არქივი

ცენტრალური კავკასიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები

2591082e4543

ამ პოსტში წარმოგიდგენთ გეგმარებით დაცულ ტერიტორიებს,ის ციკლი დავასრულე წარმატებით მგონი დაცულ ტერიტორიებზე…აბა ეხლა ეს ვნახოთ… :thanks:

ცენტრალური კავსკასიონის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მოიცავს: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით უკვე მომზადებულია აღნიშნული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები, რომლებიც განკუთვნილია მათი საწყისი 5 წლიანი მართვისათვს.

1. რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭის ტერიტორიებზე. იგი ვრცელდება ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიებზე, ზღვის დონიდან 500-4600 მ სიმაღლის ფარგლებში.

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი ფართობია 229 532 ჰა და იგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკს, 12 ბუნების ძეგლს, 4 აღკვეთილსა და 1 დაცულ ლანდშაფტს.

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორიას, სადაც გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი განათლება და ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების გონივრული გამოყენება ჰარმონიულად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული პარკი მთაგორიანი რელიეფითა და კლდოვანი მწვერვალების სიუხვით გამოირჩევა. კლიმატი ზოგადად სუბტროპიკული ზღვიური ტიპისაა. ეროვნული პარკი წყალუხვი მდინარეებით ხასიათდება. ჰიდროგრაფიულ ქსელის ძირითად არტერიას მდინარე რიონი და მისი მთავარი შენაკადი მდ. ცხენისწყალი წარმოადგენს, თავისი შენაკადებით. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია მთის სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, რაც რელიეფის სირთულითა და კლიმატური პირობების მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეებიდან 164 კავკასიის ენდემია, 26 _ საქართველოს ენდემი, ხოლო 5 _ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფლორის ენდემს წარმოადგენს, რაც ტერიტორიის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

საქართველოს `წითელ ნუსხაში~ შეტანილი სახეობებიდან რაჭა-ლეჩხუმ –ქვემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გვხვდება უთხოვარი (თახუს ბაცცატა), წაბლი (ჩასტანეა სატივა), იმერული მუხა (Qუერცუს იმერეტინა), უხრავი (Oსტრყა ცარპინიფოლია) და სხვა.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების ფაუნა ნაკლებადაა შესწავლილი. განსაკუთრებით მწირია ცნობები უხერხემლოთა შესახებ. დაუზუსტებელი მონაცემებით რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ძუძუმწოვართა 51 და ფრინველთა 152 სახეობა. საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებიდან აქ ბინადრობს: არჩვი (ღუპიცაპრა რუპიცაპრა), მურა დათვი (Uრსუს არცტოს), ფოცხვერი (Lყნხ ლყნხ) და სხვა.

766b26dcad43

მდინარე რიონის სათავეებში მცირე რაოდენობით უნდა ბინადრობდეს ჯიხვის ორი სახეობა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცყლინდრიცორნის) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცაუცასიცა). ორივე სახეობა კავასიის ენდემია.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებული ორნითოფაუნიდან საქართველოს `წითელ ნუსხაში~ შეტანილია შემდეგი ფრინველები: ბატკანძერი (Gყპაეტუს ბარბატუს), ორბი (Gყპს ფულვუს), მთის არწივი (Aქუილა ცრყსაეტუს), კავკასიური როჭო (თეტრაო მლოკოსიეწიცზი) და სხვა.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე გავრცელებულია რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების სხვადასხვა სახეობები.
ეროვნული პარკის შემოგარენში მრავალი საინტერესო არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია. პარკთან ყველაზე ახლოს მდებარეობს: გონის წმ. გიორგის ეკლესია (XI საუკუნე), კოშკები სოფელ ღებში, სვანური კოშკური არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტებით. მდ. ცხენისწყლის აუზში აღსანიშნავია სოფ. ხელედის ჩრდილოეთით, მწ. ლეკალდის (2244 მ) სამხრეთ კალთაზე მდებარე ლეკალდის ეკლესია. რეგიონი გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის სიუხვითაც.

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ტურიზმს უკავია. ამ თვალსაზრისით ეს არის უნიკალური მხარე, რამდენადაც აქ ტურიზმის მრავალი სახეობის განვითარების პერსპექტივა არსებობს, როგორებიცაა: ალპინიზმი, სამთო ტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვა.

