არქივი

ძილი თინეიჯერებში

cd5bb5485e83
სულ რაღაც 3-4 დღეში დაიწყება სასწავლო პერიოდი და შესაბამისად მაღვიძარა ჩვენი მოსისხლე მტერი გახდება, რომელიც უდროო დროს გაგვაწყვეტინებს ძილს და დაგვაძალებს საწოლიდან წამოდგომას, ეს კი ჩვენთვის მტანჯველი სიტუააციაა, რადგან თუ დაფიქრდებით შეამჩნევთ, რომ წინა საღამოსდაწოლის დრო ცოტათი გადადეთ, რათა მესიჯი გაგეგზავნათ, საყვარელი დისკი მეათასედ მოგესმინათ, ინტერნეტში “გეჩათავათ”, გეთამაშათ, ან ტელევიზორისთვის გეყურებინათ. ყოველივე ამის შემდეგ, დამეთანხმებით ძნელია ჩვეული ხალისით გაატარო დღე, რადგან უძილობის გამო ცოტა გამოშტერებული ხართ.
არადა, მასწავლებლები და მშობლები განუწყვეტლივ გიმეორებენ: ადრე უნდა დაწვე! სხვათა შორის, ისინი თქვენს მეამბოხე მხარეს ადანაშაულებენ, რომელიც შუქის გვიან ჩაქრობისკენ გიბიძგებთ. მაგრამ ცდებიან. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. გაინტერესებთ რატომ ჩანან მოზარდები მუდამ დაღლილები ამის მიზეზი თურმე მათი ორგანიზმის ბიოლოგიური საათის ჭირვეულობა ყოფილა ჩვენს გენებში არსებული ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი ბიოლოგიური ფუნქციების ერთობლიობას არეგულირებს კერძოდ ფიზიკურად კარგად ყოფნისთვის აუცილებელი ძილის ხანგრძლივობასა და საათებს სუინბერნის ავსტრალია ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა სიუზენ უორნერმა და მისმა ჯგუფმა 15 დან 18 წლამდე ასაკის 310 მოსწავლის ძილი გამოიკვლიეს და უცნაური რამ აღმოაჩინეს მოზარდთა უმრავლესობა იძულებულია ორსაათნახევრით ადრე გაიღვიძოს ვიდრე ამას მათი ბუნებრივი რიტმი მოითხოვს!ანუ მეცნიერებმა გაზომეს განსხვავება მოზარდების სწავლის პერიოდსა და არდადეგების დროს გაღვიძებას შორს და შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: დაგროვილი დაღლა მოზარდებს უფრო ჭირვეულს, ნაკლებად კონცენტრირებულს და შეიძლება ითქვას, დეპრესირებულსაც კი ხდის. თეორიულად საჭიროა, რომ სწავლის პერიოდში მოზარდები ორსაათნახევრით ადრე დაწვნენ, რათა ძილის ნორმა შეივსონ. მაგრამ ეს შეუთვსებელია მათ ბიოლოგიურ საათთან. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა დაწოლის “ბუნებრივი” საათი, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულია. თითქოსდა, ამ ასაკში შინაგანი საათი ღამის ცხოვრებაზეა მორგებული.
14a6d0aa4135
საიდან მოდის ეს ე.წ. “ფაზების გადაწევა”? პირველ რიგში, უფრო ბობოქარი სოციალური ცხოვრებიდან. ძნელია, გრძელი სასკოლო დღის შემდეგ ქათამივით ადრე დაიძინო, როცა თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ძილის არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობა. აღიარეთ, რომ რაც უნდა ეცადოთ, არ შეგიძლიათ უარი თქვათ გვიან დაწოლაზე. ღამის თორმეტ საათამდე თავს ჯერ კიდევ ფხიზლად გრძნობთ. მხოლოდ თქვენი დატვირთული ცხოვრება არ გახლავთ გამოუსწორებელ ბუდ გცევის მიზეზი. ამის მიზეზი უფრო ბიოლოგიურია: თქვენ მელატონინის ხასიათის ცვლილების მსხვერპლი ბრძანდებით.
