არქივი

სექსუალური თავისებურებების სამხილები (+18) ან (+16 მაინც)

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერ ქალში უამრავი ფარული შესაძლებლობა იმალება. წყნარი და მშვიდი მანდილოსანი მოულოდნელად ნამდვილ ქარიშხლად შეიძლება იქცეს, ნამდვილი ქარიშხალი კი – მშვიდა დიასახლისად. ასეთი ცვადებადობები იშვიათი როდია, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე მის სექსუალობას ეხება, მოულოდნელი სიურპრიზები ამ სფეროში ბევრია, და თუ როგორია ეს სიურპრიზები, ამის შესახებ თქვენივე საძინებელი ოთახი გეტყვით.

დასაწყისისათვის ყურადღებიანი თვალი შეავლეთ ირგვლივ ყველაფერს. რა ფერის თეთრეული გაქვთ გადაკრული, ხმარობთ ღამის ნათურებს თუ მათ გარეშე გირჩევნიათ ჩაძინება, თუ ყველაფერს კარგად ჩაუკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ რამეს, კერძოდ, თქვენი სექსუალური ჩვევების, მისწრაფებებისა და საიდუმლოებების შესახებ.

ფერი და ტემპერამენტი

თუ თქვენ ერთფეროვან თეთრეულს ანიჭებთ უპირატესობას, მაგალითად, მწვანეს, ჟოლოსფერს, მუქ-ლურჯს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ტემპერამენტიანი ქალბატონი ბრძანდებით. ნათელი ფერები ნაკლებად განგაწყობენ ძილისათვის, პირიქით, ისინი ენერგიული სასიყვარულო ღამისთვისაა განკუთვნილი. თქვენ არასოდეს მალავთ თქვენს ტემპერამენტს და გარშემო მყოფთათვის ეს საკმაოდ თვალშისაცემია.

თუ თქვენ ერთფეროვანი თეთრეული მოგწონთ, რომელზედაც მკრთალი, ოდნავ შესამჩნევი ნახატებია გამოსახული, მაშინ მშვიდი ქალბატონი ბრძანდებით, რომელიც არასოდეს ხვდება წუთიერი სიამოვნების მზეში. თქვენ მაშინ გრძნობთ თავს მშვიდად, როდესაც თქვენს პარტნიორთან გაკავშირებთ არა მჩქეფარე ვნებები, არამედ მყარი მეგობრობა. ეს სულაც არ არის ცუდი – ბუნებით ბოძებული საღი აზროვნების უნარი ბევრ უსიამოვნებასა და გულისტკივლს აგაცილებთ.

ქალბატონები, რომლებიც ჭრელ (ნახატებიანი) თეთრეულს ანიჭებენ უპირატესობას, ტემპერამენტის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. მათ არა აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული ის, თუ რას მოელიან მამაკაციპსაგან – სინაზეს, ვნებას, მარადიულ სიყვარულს, პატივისცემას თუ პროვოკაციას… მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ასეთი ცვალებადობა დაგეხმარებათ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობების აწყობაში და კიდევ ერთი რამ გარანტირებული გაქვთ – თქვენ მას არასოდეს მოსწყინდებით.

ქსოვილი და სექსუალური ექსპერიმენტები

ბამბის ან სელის ბოჭკოვან ზეწარზე ჯერ კიდევჩვენს ბებიებს ეძინათ და თუთქვენც ასეთ ზეწრებს ანიჭებთ უპირატესობას, ე. ი. ტრადიციების მოყვარული პიროვნება ბრძანდებით და ეს სექსუალურ ურთიერთობებსაც ეხება. თქვენ ნაკლებად მიისწრაფით სიახლეებისაკენ და ამტკიცებთ, ექსპერიმენტები ამ სფეროში სულაც არ არის საჭირო.

მაგრამ თუ აბრეშუმის თეთრეული გიტაცებთ, თქვენი სექსუალური ფანტაზია ყოველგვარ ზღვარს სცილდება, თუმცა, გიჭირთ ამის რეალურად განხორციელება. ნუ შეშინდებით, განთავისუფლდეთ ორჭოფულობისაგან.თქვენ ნამდვილად ამგვარი ექსპერიმენტებისთვის ხართ შექმნილი.

