გასართობისაკითხავიუცნაური

პარალელური ცხოვრება

ყველასთვის ცნობილია, რომ ტყუპები უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან ვიდრე ნებისმიერი ძმა ან და. ბოლოს და ბოლოს ისინი ძალიან ბევრ დროს ატარებენ ერთმანეთის სამეგობრო წრეში. ზოგჯერ ეს სიახლოვე ექსტრემალური ხდება. მაგალითად: Greaze და Virginia Kennedy-მ გამოიგონეს საკუთარი ენა. Greta და Freda Chapman-ს კი შეეძლოთ ელაპარაკათ ერთი და იგივე, ერთდროულად და ერთნაირი ხმით. თითქოს და ისინი დაკავშირებულნი არიან ტელეპატიით.

Margaret Richardson-ს და Terry Connelly-ს ერთნაირი გემოვნება აქვთ, ორივეს ჰყავს 4 შვილი დაახლოებით ერთი ასაკის, ორივე მათგანი ერთი და იმავე დღეს დაქორწინდნენ. არ არის გასკვირი რომ ისინი ტყუპები არიან. გასაკვირი ის არის, რომ ისინი ერთმანეთს არც კი შეხვედრიან. ერთმანეთი მხოლოდ მაშინ გაიცნეს როცა ისინი 30 წლისები იყვნენ და მათი ოთხივე შვილი უკვე დაბადებული იყო.

მაგრამ რა ხდება როდესაც Margaret-ისა და Terry-ს მსგავსად ტყუპები დაცილებულები არიან დაბადების შემდეგ და იზრდებიან სხვადასხვა ოჯახში? იმოქმედებს თუ არა აღზრდა მათზე, თუ მათი საერთო გენები კვლავაც ნიშნავს რომ მათ ძალიან ბევრი აქვთ საერთო? უნივერსიტეტ Minnesota-ს პროფესორ Tom Bouchard-ს გადაუწყვეტია რომ ეპოვნა ამ კითხვაზე პასუხი. მოდით ვნახოთ როგორ გამოუვიდა :)

მან გამოკითხა 100ზე მეტი ტყუპისცალი, რომლებიც დაბადების შემდეგ დაშორებულები იყვნენ და არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. მათგან 64 ტყუპი იდენტური იყო. თითოეულ ტყუპისცალს გამოკითხეს ცხოვრების უნმიშვნელო დეტალებიც კი.

აღმოჩნდა რომ Margaret და Terry-ის შემთხვევა არ იყო უჩვეულო. გარდა იმისა რომ გამოკითხული ტყუპები ძალიან გავდნენ ერთმანეთს მათ ჰქონდათ ერთნაირი IQ, ჯანმრთელობის ერთნაირი პრობლემები, ერთი და იგივე ჰობი და ინტერესი, ერთნაირი დამოკიდებულება და პოლიტიკური შეხედულება. საოცარია მაგრამ ბევრი ტყუპი შეხვედრაზე ერთი და იგივე სამოსითაც კი მივიდა :) ხოლო შუა ხნის ქალბატონები კი ერთი და იგივე სამკაულებით. (როგორც აღვნიშნე ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ)

გამოკითხვის შემდეგ ტყუპები შეხვდნენ ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ მაგალითად Jerry და Mark Levy ორივე მეხანძრეები იყვნენ, ორივეს უყვარდა ერთი სახეობის ლუდი და ორივე იწონიდა ზუსტად ერთი და იგივეს.

და სანამ პროფესორი Bouchard-ის დასკვნას გეტყოდეთ მანამდე მინდა მოგითხროთ კიდევ ერთი დაუჯერებელი ამბავი რომელიც საოცარ “ჯიმი ტყუპებს” გადახდათ

საოცარი “ჯიმი ტყუპები”

Jim Springer-ი და Jim Levis-ი იგივე “ჯიმი ტყუპები” ცხოვრობდნენ აშშ-ში, ოჰაიოს შტატში. მათი დედა ღარიბი ემიგრანტი იყო. დაბადების თანავე 1939 წელს ისნი გააშვილეს სხვადასხვა ოჯახში. და მათ დაარქვეს ორივეს ახალმა ოჯახის წევრებმა ჯიმი. ეს პირველი დამთხვევა იყო მათ ცხოვრებაში.

და აი კიდევ 10 ძალიან დიდი მსგავსება მათ შორის:

*ორივე მათგანი იშვილა ქალმა რომლის ძმასაც ერქვა Larry.
*ბავშვობაში ორივეს ყავდა ძაღლი და ორივე ძაღლს ერქვა Toy.
*ორივე მათგანის პირველი ქორწილი იყო უიღბლო და ორივემ მეორედ მოიყვანა ცოლი. ორივეს პირველ ცოლს ერქვა Linda, და ორივე მათგანის მეორე ცოლს ერქვა Betty.
*ორივე ჯიმის პირველ შვილს ერქვა James Alan.
*ორივე ტყუპისსცალი იყო 184სმ და იწონიდა 83კგ-ს.
*ორივეს უყვარდა მოტოციკლეტით კატაობა და ორივეს ეზიზღებოდა კალათბურთი.
*ორივე მათგანს ჰქონდა მსგავსი ხელწერა და მსგავსი ექსპრესია.
*ორივე ატარებდა არდადეგებს ფლორიდაში ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას.
*მათი სახლები და ეზოებიც კი ძალიან გავდა ერთმანეთს.
*2002 წელს ორივე გარდაიცვალა ერთი და იგივე დაავადებით, ერთსა და იმავე დღეს.
და მრავალ ასეთ მსგავსებას იპოვით აქ

რაც შეეხება Bouchard-ის დასკვნას. მისი აზრით იდენტური ტყუპები ერთმანეთს უფრო ემსგავსებიან, თუ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იზრდებიან. როდესაც იდენტური ტყუპები ერთად ცხოვრობენ მათი მსგავსება ნაკლებია. ” მე არ ვამბობ რომ აღზრდა არ არს მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა მასზე ბევრი რამე დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია. – განაცხადა პროფესორმა. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენი დნმ-ი განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ დეტალს: IQ-ს, ჩვენს ჰობის, პოლიტიკურ დამოკიდებულებას, ჯანმრთელობას, ტანსაცმელს და საჭმელსაც კი რაც ჩვენ მოგვწონს. ”

იმედი მაქ ვინც არ დაიზარეთ და პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ მოგეწონათ :thanks:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close