არქივი

Top 6 ყველაზე გონიერი ცხოველი

508ff913ec4d

პირველ რიგში გამარჯობა ყველას! :) თვენახევრიანი პაუზის შემდეგ განვაგრძობ პოსტების წერას. მოკლედ ახალ სეზონს ვიწყებ .. : D დღევანდელი პოსტი მსოფლიოს ყველაზე გონიერ ცხოველებზეა.

1. შიმპანზე. (და არა ზოგადად მაიმუნი, რადგან დადგენილია, რომ შიმპანზეები უფრო დიდი ინტელექტით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა სახეობის მაიმუნები).

bb11a4640efc

რატომ მოხვდნენ შიმპანზეები ექვსეულის პირველ ადგილზე? მიზეზი მარტივია, ისინი ყველაზე მეტად გვგვანან ადამიანებს. ჩვენი დნმ-ის 98,4 %-ი ერთნაირია. განსხვავება კი მხოლოდ 1,6 %-ს შეადგენს, რაც ძირითადად გარეგნულ სხვაობაში გამიხატება. შიმპანზეები აგრეთვე ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. საფრთხის მოახლოებისას იყენებენ იარაღს, ისვრიან ქვებს, ჯოხებს, შუბებს. მათ ასევე შეუძლიათ მშვენივრად უმკურნალონ საკუთარ თავს, მოიშუშონ ჭრილობები, დაიამონ ტკივილი და ა.შ. შიმპანზეები ისევე გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, როგორც ჩვენ. ბრაზდებიან, უზარიათ და ტირიან კიდეც. მათი სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძივობა 60 წელია. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ შიმპანზე მსოფლიოში ყველაზე გონიერი ცხოველია.

2. რვაფეხა.

95ee693900f1

იცოდით, რომ აკვარიუმთან მიახლოებისას რვაფეხა ყოველთვის ადამიანის წინ დგას? ერთ-ერთ ზოოპარკში ჩაატარეს ექსპერიმენტი და დაადგინეს, რომ რვაფეხას ძალიან კარგად განვითარებული მხედველობითი მეხსიერება აქვს. ეს გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ის ხედავს ვინმეს, იქნება ეს ცხოველი თუ ადამიანი, იმეორებს იგივე მოძრაობებს რასაც ისინი. რვაფეხას ასევე შეუძლია იცნოს და ფორმის, ზომის, სიკაშკაშის მიხედვით სხვადასხვა საგნები განასხვავოს ერთმანეთისგან.

3. პატარა კბილებიანი ვეშაპი.

4e14e65ae6d1

პატარა კბილებიანი ვეშაპები ძალიან კარგად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, იქნება ესგაბრაზება, სიხარული თუ მშობლის მიმართ სიყვარული. უკანასკნელის განცდის უნარი რომ აქვთ ვეშაპებს, ამაში მეცნიერები ერთმა ფაქტმა დაარწმუნა. ერთ-ერთ სანაპიროზე მაცხოვრებლებს ვეშაპი დაუჭერიათ და მკვდარი ცხოველი იქვე დაუტოვებიათ. ეს მის ორ შვილს, ე.წ მარტოკბილებს უნახავთ და შემდეგ მაცხოვრებლები ყვებიან, რომ შორიახლო ყოველდღე ხედავდნენ დაობლებულ ვეშაპებს. მეცნიერების აზრით ამით ისინი დედამისს სცემდნენ პატივს.

4. დელფინი.

7860434266c5

მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ ჭკვიანი და საყვარელი ცხოველები არიან დელფინები. : )) მათ ყველაზე დიდი თავის ტვინი და ძლიერ დანაოჭებული ნახევარსფეროები აქვთ. დელფინები ასევე კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ ადამიანის წარმოთქმული სიტყვები შეძლებისდაგვარადაც გაიმეორონ. დელფინებს ბევრ ქვეყანაში იშინაურბენ და წვრთნიან. მით უმეტეს, რომ მათი გაწვრთნა პრობლემას არ წარმოადგენს.

5. სპილო.

65548dce5f62

რატომ სპილო? მისი ტვინის წონა 5 კილოგრამს შეადგენს! მიუხედავად იმისა, რომ ადვილად მოსაშინაურებელი არ არის, მას მაინც წვრთნიან და ხშირადაა შესაძლებელი მისი ხილვა ცირკის არენაზე. ამისათვის ძირითადად ინდურ სპილოებს იყენებენ, რადგან აფრიკული სპილო არ იწვრთნება. ამ ცხოველზე მუდმივად ნადირობენ, მათი ეშვები სამკაულების დასამზადებლად გამოიყენება, ამიტომ სპილოები გადაშენების გზაზე არიან და წითელ წიგნში არიან შეყვანილნი.

6. ღორი.

4fcab2cb414c

ღორის წარმოთქმაზე ალბათ ყველას ტალახში მხართეძოზე წამოგორებული ცხოველი გაგახსენდათ. ბევრ ჰგონია, რომ ღორი და ჭკუა ძალინა შორს არის ერთმანეთისგან. თუმცა რეალურად ღორი საკმაოდ ჭკვიანი და სხვარტი ცხოველია! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას აქვს რთული კომპლექსი შემეცნებითი შესაძლებლობებისა. ეს შეიძლება ნამდვილად უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მკვლევარებმა ეს დაამტკიცეს. მათ ღორი წაიყვანეს ლაბორატორიაში, ჩაურთეს ვიდეო თამაში და რამდენიმე ხნის შემდეგ ნახეს თუ რა კარგად თამაშობდა ეს ცხოველი! (ეს იყო მარტივი ვიდეო თამაში და არა განსაკუთრებული სირთულის). ასევე შეადარეს პრიმატებს და აღმოჩნდა, რომ  ამ თამაშს ღორმა უკეთესად გაართვა თავი. ასევე ღორს ძალიან მოსწონს მუსიკაც. და კიდევ, მკვლევარებმა შეძლეს და ღორს ჰანტელებზე გადახტომა და სათამაშო თეფშის მოტანა ასწავლეს.

მსგავსი ამბები

Back to top button