საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოს უმსხვილესი აფიორები

კვაჭი კვაჭანტირაძემდე ვერ ქაჩავენ, მაგრამ მართლაც რომ არც ნიჭი აკლდათ, არც წარმოსახვის უნარი და არც სითავხედე ფულის შოვნაში :D

1. ჯორჯ პარკერი (George Parker) 1870 – 1936

ჯორჯ პარჯერი არის ცნობილი როგორც ერთ-ერთი მსოფლიოს უდიდესი აფერისტი. ამ გამჭრიახი გონების კაცმა, არც მეტი არც ნაკლები, New-York ის ღირსშესანიშნაობების გაყიდვით იშოვა ფული. მიმნდობ ტურისტებს მისი “დახლიდან” შეეძლოთ აერჩიათ ისეთი ობიექტები როგორებიცაა : თავისუფლების ქანდაკება (The Statue of Liberty), ბრუკლინის ხიდი (Brooklyn Bridge), გრანტის სამარხი (Grant’s Tomb) და მედისონის ბაღი (Madison’s Square Garden). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარკერმა ეს ყველაფერი არა ერთხელ, არამედ რამოდენიმეჯერ გაყიდა. მისი საყვარელი ობიექტი ბრუკლინის ხიდი იყო, რომელსაც კვირაში ორჯერ ყიდდა ორი წლის განმავლობაში, ამასთან მყიდველებს არწმუნებდა, თუ როგორ დიდ მოგებას ნახავდნენ ხიდზე გამშვებ-შემშვები პუნქტის დაყენებით. როგორც ჩანს ეს რჩევა რამდენიმე “ჭკვიანმა” მყიდველა გაითვალისწინა, რადგან პოლიციას ორი წლის განმავლობაში, რეგულარულად უხდებოდა გამშვები პუნქტების მშენებლობის შეჩერება.

რა თქმა უნდა ყველაფერს დამადასტურებელი მოწმობა სჭირდებოდა, მაგრამ ეს პარკერისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მან გააყალბა დოკუმენტები, სადაც იგი მოიხსენიებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტის ( აშშ-ს მე-18 პრეზიდენტი იყო Ulysses S. Grant) შვილიშვილად, შესაბამისად გრანტის სამარხის მემკვიდრედ და მფლობელად.

ჯორჯ პარკერი 3-ჯერ იქნა გასამართლებული აფერისტობისთვის და მე-3 სასამართლოზე მას შეუფარდეს უვადო პატიმრობა. სხვათაშორის იგი ყველაზე საყვარელი პატიმარი იყო მცველებისთვის, რადგან ისინი არ იწყენდნენ პარკერის ამბების მოსმენით. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა აფერისტმა 8 წელი გაატარა საპყრობილეში და გისოსების მიღმა დაიღუპა.

2. ვიქტორ ლასტიგი (Victor Lustig) 1890 – 1947

ვიქტორ ლასტიგი იყო წარმოშობით ჩეხი, მაგრამ მოღვაწეობდა, ამ სიტყვის ორაზროვანი გაგებით, საფრანგეთში, ფერძოდ კი პარიზში. იგი გაიწაფა თავის მეორად პროფესიაში, როდესაც მუშაობდა და მაქინაციობდა პარიზ – ნიუ-იორკს შორის მოძრავ ლაინერებზე, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში. შემდეგ ლასტიგი გვხვდება როგორც საფრანგეთის მთავრობის წევრი და პირალესილი აფერისტი. მის სახელს უკავშირდება აფიორა ეიფელის კოშკის (Eiffel Tower) გაყიდვასთან დაკავშირებით.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლასტიგმა მაშინდელი პარიზის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში დაიბარა 6 ბიზნესმენი. მან თავი წარმოადგინა როგორც ფოსტებისა და ტელეგრამების დეპარტამენტის უფროსი.ვიქტორმა ბიზნესმენებთან საუბარი მათი მოთაფლვით დაიწყო და უთხრა რომ ისინი შეირჩნენ თავიანთი მაღალი რეპუტაციისა და პატიოსანი მოღვაწეობის გამო. როდესაც საუბარი საქმეზე მიდგა, ლასტიგმა ეიფელის კოშკის გაყიდვის მიზეზად მისი შენახვის სიძვირე გამოაცხადა (მოგეხსენებათ, რომ ამ დროს პარიზი და მთლიანად საფრანგეთი ჯერ კიდევ სულმოუთქმელია მსოფლიო ომის შემდეგ და ამხელა შენობის შენახვის გაჭირვება, დამეთანხმებით, რომ მართლაც დამაჯერებელი მიზეზია). ბიზნესმენებს თვალწინ წარმოუდგათ თავისი თავი ლეგენდარული შენობის მეპატრონეთ და დაინახეს ის პერსპექტივა, რასაც ეიფელის კოშკი სთავაზობდა მათ. როდესაც ბიზნესმენებმა სული მოითქვეს, ადგილზევე ჩამოყალიბდა ერთგვარი აუქციონი რის შედეგადაც ლასტიგმა თავისი აფიორისგან მაქსიმუმი მიიღო. გამარჯვებულ ბიზნესმენს ბევრი არ დაუყოვნებია და “დამსახურებული” თანხა მფლობელს გადასცა. როდესაც ყველაფერი გაირკვა ლასტიგი და მისი თანაშემწე რობერტ არტურ ტურბილონი (Robert Arthur Tourbillon) მატარებელში ისხდნენ და ვენისკენ მიემართებოდნენ.