მოწესრიგებულობა

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, იმის მიხედვით, თუ როგორ ასწორებს დილაობით ლოგინს, შეიძლება არამარტო იმის ამოცნობა, თუ რამდენად მოწესრიგებული ხართ, არამედ იმისაც, თუ რამდენად ტემპერამენტული.

თუ თქვენი ლოგინი ყოველ დილით ზედმიწევნით კარგად არის გასწორებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცთან ურთიერთობების თანდათანობით განვითარებას ანიჭებთ უპირატესობას და მაშინვე არ ექცევით მის მკლავებში. თქვენს თაყვანისმცემელს დიდხანს მოუწევს ლოდინი, სანამ თქვენს ნდობას მოიპოვებს. ამაში არაფერია ცუდი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, თქვენ კომფორტულად იგრძნოთ თავი.

მაგრამ თუ თქვენი ლოგინი უფრო ხშირად მოუწესრიგებელია, თქვენ სექსშიც ნაკლებად თავშეკავებული ხართ და არ ერიდებით სიახლოვეს ახლად გაცნობილ მამაკაცთანაც კი. ეს კი, მოგეხსენებათ, საკმაო რისკთან არის დაკავშირებული. თუ ვერ ახერხებთ თქვენი ტემპერამენტის მოთოკვას, მაშინ უსაფრთხოების წესებს მაინც ნუ დაივიწყებთ.

საყვარელი ბალიში და სექსუალური ცხოვრების ტემპი

თუ თქვენ მუდმივად ერთ არც თუ ისე დიდ, მაგრამ საკმაოდ მაგარ ბალიშს ხმარობთ, ყოველთვის ზედმეტ სიფრთხილეს იჩენთ სექსუალური ურთიერთობების მიმართ. შეიძლება ეს თქვენი მამაკაცის უყურადღებობის ბრალი იყოს, შეიძლება თავის დროზე მშობლების ზედმეტი სიმკაცრის და აკრძალვების. ასეა თუ ისე, თქვენ ცნობიერად და ქვეცნობიერად გაურბიხართ სექსუალურ სიახლოვეს და ის, რასაც ვნებით მონიჭებული აღმაფრენა ჰქვია, ჯერ კიდევ არ განგიცდიათ.

დიდი და ფუმფულა ბალიში მეტყველებს იმაზე, რომ ქალს სინაზის, სიმშვიდის და საიმედოობისშეგრძნება სურს, კომფორტულად მხოლოდ იმ მამაკაცის გვერდით იგრძნობთ თავს, რომელიც გაგანებივრებთ, იზრუნებს თქვენზე და შეეცდება თქვენი სურვილების ამოცნობას. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, სიყვარულით უპასუხოთ ამ მზრუნველობას.

მაგრამ თუ თავთან სხვადასხვა ფორმის რამდენიმე ბალიში გიდევთ, ნამდვილი ~ეროტომანი~ ხართ.

ღამის სამოსი და… ერთგულება

~ღამის პერანგი~ ყველაზე ტრადიციული სამოსია. ის თქვენს მეხსიერებაში ვნებიანი ღამეების ნაცვლად უდარდელ ბავშვობას წამოატივტივებს, იმ დღეებს მოგაგონებთ, როცა დილის 8 საათზე მაღვიძარა რეკავდა და სკოლისაკენ წასვლის დროის მოახლოებას გაუწყებდათ. ასეთი სამოსის სიყვარული კიდევ ერთი ნიშანია ტრადიციულობისკენ მისწრაფების, რომელიც სიყვარულისა და ერთგულების სფეროზე ვრცელდება.

ქვედა საცვლის ამარა ძილი ნაკლებად რაციონალურია, ასე ძილი იმ ქალბატონებს უყვართ, რომელთა ოცნებები ლა სურვილები ნაკლებად რეალიზდება.

ხოლო თუ სრულიად შიშველი წვებით, თქვენთვის ყოველგვარი აკგრძალვები და ტაბუ სექსთან დაკავშირებით მიუღებელია. ასეთი ქალბატონებისგან მარადიულ ერთგულებას არ უნდა ელოდეთ, მათ უჭირთ, თავი დააღწიონ ცდუნებებს.

ვიმედოვნებთ, ცოტა რამ მაინც გაიგეთ საკუთარი თავის შესახებ. იქნებ თქვენს საყვარელ მამაკაცზეც გააკეთოთ დასკვნები, ეს ნამდვილად გამოგადგებათ ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button