გართობაუცნაური

რობინზონთა კლუბი II

d105e6d18fc8

ამ პოსტში ვაგრძელებ რობიზონთა კლუბის წევრებზე თხრობას. პირველი პოსტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

ფილიპ ეშტონი

01d5f36fce6a

1722 წელს ფილიპი ხელში ჩაუვარდათ მეკობრეების ბანდას ,მაგრამ მან მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა კუნძულ როატანის ჯუნგლებს, გონდურასთან ახლოს. მოკობრეებმა სცადეს დადევნებოდნენ მას, მაგრამ კვალზე ვერ დაადგნენ და გადაწყვიტეს მიეტოვებინთ იგი, ასე აღმონჩნდა იგი უკაცრიელ კუნძლზე, ძალიან საშიშ გარემოცვაში . ერთადერთი რაც მან მოახერხა თან წამოეღო იყო ტანსაცმელი , რომელიც ეცვა და სხვა არაფერი. მას არ ჰქონდა არანაერი იარაღი, რომ ენადირა, ამიტომაც იკვებებოდა მხოლოდ ხილით . უცნაურია, მაგრამ კუნძულზე ხეტიალისას მან აღმოაჩინა მეორე დევნილი ადამიანი, რომელიც შედარებით უკეთეს დღეში იყო . რამდენიმე დღის შემდეგ უცნობი სანადიროდ წავიდა, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ეშტონს მისგან დარჩა დენთი, დანა და თამბაქო. ეშტონს ისღა დარჩენოდა , რომ ღმერთისათვის მადლობა ეთქვა ასეთი საჩუქრისათვის და დაიწყო ნადირობა კუებზე, ამგვარად მის რაციონში გაჩნდა კუს ხორცი. რამდენიმე თვის შემდეგ ის იპოვა ბრიტანულმა გემმა და ამგვარად დამთავრდა ფილიპის უცნაური თავგადასავლი.

ჩარლზ ბარნარდი

1d8799f7f921

1812 წელს ამერიკული თევზსაჭერი გემის “ნანინას” კაპიტანმა იპოვა დაღუპული გემის “იზაბელას” ბრიტანული ეკიპაჟი, პატარა კუნძულზე ფოლქლენდის კუნძულებთან ახლოს. დაზარალებულები აიყვანეს გემზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკვებისა და წყლის მარაგი საკმარისი არ იყო ყველასათვის. კაპიტანი ეკიპაჟის რამდენიმე წევრთან ერთად გაემგზავრა საკვების საძებნად და ამ დროს უმადურმა გადარჩენილმა ბრიტანელებმა გადაწყვიტეს გაეტაცათ გემი. მთელი ეკიპაჟი გაყარეს გემიდან და გაიქცნენ. (აი ცივილური ევროპა) მთელ გუნდს წელიწადნახევარი მოუწია ბრძლოლა სიცოცლისთვის, სანამ ისინი არ იპოვეს. მოგვიანებით ჩარლზ ბარნარდმა წიგნიც დაწერა ამის შესახებ – A Narrative of the Sufferings and Adventures of Capt. Charles Barnard.

ოტოკიჩი

ამ 14 წლის ბიჭს ნამდვილად ჰქონდა ბევრი რამ მოსაყოლი, ის იმყოფებოდა გემზე , რომელსაც გადაჰქონდა ბრინჯი. გემს გზა აერია და კურსიდან გადაუხვია. მთელი 14 თვე გემი იყო წყალში , სანამ არ მიადგა ვაშინგტონის ნახევარკუნძულს. ამ დროისთვის საკვების მთელი მარაგი გამოილია და თითქმის მთელი ეკიპაჟი დაიღუპა. ცოცხალი გადარჩა მხოლოდ 3 კაცი მათ შორის ოტოკიჩი, მაგრამ ნაპირზე გადასვლისას ცოცხლადდარჩენილები ხელში ჩაუვარდათ ადგილობრივ ინდიელების ტომს მაკას. რამდენიმე წლის შემდეგ ის გამოისყიდა კომპანია Hudson Bay Company-ის წარმომადგენელმა .

პუნ ლიმი

a4fec540a155

პუნ ლიმი მუშაობდა ბრიტანულ გემზე სტიუარდად, რომელიც სამხრეთ ატლანტიკის წყლებს ჭრიდა, მეორე მსოფლიო ომის დროს. 1200 კილომეტრზე გემმა დაიწყო ჩაძირვა. პუნ ლიმმა მოასწრო სამაშველო ჟილეტი ჩაცმა და გადაეშვა წყალში, რამაც გადაარჩინა მისი ციცოცხლე. მთელი ეკიპაჟისაგან, რომელიც შედგებოდა 54 კაცისაგან ის ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი აღმოჩნდა. რამდენიმე საათი ის წყალში იმყოფებოდა სანამ არ გადააწყდა გადარჩენილ ნავს. ნავში აღმოჩნდა 40 ლიტრი წყალი , ცოტა საკვები და საგნალის მისაცემი პისტოლეტი. მართლაც დიდი გამართლებაა, მაგრამ ყველაფერი მთლად მარტივადაც არ იყო, ის რამდენიმეჯერმე მოხვდა შტორმში. მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ ლიმმა შეძლო მიეღწია ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაპირს ქალაქ ბელემთან. პუნ ლიმი მოათავსეს ჰოსპიტალში, სადაც 2 კვირა იმყოფებოდა , აღმოჩნდა რომ ამ ხნის განმავლობაში მან დაიკლო 9 კილო და სხვა არაფრით არ დაშავებულა. მალე ის დაბრუნდა ბრიტანეთში და ეს ისტორია შევიდა ბრიტანულ სახელმძღვანელოებში, წყალში თავის გადარჩენის შესახებ.

ტომ ნილი

74dccb72a163

ყველა ზემოთ მოყვანილი ისტორია უბედური შემთვევის, გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შედეგია, მაგრამ მომ ნილს მთელი თავისი ცხოვრება შეგნებულად უნდოდა ეცხოვრა უკაცრიელ კუნძულზე. 1952 წელს მის ოცნებას ფრთა შეესხა, ის გადმოსვეს წყნარ ოკეანეში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე, რომელიც შედის კუკის კუნძულების ჯგუფში. თავის 2 კატასთან და საკვების დიდ მარგთან ერთად. მორე მსოფლიო ომამდე ამ კუნძულზე ცხოვრობდა ხალხი, ამიტომაც მან იპოვა ველური ღორები და ქათმები. აიშენა საცხოვრებელი და ცხოვრობდა 2 წელი ისე , როგორც მას სურდა. 1954 წელს მან მოახერხა მიეღწია კუნძულ რაროტონგზე და მივიდა ექიმთან , ის ართრითს უჩიოდა . მკურნალობის შემდეგ 1960 წელს ის დაბრუნდა თავის ” მშობლიურ “კუნძულზე და იცხოვრა იქ კიდევ 4 წელი, რომლის შემდეგაც მან კიდევ გაირა მკურნლობის კურსი. ნილის საბოლოო მესამე “რობინზონიადა” იყო 1976-1977 წლებში, რომლის შემდეგაც კუნძულს მოადგა გემი, რომლის ეკიპაჟმაც იპოვა ის ძალიან ავადმყოფი და დაუძლურებული. გასინჯვის შემდეგ აღმოჩნდა , რომ ის კიბოთი იყო დაავადებული. 7 თვის შემდეგ ტომი გარდაიცვალა.

copypast.ru

მსგავსი ამბები

Back to top button