კერძო ოჯახური სასტუმროებია ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის რაიონებში.
ადგილობრივი ტურიზმისა და რეკრეაციისათვის შესაძლებელია ონის რაიონის კურორტების – შოვისა და უწერის გამოყენება, სადაც ფუნქციონირებს პანსიონატები და კერძო სასტუმროები.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნების ძეგლები შერჩეულია მათი უნიკალური ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლების, კერძოდ, კარსტული რელიეფის და კირქვის სუბსტრატზე განვითარებული მცენარეულობის თავისებურების საფუძველზე.

6b313128bd4d

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს 4 აღკვეთილი: ასხის პლატოს აღკვეთილი, ხვამლის მასივის აღკვეთილი, შაორი-ხიხათას აღკვეთილი და სადმელის აღკვეთილი. აღკვეთილები გამოირჩევა კარსტული ღრმულებით, პლატოსებური უბნებით, კირქვული სერებითა და ღრმად ჩაჭრილი ეროზიული კანიონებით.

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ასევე დაცული ლანდშაფტის კატეგორიას, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ეკოლოგიური და ისტორიულ-კულტურული ღირებულებით.

2. ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიები

ზემო სვანეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის ადმინისტრაციული რაიონის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600-5200 მ სიმაღლის ფარგლებში და წარმოდგენილია შემდეგი კატეგორიებით: ზემო სვანეთის ეროვნული პარკი და ზემო სვანეთის დაცული ლანდშაფტი. მისი გეგმარებითი ფართობია 75901 ჰა.

ზემო სვანეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს მაღალი ეკოლოგიური ღირებულებისა და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალის მქონე ტერიტორიას.

ეროვნული პარკი მდებარეობს მდ. ენგურის აუზში. იგი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ეროვნული პარკისაგან გამოყოფილია სვანეთის ქედით.

ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემზე და მის სამხრეთით ქედებზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით აღმართულია მარადი თოვლითა და ყინულით დაფარული კლდოვანი მწვერვალები. ტერიტორია ხასითდება ნოტიო კლიმატითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტებით.

a1c7dc10f950

ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ორი უნიკალური წარმონაქმნი – გეომორფოლოგიური და გლაციოლოგიური თა¬ვი¬სე¬ბუ¬რე¬ბებით გამორჩეული ადიშის მყინვარი და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძველმყინვარული (ერატიული) ლოდი “ფერხულის ქვა”.

ზემო სვანეთის ეროვნული პარკის რთული რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო მრავალფერვანია მცენარეული სამყაროც. სვანეთის ფლორის თავისებურებაზე მიუთითებს მრავალი ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობის არსებობა. სვანეთის ფლორაში 212 სახეობა კავკასიის ენდემია, 52 სახეობა _ საქართველოს ენდემი, ხოლო 9 სახეობა – საკუთრივ სვანეთის ენდემია.
სვანეთის ტერიტორია კოლხეთის ბოტანიკურ-გეოგრაფიული პროვინციის ნაწილია, სადაც მრავლადაა რელიქტური სახეობები შქერი (ღჰოდოდენდრონ პონტიცუმ), წყავი (Lაუროცერასუს ოფფიცინალის), ბაძგი (Iლეხ ცოლცჰიცა), კოლხური სურო (Hედერა ცოლცჰიცა), კოლხური ბზა (Bუხუს ცოლცჰიცა), იელი (ღოდოდენდრონ ლუტეუმ), მაღალი მოცვი (Vაცცინიუმ არცტოსტაპჰყლოს) და სხვა.

ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ველური ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: მაჩვი (Mელეს მელეს), მგელი (ჩანის ლუპუს), მელა (Vულპეს ვულპეს), ტყის კატა (Fელის სილვესტრის), ტყის კვერნა (Mარტეს ფოინა), შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს), კავკასიური ბიგა (შორეხ ცაუცასიცუს), რადეს ბიგა (შორეხ რადდეი), კავკასიური თხუნელა (თალპა ცაუცასიცა).
საქართველოს “წითელი ნუსხის” სახეობებიდან გავრცელებულია არჩვი (ღუპიცაპრა რუპიცაპრა), აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცყლინდრიცორნის), დასავლეთაკავკასიური ჯიხვი (ჩაპრა ცაუცასიცა), მურა დათვი (Uრსუს არცტოს) და სხვა.