როგორც წესი, ტვინის პატარა ჯირკვლის – ეპიფიზის მიერ წარმოქმნილი ეს ჰორმონი ზუსტად განსაზღვრულ საათზე ზღაპრის მოხუცი გმირის როლს ასრულებს, რომელიც თქვენში იწვევს ძილის მოხმობას, რათა თქვენ ორგანიზმს შეატყობინოს, რომ ძილის დროა. მისი მოქმედებით თვალები გეხუჭებათ, კუნთები დუნდება და მზად ხართ ძილისთვის. მაგრამ, ვერაფრით ვერ გაიგებთ, მომწიფების პერიოდში, მელატონინი გვიან ღამით რატომ გამოიყოფა. ეს პრობლემა, უდავოდ, ჰორმონალურ გადაწყობას უნდა დავაბრალოთ, რომელიც არყევს ახალგაზრდების ორგანიზმს.რადგან ეს ცვლილებების პერიოდია, და ძილის ციკლი მის “პროგრამაში” შედის. “სიყმაწვილის დროს ბიოლოგიური საათი იცვლება და ზრდასრული ადამიანისას უახლოვდება. რასაკვირველია, ძილის საჭიროება კვლავ მნიშვნელოვანია, – ამბობს ლიონ დებრუსის სახელობის საავადმყოფოს ბავშვთა ძილის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი მარი ჟოზეფ შალამელი, – სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ აქვს მრავალ მოზარდს სინქრონულობა დარღვეული.” ეძებეთ შეცდომა: მოზრდილებში ძილის მოთხოვნილება რვა საათია. ბუნებრივი ტიტმი მათ უბიძგებს დაახლოებით 22:30 საათისთვის დაწვნენ, მაშინ, როცა 13-19 წლის ასაკში ჯერ კიდევ 9 საათი ძილი სჭირდებათ, ისინი კი. . . დაახლოებით 23-24 საათისთვის იძინებენ. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ამგვარ პირობებში გიჭირთ 7 სააზთზე ბალიშიდან თავის აწევა. მხნედ და ხალისიანათ რომ იგრძნოთ თავი, საჭიროა 1 საათით უფრო ადრე დაწვეთ. ამ ყველაფრის დასაგვირგვინებლად გეტყვით, რომ ღრმა, ნელი ძილისთვის (ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ძილი) გამოყოფილი დრო 13 წლის ასაკიდან 35%-ით მცირდება ნელი, ფხიზელი ძილის სასარგებლოდ, რომლის დროს ადამიანს ადვილად ეღვიძება. ამას დაუმატეთ, ხშირად ძალიან აქტიური სასკოლო რიტმი და ნახავთ, რაც გამოვა. სიუზენ უორნერის ჯგუფმა ნათელი გახადა, რომ სწავლის დღეებში ავსტრალიელ სტუდენტებს ყოველდღიურად დაახლოებით 1.5 საათით აკლდებათ ძილი. ზუსტად იგივე შედეგები აჩვენა 1993 წელს ლიონის აკადემიის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ. გამოიკითხა 15-20 წლის ასაკის 25700 მოსწავლე და სტუდენტი. ამ კვლევამ ასევე დაამტკიცა საშუალოდ ორსაათიანი განსხვავება კვირის დღეებსა და კვირადღის ძილს შორის. დიაგნოზი შემდეგია: ძილის ქრონიკული ნაკლებობა.
ამგვარად, ენერგიის ნაკლებობა, გაღიზიანება, ნაღველი, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა . . . მაინცდამაინც ე.წ. “მოზარდთა კრიზისის” სიმპტომები არ გახლავთ. ყოველივე ეს ძილის ნაკლებობით შეიძლება ახსნას. 2005 წელს ძილისა და უძილობის ინსტიტუტის დაკვეთით, საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მოზარდთა 55%-ს კვირაში ერთხელ მაინც უჩნდებათ დღისით თვლემის სურვილი, ხოლო მათ 30%-ს ძილისკენ აქვს მიდრეკილება. თუმცა, ფრთხილად: შაბათ-კვირა და პატარა არდადეგები საკმარისი არაა დაკარგული ძილის ასანაზღაურებლად და ჩვენი შიდა საათის სინქრონულობაში ჩასაყენებლად, ძილის სრული რიტმის აღსადგენად, სულ მცირე, 7 დღეა საჭირო. სხვათა შორის, შაბათ-კვირას, დილაობით ლოგინში ნებივრობა სახიფათოა. მას გვიან დაწოლამდე მივყავართ, რაც კვირის დასაწყისში უფრო საგრძნობლად გაზრდის დროის ამ განსხვავებას. არსებობს ძლის ფაზის დაგვიანების სინდრომის საშიშროება: მოზარდთა 7%-ს არ შეუძლია დაძინების რეკომენდირებულ საათთან შედარებით 3 ან მეტი საათით ადრე თვალის მოხუჭვა.

