არქივი

სოკოტრას არქიპელაგი

c7e4b9cedb86

თქვენ რომ ფრინველი იყოთ და მაღლიდან გადმოგეხედათ , ეს ადგილი ჩვეულებრივად მოგეჩვენებოდათ, მაგრამ ახლოს რომ მიხვალთ, თავს რაიმე ფანტასტიკურ ფილმში იგრძნობთ. 6 კუნძული ინდოეთის ოკეანეში. . . ისინი ძალიან დიდი ხანია მოშორებით ცხოვრობენ და აქ თითქოს დროც კი გაჩერებულია.

მას “ტკბობის კუნძულსაც” ეძახიან – რატომ? იმიტომ , რომ თქვენ ერთად ვერსად ნახავთ მთასაც ,ვაკესაც , ოკეანეს და უდაბნოს. ასევე უამრავ მცენარეს , რომელსაც ვერ დავარქმევ “ეგზოტიკურს” , რადგან ისინი მართლაც რომ არაამქვეყნიურია.

კლდეებიდან იზრდება ხე , რომელიც ტოტებიან კასრს უფრო მოგვაგონებს , ვიდრე ჩვეულებრივ მცენარეს.არც ბოთლ-ხე ( მგონი ასეა :D ) გამოიყურება ჩვეულებრივად და რათქმაუნდა ამ ყველაფერს ამშვენებს უდაბნოს ვარდი. ხე რომელსაც განსაკუთრებულად მსხვილი ჯირკით. ის მიიწევს მაღლა და უცბად ყველაფერს ვარდისფრად ანათებს.

20676fa4c9b0

უი, კიტრის ხე როგორ გადამავიწყდა? ის მართლაც ქვებიდან იზრდება . მას თავიდან არავითარი ტოტი არ აქვს ,მხოლოდ კენწეროში ეზრდება მწვანე ღეროები. შორიდან მან შეიძლება ვაზა მოგაგონოთ , რომელიც ვიღაცამ უხეში ხისგან შექმნა. ამ უხეშ ვაზაში კი მწვანე ღეროები ჩაურგვიათ.

სოკოტრას ბუნება უჩვეულოა , მეცნიერები ამტკიცებენ , რომ იგი ინახავს პრეისტორიული ხანის შტრიხებს.მაცხოვრებლებიც ასე ცხოვრობენ, ჰადიბუ(დედაქალაქი) გვაოცებს თავისი არქიტეკტურით. ის მოგვაგონებს არაბ მზეთუნახავს , ნისლით მოცული , ხმაურიანი , მაგრამ საიდუმლოებით მოცული. ვიწრო ფანჯრებიდან ჰადიბუ ტურისტებს “უთვალთვალებს” , რომლებიცტკბებიან სილამაზით.

მცენარეთა გარდა , აქ გაგაოცებთ ფაუნა , რადგანაც ზოგიერთ მათგანს თქვენ ვერსად ვერ შეხვდებით. მაგალითად: სოკოტრული შოშია ან სოკოტრული ბეღურა. ისინი თავის სახლს არაფრის დიდებით არ გაცვლიან ცივილიზაციის ოქროს გალიაზე.

როგორც თქვენ უკვე გაუწყეთ და ალბათ თქვენც მიხვდით , სოკოტრა უბრალოდ სამოთხეა ეგზოტიკის მოყვარულთათვის. ამიტომ საუკუნოვან სოკოტრას ბუნებას ცოტა შევიწროება მოუწია და აქ პატარა აეროპორტიც ააშენეს , რომელიც მუდამ გადაჭედილია ტურისტებით. ის უკვე ხდება ქალაქი-კურორტი და უდაბნოს ვაზი , კიტრის ხე იმალებიან მთების იქით , რადგან რომელიმე “სტუმარს” მისი მოგლეჯა შეიძლება მოუნდეს.

რათქმაუნდა მეც და ყველას გვჯერა , იმის რომ ადამიანი ხელს არ ახლებს ამ ადგილს და არ გადაასხავს ბეტონს , რომ ცივილიზაციის “ნორმები” დააკმაყოფილოს. სოკოტრა დიდი ბოტანიკური ბაღია , რომელმაც თავისით უნდა იარსებოს და ხელი არავინ ახლოს.

აი სურათებიც:

28ce9e004a7c

1edcda0ae265

f792d163da24

ccd9908d1b7b

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button