გასართობისასარგებლოუცნაური

ტანგო

არ მიყვარს პატარა პოსტები მაგრამ მომიტევეთ ეხლა ისე ვარ აღშფოთებული რომ რაღაც მაინც უნდა დავდო ტანგოზე :D

უუუუუუუუუმც…ტანგო!!! ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ, რომელიც მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. არ შეიძლება იმას ერქვას ადმაიანი და ესმოდეს მუსიკა, რომელსაც ტანგოს ცეკვის ყურებისას გული არ აუჩქარდებდა, სუნთქვა არ შეეკვრება , არ დაბუძგლავს და რომლის ცეკვის დროსაც სხეულს არ დაუთმობს მის რითმებს…

საერთოდ ტანგო ჩამოყალიბდა ბუენოს აირესში, არგენტინა და მონტევიდეოში, ურუგვაი. ევროპელი ემიგრანტების, ძირითადად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი ხალხის კულტურისა და ტემპერამენტის შერწყმით. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული “ბინძური ცეკვების” ნუსხაში შედიოდა და ამიტომაც იგი მიღებელი იყო საზოგადოების მაღალი ფენებისთვის და დიდებული ევროპისთვის,მაგრამ ამ ცეკვამ მალე მოხიბლა ხალხი, მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა სანამ მთელს მსოფლიოს არ მოედო. თავიდან არსებობდა მხოლოდ ტანგო ქრიოლო ანუ უბრალოდ ტანგო,შემდგომში იგი დაიხვეწა, განვითარდა და დღეისთვის მისი მრავალი სტილია ცნობილი: მათ შორის არგენტინული ტაბგო, ურუგვაული ტანგო, ფინური ტანგო და საბალეტო ტანგო (ამერიკა და საერთაშორისო სტილი ). თუმცაღა ორიგინალური ტანგო უფრო ახლოსაა არგენტინულ და ურუგვაული ტანგო. ტანგოს სხვადასხვა სტილია: Tango Argentino Tango Oriental (uruguayo) Tango Canyengue Tango Liso Tango Salon Tango Orillero Tango Milonguero (Tango Apilado) Tango Nuevo…

მარტო ამ ვიდეოს ყურების შემდეგ სული თუ არ შემეხუთებოდა არ ვიცოდი :D :D

ეს ცეკვა გავრცელებულია 1910–იან წლებში. მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სალონური და ესტრადული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4, ტემპი – ზომიერი.
ჩემი აზრით და ვთვლი რომ წარმოუდგენელია ტანგო იცეკვო ისეთ პარტნიორთან, რომელიც ოდნავადაც მაინც არ გიზიდავს. ტანგოს მოძრაობები მოითხოვს მთელ გულს, გრძნობას, ვნებას, იგი მთელი ეშხით უნდა იცეკვოთ, სხეულშეწებებულებმა. რა თქმა უნდა თუ პროფესიონალი ხარ ყველასთან უნდა შეგეძლოს ცეკვა, რამდენჯერ ვისწავლე მაგრამმ ამჟამად რაღაც ორიოდე მოძრაობა თუ მახსოვს :( და მაინც , ტანგო მაინც ყველაზე ვნებიანი და სექსუალური ცეკვა. მძაფრი გრძნობები უნდა გქონდეს განვითარებული რომ იცეკვო, უნდა შეგეძლოეს თითოეული ბგერის შეგრზნება, თითოეული შეხების შეგრძნება და ეს ყველაფერი მთლიანად უნდა განთებდეს… ღმერთმანი საოცარი ცეკვაა ტანგო !

“ეს ტანგოა”

სიბნელე, სცენა და შენ.
ტალღები მეხება მუსიკის
ეს ტანგოა…
ცეცხლი ჩემში,
ექსტაზი სცენაზე
ფიზიკური ლტოლვა და შენ.
სხეული ხურს,
ორთქლი ასდის.
მუსიკა ჩემში
ტრიალებს, ბრუნავს
ეს ტანგოა…
სიამოვნება, კმაყოფილება და
ექსტაზი, ექსტაზი,
გეხება სხეულით
ეს ტანგოა…

P.S_ რად ღირს პოსტი ტანგოზე თუ ლექსითაც არ დამშვენდდა?

ნაწყვეტი ფილმიდან “ქალის სურნელი” (შესანიშნავია)

დიდი მადლობა ყურადღებისთვის… ქალბატონებო და ბატონები იცეკვეთ ტანგო!!! ეს ხომ მშვენიერია?

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close