ახალი ამბებიგასართობიკრეატივი

ორიგინალური სკეიტბორდები


ამერიკაში, ერთ-ერთმა ნაკლებად ცნობილმა საიტმა www.booooooom.com გამოაცხადა ორიგინალური კონკურსი რომელსაც მონაწილეები საქართველოდანაც გამოუჩნდა.
ნებისმიერ ინტერნეტის მომხმარებელს შეეძლო დარეგისტრირებულიყო ამ საიტზე და კონკურსის თანახმად გაეკეთებინა ნებისმიერი მასალისგან სკეითბორდის ფორმის საგანი. კონკურსის თანახმად კი აუცილებელი არ იყო ამ “სკეითბორდს” შეძლებოდა ადამიანის ტრანსპორტირება. გამარჯვებული კი მიიღებს ახალ სკეითბორდს. მე კი წარმოგიდგენთ ამ კონკურსის მონაწილეებს.

კონკურსის პირველი მონაწილე გახლავთ ფერლი ვაუგჰანი ინგლისიდან. მან გადააკეთა საკუთარი ლეპტოპი სკეითბორდად და წარმოგვიდგინა ჩვენ.

მეორე მონაწილე გახლავთ ლუკას რიჩარდსი საფრანგეთიდან. მან თავისი სურათი წარმოადგინა ლოზუნგით Skateboarding Hurts (სკეითბორდინგი მტკივნეულია).

მესამე კონკურსანტი გახლავთ ჯიმ მეზეი. მან ეს სკეითბორდი გააკეთა ხის ნაწილებისგან და ტანსაცმლის საკიდისგან.

მეოთხე მონაწილე გახლავთ ხილის მოყვარული ბრაიან ტელოკი ამერიკიდან. მან ძალიან ორიგინალურად გამოიყენა ბანანი და მისგან დაამზადა სკეითბორდი.

კონკურსს მონაწილე ასევე ჩვენი მშობლიური საქართველოდანაც გამოუჩნდა. ეს გახლავთ გიორგი ნებიერიძე. მან საკუთარ ქმნილებაში გამოიყენა თამბაქო და მისი შესახვევი საშუალება.

და ბოლო მონაწილის არაჩვეულებრივი სკეითბორდი დაამზადა ჯეიმი ნიუტონმა, რომელიც არის ყინულისგან გაკეთებული და კონკურსის ორგანიზატორების ერთ-ერთი ფავორიტია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close