არქივი

გამქრალი ცივილიზაციები. ატლანტისი – მითი თუ რეალობა?

6fedd9a24926

23 საუკუნეზე მეტმა გაირბინა იმ დროიდან რაც ანტიკური ხანის ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა (ჩV. წ-მდე 427-347 ან 428-348) თავის დიალოგებში “ტიმეოსი” და “კრიტიასი” აღნუსხა ცნობები ატლანტისის შესახებ. აქედან მოყოლებული მითიურ მატერიკსა და მის მკვიდრ ლეგენდარულ ხალხზე დავა არ შემწყდარა. პლატონიდან დღემდე ამ საკითხზე 25 000-მდე ტომი დაიწერა.

aa3c16c86e1b

ატლანტისის ამბები პლატონმა გვიპტეში მოგზაურობიდან 50 წლის შემდეგ აღწერა.
“ოდეს საზარელი მიწისძვრანი და წყლით რღვნანი მძვინვარებდნენ, – ვკითხულობთ დიალოგებში, – ერთ დღესა და ავბედით ღამეში მღელი თქვენი მხედრობა ( იგულისხმება ბერძენთა მხედრობა ) ერთიანად უფსკრულს დაინთქა და კუნძული ატლანტიც გაუჩუნარდა, ზღვაში ჩაიძირა. ამიტომაა იქაური ზღვა დღესდღეისობით სანაოსნოდ გამოუსადეგარი და გამოუკვლეველი. ნაოსნობას აფერხებს შემდგარი ლაფის სიმრავლე, რაიც ჩაძირული კუნძულის შემდეგ დარჩენილა.”

29900071cd21

ძველფრიზული ხელნაწერი

“მე, ჰიდო ტონომატ ოვირა ლინდა ვაკი, ვარიგებ ჩემ ვაჟს, რომ გაუფრთხილდეს ამ წიგნებს როგორც თვალთა ჩინს. ეს ჩვენი ხალხის ისტორიაა. შარშან ისინი შენთან და დედაშენთან ერთად წყალდიდობისაგან გადავრჩინე. ისინი დაიწერა ლეუდვერდში 3449 წელს ადლანდის ქვეყნის დაძირვიდან”.

საინტერესოა რომელი დაძირვაა აღწერილი ამ ხელნაწერში? მეცნიერთა აზრით არლანტისმა თავისი არსებობის გზაზე რამდენიმე კატასტროფა განიცადა.

პორველი კატასტროფა სავარაუდოდ 800.000 წელს მომხდარა. მას მნიშვნელოვანი ცვლილებები შეუტანია ხმელეთის განლაგებაში. ატლანტისს ჩამოშორებია ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც მეორე კატასტროფის დროს ორ კუნძულად გაყოფილა. ფორმა უცვლია ამერიკის კონტინენტს. ჩაძირულა ეგვიპტე. მესამე ლატასტროფის დროს მხოლოდ უმნიშვნელო კუნძული – პოსეიდონი გადარჩა. ეგვიპტე კვლავაც ჩაიძირა. მეოთხე კატასტროფის დროს მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილ ცუნამს კუნძული ოკეანეში ჩაუთრევია. ეგვიპტე მესამედ დაიძირა. ამ დროს საჰარა, როგორც გობის უდაბნო ზღვის ფსკერი იყო.

52598cd922b6

-დაღუპული მატერიკის ამბავი ჩემი მასწავლებლის პლატონის გამოგონილია, რათა უკეთ ექადაგა თავისი მოძღვრება – განაცხადა დიდი ფილოსოფოსის მოღვაწემ და პირველმა ოპონენტმა არისტოტელემ (ჩვ. წ.-მდე 384-322 წწ)

ოკეანის ფსკერის თანამედროვე გეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ არისტოტელეს დავა მოძღვართან საფუძველს მოკლებული არ იყო.

71c1e0842e0d

მსგავსი ამბები

Back to top button