთი ეწყო. მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, რომ ამ ყუთებში ოქროს ზოდები და რამდენიმე მილიონის ოქროს მონეტები ეწყო-სახელმწიფო ქონება რომელსაც პირინეის უძველესი ხალხი მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე აგროვებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.

საკავშირო მთავრობის განკარგულებით,ჩვენ სწორედ ამ ოქროს წასაღებად ვიყავით მოვლინებული.ესპანეთის ოქროს ხელუხლებელი მარაგი მოსკოვში უნდა გაგვეგზავნა.

ეს ყველაფერი 1936 წელს მოხდა,სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე.

მე ვხელმძღვანელობდი,ეგრეთ წოდებულ ოქროს ოპერაციას რომელიც დეტალურად, წუთებში იყო გათვლილი.

ესპანეთის რევოლუციის ბელადებმა იმის შიშით,რომ ეს ოქრო,გენერალსიმუს ფრანკოს მფლობელობაში არ აღმოჩენილიყო,გადაწყვიტეს ეს ოქრო “დროებით შესანახათ”საბჭოთა კავშირისთვის მიებარებინათ.

მიუხედავად ორივე სახელმწიფოს მაღალი ინსტაციების ერთობლივი გარიგებისა,მე ამ მოქმედებას 20 საუკუნის უდიდეს თაღლითობას ვუწოდებ.

რუსეთისთვის ესპანეთის ოქროს გადაცემა(600 მილიონი დოლარი 1936 წლის კურსით) წლების მანძილზე ბურუსით მოცულ ლეგენდად ლეგენდად იქცა,ათასგვარი მითქმა-მოთქმით დამახინჯდა და აირ-დაირია.მითუმეტეს,რომ ამ ოპერაციის მონაწილეთაგან,ომის შემდგომ ორი ადამიანიღა გადარჩა ცოცხალი,მე და ერთი ესპანელი.

მადრიდში 1936 წლის 16 სექტემბერს ჩავედი,სამოქალაქო ომი ორი თვის დაწყებული იყო. მე დავალებული მქონდა საბჭოთა სამხედრო მისიის სადაზღვევო უწყების ხელმძღვანელობა და რესპუბლიკელთა მთავრობის დაზვერვის,კონტრდაზვერვის და პარტიზანული ბრძოლების კოორდინირება.

როგორც აქ მოვლინებული რუსების უმრავლესობას,მეც სულითა დაგულით მსურდა რესპუბლიკელთა გამარჯვება.
ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული,რომ საბჭოთა საელჩოს რადისტმა გადმომცა რადიოგრამა გრიფით.”სრულიად საიდუმლო,გადაეცეს პირადად შვედს”(შვედი ჩემი ფსევდონიმი გახლდათ.).ტექსტი კი შემდეგს ბრძანებდა:მოელაპარაკეთ პრემიერ მინისტრ ლარგო კაბალეროს ესპანეთის ოქროს საბჭოეთში გადმოგზავნის თაობაზე,აუცილებლად ჩვენი გემებით.დაიცავით გასაიდუმლოების უმკაცრესი წესები.თუ ესპანელები ხელწერილს მოითხოვენ განაცხადეთ კატეგორიული უარი,ვიმეორებ კატეგორიულიმ უარი.დამერწმუნეთ,ყველა სათანადო საბუთი გაფორმდება მოსკოვში,სახელმწიფო ბანკში განძის მითვლის შემდეგ.ოპერაციაზე პირადად ხართ პასუხისმგებელი.ივან ვასილევიჩი”.ეს ფსევდონიმი ადასტურებდა,რომ ბრძანება პირადად სტალინის მიერ იყო გაცემული.
ამ დროისთვის მადრიდის გარშემო ყულფი ინასკვებოდა.ქალაქი დღე-დღეზე ნაციონალისტების ხელში უნდა გადასულიყო.საბჭოთა კავშირისთვის ოქროს მარაგის გადაცემის 13 სექტემბრის დეკრეტს ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა მანუელ აზანმა და ფინანსთა მინისტრმა დოქტორმა ხუან ნეგრინმა.განძის მდებარეობა დეკრეტში არ იყო მინიშნებული,უბრალოდ ფინანსთა მინისტრს ავალებდნენ მოენახა “ოქროს გარკვეული რაოდენობოსთვის სათანადო ადგილი”.