ფრინველებიდან ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი შემდეგი სახეობები: ბატკანძერი – (Gყპაეტუს ბარბატუს), სვავი (Aეგყპიუს მონაცჰუს), ორბი (Gყპს ფულვუს), მთის არწივი (Aქუილა ცრყსაეტუს) და სხვა.

ზემო სვანეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გვხვდება ქვეწარმავლებისა და ამფიბიების სახეობებიც. ამფიბიებიდან აღსანიშნავია მწვანე გომბეშო (Bუფო ვირიდის), ვასაკა (Hყლა არბორეა) და ჯვარულა (Pელოდყტეს ცაუცასიცუს). თევზებიდან მდინარეებში გვხვდება კალმახი (შალმო ტრუტტა).

ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე კი მრავალი საინტერესო არქიტექტურული ძეგლია, ძირითადად ეკლესიების სახით, რომლებშიც შუასაუკუნეების საინ¬ტერესო მხატვრობაა შემო¬რჩენილი. არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილია მნიშვნელოვანი ძეგლები.

ზემო სვანეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მდებარეობს მდ. ენგურის აუზში (მესტიის რაიონი). ოროგრაფიულად ზემო სვანეთის დაცული ლან¬დშაფტის ტერიტორია მოქცეულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამ¬ხრეთ ფერდობსა და სვანეთის ქედის ჩრდილო ფერდობს შორის. იგი დანაწევრებული რელიეფით გამოირჩევა. ზემო სვანეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მთის შედარებით რბილი, უქარო, ზომიერად ნესტიანი კლიმატით, საკმაოდ უხვთოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით ხასიათდება.
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გვხვდება საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი თელა (Uლმუს გლაბრა), უთხოვარი (თახუს ბაცცატა), მაღალმთის მუხა (Qუერცუს მაცრანტჰერა), მაჯაღვერი (Dაპჰნე Aლბოვიანა), წაბლი (ჩასტანეა სატივა), აგრეთვე, იშვიათი ენდემური სახეობები _ ენგურის მაჩიტა (ჩამპანულა სვანეტიცა), სვანეთის ბაია (ღანუნცულუს სვანეტიცუს) და სხვა.

a7bda8b138b2

ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: ზღარბი (Eრინოცეუს ეუროპაეუს), გრძელკუდა კბილთეთრა (ჩროციდურა რუსსულა), კურდღელი (Lეპუს ეუროპაეუს), კავკასიური წყლის ბიგა (შორეხ ცაუცასიცუს), ტყის კვერნა (Mარტეს ფოინა), მელა (Vულპეს ვულპეს), მაჩვი (Mელეს მელეს), აგრეთვე, საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვი (Uრსუს არცტოს) და სხვა.

ფრინველებიდან გვხვდება საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მთის არწივი (Aქუილა ცჰრყსაეტოს), ბატკანძერი (Gყპაეტუს ბარბატუს), ველის კაკაჩა (Bუტეოს რუფინუს), ჩვეულებრივი გუგული (ჩუცულუს ცანორუს), ქედანი (ჩოლუმბა პალუმბუს), ჩხართვი (თურდუს ვისცივორუს), ჩხიკვი (Gარრულუს გლანდარიუს), ჭოტი (Aტჰენე ნოცტუა), ჩვეულებრივი ტყის ბუ (შტრიხ ალუცო), მწვანე კოდალა (Pიცუს ვირიდის), დიდი ჭრელი კოდალა (Dენდროცოპოს მაჯორ), მომცრო ჭრელი კოდალა (Dენდროცოპოს მინორ) და სხვა.
დაცულ ლანდშაფტში წარმოდგენილია დარბაზული ეკლესიების უდიდესი ნაწილი. აქ შემონახულია უმდიდრესი არქეოლოგიური მასალა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური და კულტურული ცხოვრების ამსახველია.

დაცულ ლანდშაფტში შედის ჩვიბიანის მსოფლიო კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მდება¬რეობს ზემო სვანეთში, უშგულის თემში.

წყარო: http://www.dpa.gov.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button