საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართული ცურვა


ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ქართული ცურვის სახეობები… იმედია მოწონებას დაიმსახურებს ცურვის მოყვარულებში.
სურათები და მწირი ინფორმაცია ნახეთ სრულიადში..
ხელფეხშეკრული “კოლხური”

სამხედრო-საწრთვნელი ყაიდა. ცურვის პროცესი იგივეა, რაც თავისუფალი კოლხურის დროს, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ტანზე მიჭერილი ხელები იდაყვის ზემოთ და მაჯებთან, ფეხები კი მუხლებთან და კოჭებთან ფართო ღვედებით შეკრულია (შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომობილის მგზავრის უსაფრთხოების ქამრებისაგან დამზადებული ღვედები).

“აფხაზურა”

თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში გვერდულად გაწოლილი, თავი შეტრიალებულია მარჯვენა მხრისკენ, ისე რომ სუნთქვის გასაადვილებლად სახე წყლის ზემოთ იყოს მოქცეული. მოძრაობები სრულდება თევზის კუდის მსგავსად (დელფინის კუდისაგან განსხვავებით) შეტყუპებული ფეხებით და მენჯ-წელით.

“ოკრიბულა”
თახვის პოზაში, ოღონდ ხელებია წინ გამართული, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით. ამ მდგომარეობაში სრულდება თახვიას მოძრაობები.

“იბერიული”



ტანის მდგომარეობა – გაჭიმული ტანი თითქმის წყლის ზედაპირთანაა, გამართული ფეხები შეერთებულია ერთად, წინ გამართული ხელები, ხელის მტევნები ერთმანეთზეა დადებული წყლის ზემოთ ოდნავ წამოწეული თითებით, თავი ჩაშვებულია წყალში ხელებ შუა, სახით ქვევით. ასეთი მდგომარეობა შეესაბამება სრიალის მომენტს და პირობითად შეიძლება ჩაითვალოს საწყის მდგომარეობად. ამ მდგომარეობაში სრულდება თავისუფალი კოლხურის მოძრაობები (სუნთქვა, მენჯისა და შეტყუპებული, გამართული ფეხების მოძრაობები).

“თახვია”

თავისუფალი კოლხურის პოზაში წყალში ზურგზეა გაწოლილი. მოძრაობები სრულდება ძირითადად შეტყუპებული ფეხებით ქანქარისებურად ზევით-ქვევით, თითქოს ტერფებით მკვეთრად უნდა ამოარტყა ბურთს ქვემოდან.

“ხაშურული”

თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც თავისუფალი კოლხურის ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა ბრასის წესით

“ქიზიყური”

თავი, ტანი და ხელები თავისუფალი კოლხურის პოზაშია. სუნთქვა ხორციელდება, როგორც კროლით ისე თავისუფალი კოლხურით ცურვის დროს. მხოლოდ ფეხებით სრულდება ინტენსიური მოძრაობა კროლის წესით.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close