ფსიქოდელია მხატვრობაში
ამ საიტზე უკვე იდო პოსტები LSD – ზე და ფსიქოდელიურ როკზე, მაგრამ არა ფერწერაზე. ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ფართო თემის გაცნობაში ჩემი პატარა წვლილი მეც შემეტანა. აბა ყველა ერთად გადავეშვათ ლამაზი და არაამქვეყნიური ჰალუცინაციების სამყაროში.
ფსიქოდელიური მხატვრობა ისევე როგორც მთლიანად ფსიქოდელია აქტუალური გახდა იმ დროს როდესაც ადამიანებმა პირველად იგემეს LSD, მესკალინი და პსილოციბინი, როდესაც დაინახეს აქამდე დაუნახავი, და შეიგრძნეს აქამდე შეუგრძნობელი, როდესაც ქვეცნობიერი გარეთ გამოუშვეს. ეს ხდება 50-იანების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში.
დასაწყისში ფსიქოდელიური მხატვრობა არ აღიქმებოდა სერიოზულად და ის იყო ფსიქოდელიური როკის დამატება, უბრალოდ როკ ჯგუფების ალბომებზე ახატავდნენ ფსიქოდელიური ჟანრის ნახატებს ეგ იყო და ეგ.
სანტანას ალბომ “აბრახაზე” შესრულებული ნახატი, ავტორი მატი კლავრეინი
თუმცა შემდგომ გამოჩნდა მხატვართა ჯგუფი რომლებმაც გადაწყვიტა რომ ამ ჟანრის მხატვრობა გამოეყვანათ ფსიქოდელირი მუსიკის ზეგავლენიდან და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად გადაექციათ და გვერდზე დადგომოდნენ სიურეალიზმს, კუბიზმს და სხვა ჟანრის მხატვრობებს.
ფსიქოდელიური ნახატები გამოირჩევიან ღია ან ძალიან კონტრასტული ფერებით, სიურელიზმის ძლიერი ელემენტით, სივრცის სრული შევსებით ( Horror Vacui), დეტალების სტილიზაციით, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით, სურათში მოტივების უსასრულო გამეორებით, მრავალი ფრაქტალის შექმნით.
პაბლო ცეზარ ამარინგო იყო პერუელი მხატვარი რომელიც ცნობლი გახლდათ იმით რომ იყენებდა ჰალუცინოგენურ სასმელ აიავუასკას რომ შეექმნა თავისი ნახატები, ის ასევე გახლდათ შამანი რაც გასაგებს ხდის მის სიყვარულს ჰალუცინოგენებისადმი. ახალგაზრდობაში პაბლო ხატავდა პორტრეტებს მაგრამ მას შემდეგ რაც პერუშიც გამოჩნდა ფერადი ფოტოგრაფია შამანმა გადაწყვიტა თავისი ხილვების გადმოტანა ფურზელზე, აი მისი რამდენიმე ნახატიც.
ოლეგ კარალიოვ არის უკვე რუსული ფსიქოდელიის ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რუსეთში ეს ჟანრი გვიან განვითარდა, ოლეგი ითვლება ამ ჟანრის ახალგაზრდა წარმომადგენლად და მისი წინამორბედებისგან განსხვავებით არ ჭირდება ნარკოტიკული თრობა რომ შექმნა ესეთი ლამაზი სურათები.
P.S ამ პოსტის უკეთესად აღსაქმელად გთავაზობთ MGMT – ს ნამდვიალდ ფსიქოდელიურ სიმღერას Electric Feel ისიამოვნეთ.
MGMT – Electric Feel by Sound vibration