არქივი

“შენ ხარ ის, რაც არის შენი სისხლის ჯგუფი”

999bd090fa6e

ზღვა ინტერესი ადამიანის დამოკიდებულებას სისხლის ჯგუფზე ჯერ კიდევ 30–იანი წლების იაპონიაში წამოვიდა. ცნობილია, რომ იაპონიაში მეორე მსოფიო ომის დროს მნიშვნელოვანი დივიზიები იქმნებოდა ადამიანთა სისხლის ჯგუფის მიხედვით. და დღესაც იაპონიის ბეისბოლის პროფესიონალი მწვრთნელები მოთამაშეთა ამგვარ არჩევას ამჯობინებენ. ზოგ კომპანიებში სისხლის ტიპი განსაზღვრავს მუშა ხელის აყვანას, და მარკეტინგის ექსპერტებს–იწინასწარმეტყველონ, რომელი პროდუქცია იქნება უფრო მიღებული. დანადგარები, რომლებიც სისხლის ანალიზს იღებენ, იაპონიში შესაძლებელია შეხვდეთ ყველგან: სადგურებში, რესტორნებში, სამთავრობო დაწესებულებებში, ცალკე კომპანიაც კი არსებობს, რომელიც ეხმარება ცალკეულ პირებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

დოქტორი ტოშიტაკა ნომი: “შენ ხარ ის, რაც არის შენი სისხლის ჯგუფი”

დოქტორმა ტოშიტაკამ გამოსცა წიგნი, სადაც ავტორი 25 წლიანი გამოცდილებაზე, ანალიზებზე დაყრდნობით წერს, რომ ადამიანის არამარტო ქცევაა დამოკიდებული სისხლის ჯგუფზე, ასევე ხასიათი, მგრძნობელობა, მანერები. წიგნი გამოიცა 1,2 მილიონიან ეგზემპლარად! თქვენ მზად ხართ გაიგოთ ვინ ხართ ტოშიტაკას აზით? მაშინ დავიწყოთ:

მონადირე. სისხლის ჯგუფი პირველი (0)

43a8721bb5c0

ამ ჯგუფის მქონე ადამიანები გამოირჩევიან მიზანდასახულობით, თავდაჯერებულობით. ისინი ფლობენ ლიდერობის უნარს, არიანი ოპტიმისტები და ისწაფვიან წარმატებისკენ. მათთვის ნერვოზი უცხო ხილია და სწრაფად იკრებენ ძალებს. მათ ახასიათებთ ცოტაოდნენი ეგოიზმი, ქედმაღლობაც, რაც ხშირად ხელს უშლით ადამიანებთამ ურთიერთობაში. ისინი არიან შურიანები და ავადმყოფურად ამბიციურები–ძალიან უყვართ, როდესაც აქებენ და ვერ იტანენ მათი მისამართით კრიტიკას. ყველაფრის მიუხედავად ამ ჯგუფის ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში.

დღის სტატისტიკა
რიცხვებს ვერ შეედავები. საინტერესოა, რომ ამერიკის მოსახლეობის 9 პროცენტს მე–3 ჯგუფის სისხლი აქვს და აქედან 40 პროცენტი–მილიონერები და წარმატებული ხალხია.

მიწათმოქმედი. სისხლის ჯგუფი მეორე (A)

01e560228b0b

ამ ტიპის სისხლის ხალხი საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმს ადვილად უწყობენ ფეხს, გამოირჩევიან გონება გამჭრიახობით, რაც ეხმარება მათ იყვნენ კარგი მეგობრები. არიან შრომისმოყვარენი, ყოველთვის ცდილობენ მიიყვანონ დაწყებული საქმე ბოლომდე. სამსახურში დაწინაურება ხშირად მათთვის მთავარი ხდება და ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე იწევს. როდესაც რაიმე საქმეს კიდებ ხელს, აუცილებლად კარგად ასრულებენ. არ არიან გახსნილები და თავის ემოციებს თვითონვე იტოვებენ, უყვართ საიდუმ– ლოებები, არიან თავშეკავებულნი, თუმცა ხშირად უყვართ ვინმესთვის გულის გადაშლა.

მოხეტიალე. სისხლის ჯგუფი მესამე (B)

9f5e785da5e8

ბ ტიპის ადამიანები არიან მომთმენები, უფრო მეტად გახსნილები ურთიერთობებში, გამოკვეთილი აქვთ ინდივიდუალურობა, რითაც ვერ დაიკვეხნიან პირველი და მეორე სისხლის ჯგუფები. თავის გენეტიკურ ბუნებაში ისინი არიან ტაქტიკურები, წინდახედულები, თავდაჭერილები, გააჩნიათ შეგნების უნარი, შეუძლიათ გაარჩიონ და დათმონ, როდესაც ხედავენ რომ მისი აზრი განსხვავებულია სხვისგან. ითვლება რომ ამ ტიპის მქონე ხალხი ყველაზე მეტად და ადვილად ერგებიან თანამედროვე ცხოვრების პირობებს.

გამოცანა. სისხლის ჯგუფი მეოთხე (AB)

d8b4d5fe71d0

ეს ჯგუფი შეიძლება მივიჩნიოთ მეორე და მესამე ჯგუფის შერწყმად, ისინი არიან ტაქტიკურები და ამავ დროულად სამართლიანები. გადაწყვეტილებებს იღებენ იოლად, თუმცა არიან ყოყმანის მოყვარულები, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას ხშირად დიდ ხანს ანდომებენ. ამ ჯგუფის ადამიანებს აქვთ ქარიზმა და არიან ტალანტურები ნათელი მაგალითები არიან ჯონ კენედი და მერილინ მონრო.

მსგავსი ამბები

Back to top button