არქივი

ეტიკეტი

49f61a4a09e2

ყველა ქვეყანას ახასიათებს თავისი ეტიკეტი და ქცევის ნორმა სხვადასხვა სიტუაციაში.როგორც ჩანს ქართველები ამ ნორმებით შედარებით ნაკლებად ვართ შეზღუდულები. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ეთიკის წესების ორ ტიპს: საერთო ქცევის წესებს და წესებს, დამახასიათებელს ქართველებისათვის.ქცევის ეტიკეტი ძალიან მომაბეზრებელი დაუწერელი კანონია, რომლის შესრულებაც მართლაც დიდ ნებისყოფასა და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ რა იცით სად აღმოვჩნდებით და სად დაგვჭირდება :rules:  :D .

ეტიკეტი არის ქცევის კოდექსი, რომელიც გამოხატავს თქვენს დამოკიდებულებას სოციალური კლასის ან ჯგუფის მიმართ. ეტიკეტი ფრანგული სიტყვაა, რაც ნიშნავს რაიმეზე დაშვების ბილეთს. ეს სიტყვა საერთაშორისო ენაში პირველად 1750 წელს გამოჩნდა.

8804f1563bc5

ქართული ეტიკეტი

შეხვედრა და მისალმება

* როდესაც ქართველები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ეუბნებიან “გამარჯობას”, თუკი მათი ურთიერთობა უფრო დამთბარია ვიდრე უბრალოდ ნაცნობობა ხელის ჩამორთმევა გადაკოცნით იცვლება.
* საქართველოში ახლო ადამიანებისადმი მიმართვა მხოლოდ სახელებით შემოიფარგლება, ყოველგვარი “ქალბატონო” “ბატონო” ან მსგავსი მიმართვების გარეშე.
* ოფიციალური მიმართვისას კი საქართველოში ძირითადად ზემოთხსენებული “ბატონო” და “ქალბატონო” იხმარება.
* იშვიათად ქართველები ერთმანეთს მიმართავენ “ტიტულით” და გვარით ერთად. მაგალითად, ფოსტალიონო კაკაბაძე :lol2: .

საჩუქრის მიცემის ეტიკეტი

* ისევე როგორც ევროპაში, საქართველოშიც საჩუქრებს ძირითადად დაბადების დღეებზე და ახალ წელს ჩუქნიან (ეს ცუდია).
* საქართველოში ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით საჩუქარს ადრესატის მფარველი ანგელოზის ხსენების დღესაც ჩუქნიან. მაგალითად, გიორგობას გიორგის და ა.შ.
* საქართველოში საჩუქარს არა აფასის არამედ მნიშვნელობის მიხედვით აფასებენ. გულით ნაჩუქარი ჯობია უგულოდ ნაჩუქარ ბენტლის. რიავიცი რიავიცი…
* ქართულ ოჯახში მისვლისას თან უნდა წაიყოლოთ ტკბილეული ან ყვავილები.
* საქართველოში დაკრძალვაზე კენტი რაოდენობის ყვავილები მიაქვთ.
* საქართველოში ნაჩუქარი საჩუქრის გულმოდგინედ შეფუთვა საჭირო არაა.
* სტუმრობისას რაიმე პატარა საჩუქრის მიტანა ბავშვისთვის ძალიან ფასდება.
* საჩუქრის მიღებისას გახსნა საჭირო არაა, ეს სასურველია სტუმრების ბოლომდე წასვლისას მოხდეს.

სუფრის ეტიკეტი

* ქართული სუფრის მანერები ძალიან წყნარი და მშვიდია. განსაკუთრებით 9-10 ჭიქის მერე :D
* ყველა კერძი ერთად იყრის თავს, რათა ყველაფერი ერთმანეთთან შეხამებით შეიჭამოს.
* ქართველი მასპინძელი დიდ ინერგიას ანდომებს იმას, რომ სტუმარმა თავი კომფორტულად, დაპურებულად და ბედნიერად იგრძნოს.
* ქართულ სუფრაზე ჭამისას ჩანგალი უნდა გვეჭიროს მარცხენა ხელში ხოლო დანა მარჯვენაში.
* სუფრაზე ჯდომისას უნდა ვეცადოთ, რომ თანამესუფრეები ყოველთვის ხედავდნენ ჩვენს ხელებს, ამასთან ისინი მაგიდაზე იდაყვებით არ უნდა დავაყრდნოთ.
* უხუცეს სტუმარს უნდა გავუმასპინძლდეთ პირველს.
* სუფრაზე ჯდომისას უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი გავსინჯოთ.
* ქართულ სუფრაზე მასპინძელმა უნდა შესთავაზოს კერძის, დამატებით 2-3 ულუფა.
* ჭამის დასრულებისას თეფშს კარგად მოუსვუთ :D , ანუ იგი ცარიელი უნდა იყოს როცა ავდგებით.
* ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილია საუბარი.

