უცნაური

მადამ ლალაური და მისი სისხლიანი ცხოვრება

801528792d4e
დელფინ მაკარტი 1775 წელს დაიბადა. მშობლები ნიუ-ორლეანის საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ. გოგონას დედა, ვიუ ლექამთი მონათა ამბოხებისას დაიღუპა. დელფინი გაიზარდა და პირველად 1800 წელს დონ რამონ დე ლოპეს უ ანგულოზე იქორწინა, თუმცა ქმარი 4 წელიწადში გარდაეცვალა. ამის შემდეგ ბედი 1808 წელს სცადა და ჟან ბლენქს გაჰყვა ცოლად, რომელიც 1816 წელს გარდაიცვალა. ორჯერ დაქვრივებულ ქალს,კვლავ გათხოვება მხოლოდ 9 წლის შემდეგ მოუნდა და 1925 წლის 25 ივნისს ბედი ექიმ ლუის ლალაურს დაუკავშირა.

სისხლიანი ისტორიის დასაწყისად 1932 წელი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ წელს წყვილი ფრანგულ უბანში გადავიდა საცხოვრებლად, თანაც ერთ-ერთ ულამაზეს სახლში. ეს იყო სამ სართულიანი ვილა, საკმაოდ უბრალო, მაგრამ დახვეწილი ექსტერიერით. მთავარი კარი, რომელიც ამერიკული წითელი ხისგან იყო დამზადებული, ყვავილებითა და ადამიანის სახეებით მოეჩუქურთმებინათ. მთავარი დარბაზს ასხივოსნებდა გიგანტურ ჭაღებზე ასობით სანთელი. სახლში უამრავი წვეულება და ბალი იმართებოდა,ოჯახი სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი.

6dd28341601d
ქალბატონ ლალაურს ქალაქში იცნობდნენ, როგორც ინტელიგენტ,განათლებულსა და ლამაზ ქალს. ის შესანიშნავად უძღვებოდა წვეულებებს და სტუმრებს ცივ ნიავს არ აკარებდა. მაგრამ ეს თვისებები იყო მხოლოდ ერთი მხარე მისი პიროვნებისა, ამ ყველაფრის უკან კი შავ-ბნელი საქმეები იმალებოდა. მადამ ლალაური იყო ერთ-ერთი ყველაზე შეუბრალებელი, სასტიკი და ცივსისხლიანი ქალი ისტორიაში.

მისი სისასტიკე მონებთან დამოკიდებულებაში გამოიხატებოდა. ლალაურთა სახლს ასობით მონა ემსახურებოდა. იმ დროს მონები ადამიანებად არ ითვლებოდნენ,ასე რომ პატრონები მათ ცხოველებზე უფრო ნაკლებ ღირებულად თვლიდნენ და უმეტეს შემთხვევაში ნივთებად განიხილავდნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატრონს შეეძლო სისასტიკე გამოეჩინა მონის მიმართ, ამის ამკრძალავი კანონიც არსებობდა, თუმცა როგორც ჩანს ქალბატონი ლალაური კანონებს არ დაგიდევდათ.

პირველად ოჯახის ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა, რომ სახლში ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ჭორები დადიოდა,რომ ლალაურებთან მონები ხშირად მოჰყავდათ და შემდეგ ისინი უკვალოდ ქრებოდნენ, ასევე ხშირად იცვლებოდა მეთავლე ბიჭი, მზარეული და ა.შ.

ერთ დღეს მეზობელი თავის კიბეებზე იდგა,როდესაც მეტად უცნაური რამ დაინახა. ქალბატონი ლალაური თავის პირად მოახლეს ჯოხით ემუქრებოდა და სცემდა. მალე ისინი სახლის სახურავზე აღმოჩნდნენ, საიდანაც გოგონა გადმოხტა. მეზობელმა თვალთვალი გააგრძელა და დაინახა როგორ მარხავდა პატარა მონა გოგო გვამს ეზოში, კვიპაროსის ხის ქვეშ.

d3544d80228e
ამ ამბავს რა თქმა უნდა რეაქცია მოჰყვა მეზობლების მხრიდან, მათ საქმე სასამართლოში დასვეს და მალე ლალაურებს მონები ჩამოართვეს, ისინი აუქციონზე გაყიდეს. თუმცა ქალბატონი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა. იგი თავის ნათესავს შეუთანხმდა, მონები მას აყიდინა აუქციონზე, შემდეგ კი,ჩუმად ისევ სახლში დაიბრუნა.