რამოდენიმე წლის შემდეგ ლასტიგმა კიდევ სცადა იგივე აფიორის განხორციელება, მაგრამ ამჯერად მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ჭკვიანი აღმოჩნდა და პოლიციას მოუყვა ყველაფერი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ვიქტორ ლასტიგი დაჭერას გადაურჩა და გადაიხვეწა.

ამ, მართლაც ჭკვიანი კაცის სახელს უკავშირდება ტყული ფულის საბეჭდ მანქანებთან დაკავშირებითაც. იგი აწყობდა მანქანის პრეზენტაციას, რომელსაც მართლაც შეეძლო დღეში 1000 დოლარის დაბეჭდვა. ამ ფაქტის მომსწრე ფულიანი ბიძიები მაშინვე ყიდულობდნენ მას 30 000 დოლარად. მაგრამ რა თქნა მათაც იმედგაცრუება ელოდათ იმიტომ, რომ ზემოთხსენებული მანქანა კუპიურებს მხოლოდ 2-3 დღე იძლეოდა, შემდეგ კი მისგან მხოლოდ მართკუთხედ ფურცლებს თუ მიიღებდნენ.

3. აბენგეილ ფრენკი (Abnagale Frank) 1948

აბენგეილ ფრენკი მორიგი აფერისტი ჩვენი სიისა, რომელიც დაიბადა ნიუ-იორკში 1948 წელს, გამოირჩევა იმით, რომ 21 წლის ასაკამდე მან შეძლო 26 ქვეყანაში 2.500.000 დოლარის ღირებულების ჩეკების გაყალბება და 2 ჯერ სასწაულებრივად სატუსაღოში მოხვედრისგან გადარჩენა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ფრენკმა თავისი ფული შეირგო და თავი დავიწყებას მისცა, წამოიწყო კამპანია აფიორების წინააღმდეგ. მისი რჩევები და მითითებები წარმოდგენილია ფილმში “დამიჭირე თუ შეგიძლია” (Catch me if you can). ამჟამად იგი FBI ს აკადემიის ლექტორია.

4. ჩარლზ პონზი (Charles Ponzi) 1882 – 1949

ჩარლზ პონზი, იტალიელი და აშშ-ში იმიგრირებული აფერისტი, აღიარებულია ამერიკის ყველაზე მსხვილი აფიორის ავტორად. მან დანერგა ერთგვარი მიმდინარეობა აფიორების დარგში, რასაც პონზის სქემა, იგივე პონზის ტყუილი ჰქვია (Ponzi Scheme). მისი ძვირადღირებული ტყუილი კი შემდეგში მდგომარეობდა: ჩარლზი მოურიგდებოდა ინვესტორს და რამეში ფულის ჩადებას აიძულებდა, თან პირდებოდა რომ მის ფულს 50% ს მოაგებინებდა 45 დღეში, ან 100%ს 90 დღეში. მსგავს გარიგებაზე მიდიოდა რამოდენიმე ინვესტორთან ერთად და წინა ინვესტორის “მოგებას” ანაზღაურებდა, მომდევნო ინვვესტორის ჩადებული ფულით, ხოლო თამასუქის დამადასტურებელ საბუთად უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილ კუპონებს ასაღებდა. საბოლოო ჯამში კი პონზის სარგებელი 30-40 მილიარდამდე მერყეობდა. მის კვალს, მოგვიანებით, გაჰყვა კიდევ ერთი ფულის მოყვარული კაცი ბერნარდ მედოფი (Bernard Madoff). მანაც სცადა ინვესტორთა ფულებით მანიპულაცია, მაგრამ ჩაიწვა და დაიჭირეს. წარმატების შემთხვევაში იგი აშშ-სგან 65 მილიარდ დოლარს გამოწოვდა.


ბერნარდ მედოფი (Bernard Madoff)

ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, თუმცა საფრთხეს ჩვენ ვერ შეგვიქმნიან ყოველ შემთხვევაში ჯერ ჯერობით :D:D , მაგრამ ინტერნეტში ხეტიალის გამო მომხმარებელი(დამწყები მომხმარებელი ძირითადად) შეილება მოტყუვდეს online აფერისტებისგან. ასეთი ტიპის მატყუარებისთვის ყველაზე საყვარელი ხერხია ყალბი რეკლამა, რომლის მეშვეობითაც მას ან სასურველ გვერდზე გადაყავს ინტერნეტ-მომხმარებელი ან ავრცელებს ვირუსს. რა თქმა უნდა ასეთი რეკლამების გარჩევა შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ხალხი დღითიდღე იწაფება თავის საქმეში და ჭკვიანდება.

ხერხები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ტყუილი რეკლამის გარჩევა ნამდვილისაგან:

1. რეკლამაზე ინფორმაცია გადმოცემულია მსხვილი ასოებით.
2. რეკლამა გთავაზობს ნივთების რაიმე ჯგუფს, მაგრამ ამ ყველაფრიდან ჩამოთვლილია რამოდენიმე.
3. რეკლამა გთავაზობს ძვირიან ნივთებს (მაგალითად Iphone, Ipad, Vertu) ძალიან დაბალ ფასებში.
4. რეკლამაზე დატანილი ტექსტი ხშირ შემთხვევაში გრამატიკულად გაუმართავია.
5. რეკლამა (ალბათ ყველაზე ნაცნობია ქართული ინტერნეტ-სივრცისთვის), რომელიც წარმოადგენს რაიმე მინი თამაშს. მე-5 ან მე-3 დაჭერაზე გაგაკეთებინებს სასურველ ოპერაციას და რა თქმა უნდა, ესეც ყალბი რეკლამაა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close