7e77bf091cc3
რა იქნებოდა, მსოფლიოს ყველა მოსწავლეს დილით ერთი საათით მეტი ძილი რომ შეეძლოს . . . თქვენ წარმოიდგინეთ, ეს უკვე მოხდა, თანაც XX საუკუნის 90-იან წლებში: აშშ-ში, მინეაპოლისის ზოგიერთ სკოლაში გაკვეთილების დაწყებამ 1 საათით გადაიწია. შედეგად მოსწავლეებში შემცირდა დეპრესიისა და წარუმატებლობის შემთხვევები და პედაგოგებისგან უკეთესი ნიშნებიც დაიმსახურეს.სამწუხაროდ, მსგავსი რამ სხვაგან არ მომხდარა. თუმცა, ოცნება ყოველთვის შეიძლება . . .
პოსტის ბოლოს კი შემოგთავაზებთ პატარა ტესტს, რომლითაც გაარკვევთ, თუ რომელ მძინარეთა კატეგორიას მიეკუთვნებით:
1.არდადეგებზე ან შაბათ-კვირას თქვენ გძინავთ:
ა.ჩვეულებრივზე მეტ ხანს და ამაში დიდ სიამოვნებას ღებულობთ (2 ქულა)
ბ.იმდენივე ხანს ატარებთ ლოგინში, რამდენსაც სწავლის პერიოდში (1 ქულა)
გ. ბევრად უფრო მეტ ხანს ატარებთ ლოგინში (3 ქულა)

2.კარგად გამოძინებისთვის თქვენთვის საკმარისია:
ა.6 საათი (1 ქულა)
ბ.8 საათი (2 ქულა)
გ.10 საათი (3 ქულა)

3.ღამის განმავლობაში თქვენ გეძინათ მხოლოდ 3 საათი:
ა.მთელი დღის განმავლობაში თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ (3 ქულა)
ბ.მხოლოდ დილით გიჭირთ (2 ქულა)
გ.თავს მშვენივრად გრძნობთ (1 ქულა)

4.თქვენ ლოგინში ატარებთ:
ა.8 საათს და ზოგჯერ ცოტა მეტსაც (2 ქულა)
ბ.10 და შეიძლება მეტ საათსაც (3 ქულა)
გ.6 საათზე მეტი დროის ლოგინში გატარებას დროის ფუჭად კარგვად მიიჩნევთ (1 ქულა)

5.დაპატიჟებული ხართ მეგობრებთან საღამოზე, რომელიც ღამის თევით შეიძლება დამთავრდეს:
ა.დაუფიქრებლად წახვალთ, რადგან თქვენთვის მცირედი წაძინებაც კი საკმარისია (1 ქულა)
ბ.გინდათ წასვლა, მაგრამ ორჭოფობთ, რადგან გამოუძინებლობის გეშინიათ (3 წულს)
გ.დიდი სიამოვნებით წახვალთ, ვინაიდან მეორე ღამეს გამოიძინებთ და აღიდგენთ ძალებს (2 ქულა)

6459dccae004

5-7 ქულა: თქვენ ხართ “მოკლე მძინარა”. ვერც წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი ხართ, რომ შეგიძლიათ მეტი დრო მიუძღვნათ თქვენს საყვარელ საქმიანობას.
8-12 ქულა: თქვენ პლანეტის მოსახლეობის იმ უმეტესობას მიეკუთვნებით, რომლებსაც საშუალოდ 8 საათი სძინავთ.
13-15 ქულა: ძილი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. კვირის განმავლობაში თქვენ ვერ ახერხებთ გამოძინებას და შაბათ-კვირას ცდილობთ დანაკლისის აღდგენას.

სულ ეს იყო იმედია დაგაინტერესათ ამ პოსტმა…

წყარო: ჟურნალი Junior საქართველო

c9883b551d62

მსგავსი ამბები

Back to top button