ესპანეთის პარლამენტს ამ ოპერაციის შესახებ არაფერი აცნობეს და მიუხედავად ამისა,რომ დეკრეტის ოფიციალურ საბუთში საბჭოეთის ხსენებაც კი არ იყო,ნეგრინმა დახმარებისათვის მაინც საბჭოთა საელჩოს სავაჭრო წარმომადგენლობას მიმართა,აქედან თავის მხრივ ფაქტი მოსკოვს აცნობეს და სტალინი “დიდსულავნად” დათანხმდა.

სტალინისგან მიღებული დეპეშა-დირექტივის მიღების მეორე დღესვე მე პირადად შევხვდი ნეგრინს,ფინანსთა მინისტრი ინტელიგენციის იმ ტიპიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებოდა,რომლების “კომუნიზმს” როგორც თეორიას არ აღიარებდნენ,მაგრამ რუსეთის დიდ ექსპერიმენტს თანაუგრძნობდნენ”

მინისტრის მიმნდობი ხასიათი და გულიბრყვილობა დაგვეხმარა,ოქროს მარაგის უმტკივნეულოდ გადაგზავნის საქმეში,ამაში ფრიად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც,რომ ისტორიის არსებულ მონაკვეთში ესპანეთის რესპულიკურ ხელისუფლებას,საბჭოთა კავშირის გარდა ფაქტობრივად დამხმარე არ ყავდა.

“სად არის ოქრო”? ვიკითხე მე.

“კარტახენის მახლობლად,გასაიდუმლოებულ სამხედრო საწყობში,-მიპასუხა ნეგრინმა.

კარტახენა ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო,რადგან ამ პორტში ყოველთვის იდგა ცარიელი საბჭოთა გემები,რომლებსაც რესპუბლიკელებისთვის საომარი იარაღი ჩაჰქონდათ.

ფინანსთა მინისტრის გარდა საქმის კურში იდგა კიდევ ერთი მინისტრი,რომელიცს სამხედრო- საჰაერო და საზღვაო ძალებს ხელმძღვანელობდა.მას უშუალოდ ევალებოდა რუსეთისკენ მიმავალი გემების უსაფრთხოება და დაცვა.

სიტუაცია სწრაფ და მოქნილ მოქმედებას გვკარნახობდა,რადგან საკმარისი იყო ოქროს ოპერაციის ფაქტი გახმაურებულიყო.რომ იტალიელებიც და გერმანელებიც ყოველ ღონეს იხმარდნენ მის ხელში ჩასაგდებად.მეტიც თავად ესპანელები ჩაგვიკეტავდნენ ნავსადგურს და არც მტყუანნი იქნებოდნენ,რომელი სახელმწიფო ისურვებს,თავისი ნებით გადასცეს ეროვნული განძი სხვა ქვეყანას.
ახლა კი მოსკოვში შექმნილი სცენარით ჩემს პირად განკარგულებაში გდმოდიოდა ოქროთი სავსე პირამდე სავსე ათი ათასი ყუთი,ყოველ ყუთში 145 გირვანქა პატიოსანი ლითონი ეწყო,რომლის სუფთა წონა 725 ტონას შეადგენდა.

მეორე დღესვე კარტახენაში გავემგზავრე.ჩემი ძველი მეგობარი ნიკოლოზ კუზნეცოვი(მომავალში საბჭოთა კავშირის სამხედრო საზღვაო ფლოტის მინისტრი)უკვე პორტში მელოდა.მას დავალებული ჰქონდა სრულ მზადყოფნაში მოეყვანა საბჭოთა გემები,რომელთა საომარი ტექნიკისაგან დაცლა უკვე მოესწროთ.

ოქროს ტრანსპორტირების პრობლემა როგორღაც თავისთავად წყდებოდა-რამდენიმე საათის წინ აქ საბჭოთა სატანკო ბრიგადა გადმოსხეს. ბრიგადას პოლკოვნიკი კრივოშეინი მეთაორობდა.მან სრულიად დაუბრკოლებლად გამომიყო 20 სატვირთო მანქანა და საუკეთესო მძღოლებით მომამარაგა.

უკლებლივ ყველა მძღოლს ესპანელი მეზღვაორების ფორმა ეცვა,ხოლო კოლონის თანხლება 60 ეპანელს დაევალა,რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ რა ეწყო ყუთებში.არც საბჭოთა გემებზე იცოდა ვინმემ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ფასი.

