უცნაური

ყველაზე ხანდაზმული მშობიარე

b998dc9b2ec4

ინდოელი რაქო დევი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ მშობიარედ აღიარეს. მან შვილი 70 წლის ასაკში გააჩინა. რაქო და რამი 55 წლის ასაკში დაქორწინდნენ და წლების შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების წყალობით შვილიც შეეძინათ.

რაქო მეუღლის ოჯახის წევრებისაგან დიდ ზეწოლას განიცდიდა იმის გამო, რომ შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა და გაუმართლა კიდეც.

ამ დრომდე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მშობიარის ტიტულს ესპანელი ქალბატონი ატარებდა, რომელმაც 2006 წელს 66 წლის ასაკში ტყუპები გააჩინა, ერთ წელიწადში კი საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

P.S. ბოდიში პატარა სურათისთვის. :cry:

მსგავსი ამბები

Back to top button