ქალბატონმა მეზობლების და ქალაქის მაღალი ფენის გული ვეღარ მოიგო, ისინი უკვე ამრეზით უყურებდნენ და მის წვეულებებზეც აღარ დადიოდნენ.
1834 წლის აპრილში კი გაირკვა ამბავი,რომელსაც ლალაურების სახლი მალავდა. სამზარეულოში საშინელი ხანძარი გაჩნდა, ამბობენ რომ ეს მზარეულის ხელშეწყობით მოხდა,რომელიც ქალბატონისგან ამდენ წამებას ვეღარ ითმენდა. ასე იყო, თუ ისე, ცეცხლი მალე მთელ სახლს მოედო. მეხანძრეები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და მოულოდნელად იმას გადააწყდნენ,რასაც სავსებით არ ელოდნენ. ეს სხვენის კარი იყო, შიგნით კი ასობით მონა აღმოჩნდა ჩაკეტილი. თუმცა მხოლოდ ჩაკეტილები რომ ყოფილიყვნენ რა უჭირდათ. აქ ქალებიც იყვნენ და კაცებიც…ზოგი საოპერაციო მაგიდაზე იწვა… ზოგი ცხოველთა გალიაში იყო შეტენილი და ჩაკეტილი… მსხვერპლნი შიშვლები იყვნენ, ვინც მაგიდაზე არ იწვა, ის კედლებზე იყვნენ მიჯაჭვულნი. ზოგიერთ ქალს მუცელი ჩაჭრილი ჰქონდა, მის გვერდით მყოფები კი მუცლიდან ამოყრილი ნაწლავებით იყვნენ შეკრულნი… ზოგიერთს ხელები ტანის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა მიკერებული.. ერთ ქალს პირი ცხოველის ფეკალური მასებით ჰქონდა გატენილი და შემდეგ ტუჩები ამოკერილი… მამაკაცები უარეს დღეში იყვნენ, თვალები დათხრილი.. პირი ამოკერილი… ირგვლივ სხეულის სხვადასხვა ნაწილები თუ ორგანოები იყო მიმოფანტული.. უმეტესი ნაწილი მონებისა უკვე მკვდარი იყო, დანარჩენი ან აზრზე აღარ იყო, ან გამწარებული სიკვილს ითხოვდა.
დაზაფრულმა მეხანძრეებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა და ექიმებს გამოუძახეს. მონებიდან მხოლოდ რამოდენიმე გადარჩა, მაგალითად ერთი ქალი, რომელსაც ხელებიც და ფეხებიც მოჭრილი ჰქონდა, ასევე მეორე ქალი, რომელიც პაწაწინა გალიაში იყო ჩატენილი, ისე რომ კიდურების ძვალი სულ დამტვრეოდა.

ქალბატონ ლალაურზე ხმები ნიუ-ორლეანს წამში მოედო. ამბობდნენ,რომ მისმა ქმარმა არაფერი იცოდა ცოლის საქმიანობის შესახებ. მალე აღშფოთებული ხალხი ლალაურების სახლთან შეიკრიბა, ისინი ყვიროდნენ და შურისძიება წყუროდათ, მაგრამ უეცრად ჭიშკარი გაიღო და იქიდან ელვის სისწრაფით ეტლი გამოვარდა, რომელიც მალევე გაუჩინარდა. იმის შემდეგ ლალაურების ოჯახი აღარავის უნახავს. არსებობდა ჭორები, რომ ისინი ტყეში ცხოვრობდნენ, სხვანი ამბობდნენ, რომ საფრანგეთში გადასახლდნენო, ზოგიც ირწმუნებოდა ნათესავებმა შეიფარესო.
ამ ამბის შემდეგ ხალხი ირწმუნებოდა, რომ სახლიდან ღამე ყვირილის ხმები გამოდიოდა, ეზოში და ბალკონებზე კი აჩრდილებს ხედავდნენ.
1837 წელს სახლი აუქციონზე გაიტანეს და ერთმა კაცმა შეიძინა, მაგრამ სულ ტყუილად. მას ღამე არ ასვენებდა უცნაური ხმები, ტირილი, ყვირილი.. ასე რომ აქ დიდხანს ვერ გაძლო და წავიდა, თუმცა ოთახების გაქირავება გადაწყვიტა, მაგრამ მდგმურები მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდნენ, შემდეგ შეშინებულები გარბოდნენ ამ ადგილიდან. ბოლოს მეპატრონემაც ხელი ჩაიქნია და სახლი კვლავ მიტოვებული აღმოჩნდა..

1882 წელს სახლი კვლავ მაღალი საზოგადოების ადგილად გადაიქცა, რადგანაც მუსიკისა და ცეკვის სკოლა გაიხსნა. მაგრამ მალე საქმე ცუდად წავიდა, ადგილობრივი გაზეთები სკოლის მასწავლებელს მოსწავლე გოგონებთან გარყვნილ ურთიერთობაში სდებდნენ ბრალს, ამიტომ მალე სკოლა დაიხურა.

შემდეგ სახლში ერთ-ერთი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, კერძოდ ჟიულ ვიგნი მკვდარი აღმოაჩინეს, თურმე იგი ამ სახლში წლების განმავლობაში ჩუმად ცხოვრობდა.. რის გამო, ეს ვერ დაადგინეს.

1890 წლამდე სახლი კვლავ მიტოვებული იყო, მერე დაიწყო ამერიკაში დიდი გადმოსახლებები, ამ ადგილებში ბევრი იტალიელი ჩამოსახლდა, ბევრი მიტოვებულ სახლებს ყიდულობდა, რომ ახალი ჩამოსახლებულებისთვის მიექირავებინათ. ლალაურების სახლიც ამ რიცხვში მოხვდა, მაგრამ აქ ცხოვრებაზე არავინ არ თანხმდებოდა. მოკლედ სახლი კვლავ გაუდაბურდა და იმის შემდეგ კიდევ ბევრნაირი დანიშნულება ჰქონდა. ალბათ საინტერესოა მისი დღევანდელი მდგომარეობა. 2007 წელს სახლი ცნობილმა მსახიობმა ნიკოლას კეიჯმა შეიძინა 3,5 მილიონ დოლარად. დღესდღეობით კი ის ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის.

როგორ გამოიყურებოდა სახლი,როცა ნიკოლასმა შეიძინა

ee19880dbe9a

15aef26608cd

4f7b1f34286b

fda0a3c9674a

4b581ddc5f67

c763cca5ee3a

595fb424f346

97190dc6d9e7

91a4b748273d

70a2838883a0

aghast- Totentantz- by ირი ლეკვეიშვილი

მსგავსი ამბები

Back to top button