ესპანელები რომლებიც ტვირთს იცავდნენ,ახალგაზრდები იყვნენ,თითქმის ყმაწვილები,და თითქოს განზრახ შეურჩევიათო,ყველანი ტანმორჩილები.შემდეგ შევიტყვე,,რომ მათ წყალქვეშა მეზღვაურებად წვრთვნიდნენ.თითოეული მათგანი ორ-ორ ყუთს იღებდა და სატვირთოსკენ მიჰქონდათ.მანქანები ათეულებათ ეწყობოდნენ და კოლონებად მიემართებოდნენ პორტისკენ,ყოველ ასეთ ათეულს 500 ყუთი გადაჰქონდა,დატვირთვა და გადაზიდვა მხოლოდ ღამით ხდებოდა,დღისით ყოველგვარი მოქმედება აკრძალული გვქონდა.ოქროს ოპერაციის შესრულებას სამი ასეთი ღამე დასჭირდა,სამივე ღამე ისეთი იდგა,რომ ჩვენ საქმეს წაადგებოდა-უმთვარო და ჩუმი.
მანქანები ჩამქრალი შუქფარებით მიდიოდნენ,ხშირად ერეოდათ გზაკვალი და ჩერდებოდნენ.ყველაზე მეტად რესპუბლიკელთა პატრულის მეშინოდა.ფაქტი იყო,რომ ესპანელი მძღოლებიდან ერთმაც არ იცოდა ესპანური,მათ აუცილებლად გერმანელ დივერსანტებად ჩათვლიდნენ და დააპატიმრებდნენ,მერე ყუთებს გახსნიდნენ და ეშმაკმა უწყის რა მოხდებოდა.

მეორე საშიშროება სამხედრო ბაზის შესაძლო დაბომბვა გახლდათ,კარგად ვიცოდი აქ თავმოყრილ უამრავ ფეთქებად მასალას ერთი ბომბიც რომ დასცემოდა,ჩვენ ოქროსთან ერთად მოლეკულებად დავიშლებოდით.სასაცილო კი ის იყო,რომ ხშირად შევსწრებივარ მოთამაშე “ესპანელებს” რომლებიც პირამდე სავსე ოქროს ყუთებზე ბანქოს თამაშობდნენ.

ბოლო ღამეს ფაშისტური ავიცია მაინც დაგვესხა თავს,გულმოდგინეთ ბომბავდნენ პორტს და რესპუბლიკელების კრეისერიც კი ჩაძირეს.აქაც ბედმა გაგვიღიმა,ჩვენი არც ერთი არ დაზიანებულა.

გამთენიისას გემების დატვირთვა დამთავრდა.ტრიუმებში 7800 ყუთი იყო მოთავსებული,-ესპანეთის სახელმწიფო ოქროს მარაგის თითქმის სამი მეოთხედი.

როდესაც საბოლოო ყუთი დავაბინავეთ საკმაოდ უსიამოვნო წუთების განცდამ მომიწია.ფინანსტა სამინისტროს წარმომადგენელმა ხელწერილი მომთხოვა.მე თვალს ვარიდებდი და თავის დაძვრენას ვცდილობდი.

“კომპანიერო,-უსინდისოდ ვატყუებდი, მე არა ვარ უფლებამოსილი,ხელწერილი მოგცეთ,მაგრამ ეს ნუ შეგაშფოთებთ,როგორც კი მოსკოვში ჩახვალთ,იქ სახელმწიფო ბანკში ოქროს მიითვლიან და და სათანადო დოკუმენტაციას გადმოგცემენ,ყველაფერი ფორმალური სახით,იქ მოგვარდება.

ესპანელი არათუ შეწუხებული არამედ გვარიანად დამფრთხალი იყო.იმ პერიოდში მცირე შეცდომაც სოცოცხლის ფასად ჯდებოდა.ფინანთსა სამინისტროს ეს უხეხემლო წარმომადგენელი რომ დამერწმუნებინა,განძის გამყოლად ოთხი კაცის გამოყოფა შევთავაზე,თითო კაცი ყოველ გემზე,ჩემთვის ამ წარმომადგენლობას არავითარი ზიანის მოტანა არ შეეძლო,რადგან ეს განძი უკვე საბჭოთა გემებზე იყო მოთავსებული.
ორი საათის შემდეგ გემების ქარავანმა ოდესისკენ აიღო გეზი.