საეთაშორისო ეთიკის ნორმები

სუფრის ეტიკეტი

* სუფრაზე დაჯდომისას გამორთეთ ან ჩუმ რეჟიმზე დააყენეთ ყველა ელექტრო-მოწყობილობა. თუ დაგავიწყდათ ტელეფონის გამორთვა და მან დარეკა, სასწრაფოდ გათიშეთ იგი. არ იმესიჯოთ. თუ გაქვთ ბლექბერი (Blackberry) ან აიფოუნი (iphone) ინტერნეტში ნუ შეხვალთ.
* სუფრაზე დაჯდომისას კალთაზე დაიფინეთ ხელსახოცი. პირის მოწმენდისას იგი ნაზად და მშვიდად უნდა მოისვათ პირზე, ასევე აუცილებელია პირის მოწმენდა შუშის ჭიქიდან დალევის შემდეგ. ჭამისას აუცილებლად მოგვინდება ტუალეტში, ამ დროს, ადგომის წინ, კალთაში ჩადებული ხელსახოცი უნდა ავიღოთ და თეფშის მარცხენა მხარეს მოვათავსოთ. წასვლის წინ ამავე ხელსახოცს თეფშის მარჯვენა მხარეს ვდებთ, არც მთლიანად გაშლილს და არც მთლიანად დაკეცილს.
* თუკი ვართ მასპინძლის ამპულაში, უნდა დაველოდოთ სანამ ყველას მოემსახურებიან ან მოვემსახურებით და შემდეგ დავიწყოთ ჭამა, ხოლო თუ ვართ სტუმარი უნდა დაველოდოთ სანამ მასპინძელი არ დაიწყებს ჭამას.
* შევედით რესტორანში, დავსხედით და რას ვხედავთ, ჩვენს თეფშებთან უამრავი დანა და ჩანგალია. თუკი არ ვიცით რა რისთვისაა, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი წესით- “გარედან შიგნით”, ანუ ხელსაწყოები თეფშის მიმართულებით უნდა ვიცვალოთ. ერთხელ ნახმარი დანა ან ჩანგალი მაგიდაზე არ უნდა დავაბრუნოთ, არამედ იმ თეფშზე საიდანაც მივირთვით. სუპის ჭამისას კოვზი თასში უნდა ჩავდოთ, ხოლო ჩაის კოვზი, მოხმარების შემდეგ, ქვესადგარზე უნდა მოვათავსოთ.
* უნდა ვისხდეთ გამართულად (არ უნდა მოვიხაროთ)
* ხელების დადების 3 წესი არსებობს: მაჯების მოთავსება მაგიდაზე, მკლავების მოთავსება მაგიდაზე ან ხელების დაწყობა კალთაზე.
* ფეხები დაიჭირეთ სკამთან რაც შეძლება ახლოს, პარალელურ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმეს წაკრავთ ან უბიძგებთ და იმას გადაცდება ან ჩანგალი ან კიდე დანა :D
* ეტიკეტის თანახმად, პირის მოცულობითი რესურსის მთლიანად გამოყენება არ შეიძლება, ღეჭვისას იგი მოკუმული უნდა გვქონდეს და მორიგი ნაჭრის ჩადებამდე რამოდენიმე წამი უნდა გავიდეს.
* თუ პირში რამე არასასიამოვნო მოგვხვდა, მისი ეგრევე გამოგდება არ შეიძლება. ძვლის, ფხის ან რაიმეს ყუნწის მოშორება შეიძლება თითით ამ ჩანგლით.
* სუფრაზე არაეთიკურია სავსე პირით ლაპარაკი, პირის ღრუში ძრომიალი ან კოსმეტიკის ამოღება, ყველაფერ ამისთვის არსებობს ტუალეტი.
* სუფრაზე ჯდომისას მნიშვნელოვანია ზრდილობა. ნებისმიერი ტიპის მომსახურებისას გადაიხადეთ მადლობა.
* იყავით მშვიდი, მოეშვით და სიამოვნება მიიღეთ გარემომცველი სიტუაციისა და ხალხისგან.

0c0fbafb75a1

დამატებითი ინფორმაცია

* ყოფილა საინტერესო ეთიკის ნორმა ტელეფონის გათიშვასთან დაკავშირებით, ოღონდ როდესაც რაიმე ფირმიდან გვირეკავენ. თუ ავიღეთ ტელეფონი და გვესმის, რომ რაიმე ფირმიდან, ამა თუ იმ აქციის შემოთავაზებისთვის გვირეკავენ, ჩვენ კი ამის მოსმენა არ გვინდა, ყველაზე ზრდილობიანი ვარიანტი მათი თავიდან მოშორებისა არის შემდეგი სიტყვები: “უკაცრავად, მე არ ვარ ამ საკითხით დაინტერესებული” და ვთიშავთ ისე, რომ პასუხს არ ველოდებით. ეს ჩვენ არ ჩაგვეთვლება უზრდელობად-უბრალოდ ჩვენ მათ დრო არ დავაკარგვინეთ ტყუილად.
* უცხოეთში, როდესაც სტუმარი მიდის მასპინძელთან, მასპინძელი ვალდებულია უზრუნველყოს იგი ყველაფრით. სტუმარს უზრდელობაში არ ეთვლება მოითხოვოს რაიმე სასმელი მასპინძლის ხარჯზე.
* დიდ ბრიტანეთში 2 მოსაუბრე ვალდებულია უყუროს ერთმანეთს თვალებში, ამასთან არ გააკეთოს რაიმე ზედმეტი მოძრაობა, გარდა ხელებით ჟესტიკულაციისა.

50e428ab82a9

09233aa34c84

მართალია სრული ინფორმაცია არაა, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს :)

მსგავსი ამბები

Back to top button