ოპერაციის შემდეგ მიმდინარეობაში,მართალია მონაწილეობას აღარ ვღებულობდი,მაგრამ მისი დეტალური აღდგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს,რადგან გემების თანხმლებ ბევრ მონაწილეთაგან მეგობრობა და ურთიერთობა მაკავშირებდა.

ოდესაში გემების ჩასვლამდე საბჭოთა კავშირის ყველა რეგიონიდან,განსაკუთრებით მოსკოვიდან და კიევიდან,მივლინებულ იქნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის აურაცხელი თანამშრომელი.რამდენიმე დღის მანძილზე ისინი,როგორც მტვირთავები,გემებს ცლიდნენ და ძვირფას ტვირთს განსაკუთრებული დანიშნულების მატარებელში ეზიდებოდნენ.

ქალაქის ქუჩები სამხედრო ნაწილებით იყო გადაკეტილი,ხოლო როცა მატარებელი დაიძრა ასობით მაღალი ჩინის გენერალი გაჰყვა.
საბოლოოდ ესპანეთის სახელმწიფო განძი მოსკოვში აღმოჩნდა.

სტალინმა ოპერაციაში მონაწილე ოფიცრებისთვის მდიდრული ვახშამი გამართა.ამ თავყრილობას სრული შემადგენლობით ესწრებოდა პოლიტბიურო.დიქტატორი მშვენიერ გუნებაზე იყო.იოსებ ბესარიონის ძეს,რომელმაც რევოლუციური მოღვაწეობა ექსპროპრიაციით დაიწყო,ჩვეულებრივი მოკვდავთა ენით ყაჩაღობა რომ ჰქვია,ასეთი მასშტაბის წარმატებამ,უდავოდ,ახალგაზრდობა გაახსენა.
ეჟოვმა ერთ ჩემს ახლობელს,რომელიც ამ ღრეობას ესწრებოდა,საიდუმლოდ გამანდო ის რაც სტალინმა ვიწრო წრეში თქვა.”ესპანელები ისე ვერარ იხილავენ ამ ოქროს როგორც საკუთარ ყურებს”.ოქროს ოპერაციიდან 21 თვის შემდეგ ესპანეთის განძის შემდგომი ბედით არავინ დაინტერესებულა.მხოლოდ ერთხელ მინისტრმა ნეგრინმა მკითხა გაოცებით,სად გაქრა სამინისტროს ის ორი წარმომადგენელი,რომლებიც ოფიციალურ პირებად გაჰყვნენ რუსეთში სახელმწიფო განძს?რატომ არ ბრუნდებიან სამშობლოში? მისი ეს შეკითხვა პოლიტიკურად ბეცი ინტელიგენტის გულუბრყვილობის საუკეთესო ნიმუში იყო.

უდავოა,ფრანკო მადრიდის აღებისთანავე შეიტყობდა ოქროს მარაგის გაქრობის ფაქტს,მაგრამ მას კრინტიც არ დაუძრავს,არათუ მაშინ, არამედ შემდეგი 18 წლის მანძილზე.საქმე იმაშია,რომ მუდამ არამყარი ესპანეთის ვალუტა,რომელიც მსოფლიო ბაზარზე არამდგრადობით გამოირჩეოდა,ოქროს მარაგის გატაცებისთანავე მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე წამში გაუფასურდა.საიდუმლო მხოლოდ 1956 წელს,ხუან ნეგრინის გარდაცვალების შემდეგ გახმაურდა,მაშინ როდესაც მის პირად არქივს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახარისხებდნენ .

რამდენიმე თვის შემდეგ “პრავდამ” გამოაქვეყნა სტატია,სადაც ავტორი აცხადებდა,რომ 1936 წელს,ესპანეთიდან 500 ტონა ოქროს გადმოზიდვა ფაქტია!მაგრამ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ამბავი,რომ სამოქალაქო ომის დროს ესპანეთის მთავრობამ საბჭოთა კავშირს არ გადაუხადა უზარმაზარი თანხა სამხედრო-საომარი ტექნიკის მიწოდებისთვის.მართალია სსრკ-მ მიიღო 500 ტონა ოქრო,მაგრამ მთლიანად მაინც ვერ დაფარა მისმა ღირებულებამ ესპანეთის ვალი,და ამჟამად ეს ვალი 50 000 დოლარს აღემატება.

თუ მოგწონთ მსგავსი შინაარსის პოსტები კიდევ დავდებ.იმედია მოგეწონათ.
წყარო: წიგნიდან “საქმოსნები და თაღლითები”

Back to top button