არქივი

ბუნებისგან მოტყუებულნი (ნაწილი 1)

2ccdc30167b6
ნაოსნობის ოცდაათწლიანი გამოცდილებითა და ბრიტანეთის ადმირალიტეტის ნებართვით აღჭურვილი შოტლანდიელი მკვლევარი ჯონ როსი 1818 წლის აპრილში ლონდონიდან ორი გემით გაეშურა დასავლეთისკენ. მიზანი იყო უაღრესად სასურველი საზღვაო მარშრუტის-ჩრდილო ამერიკის ან მის მახლობლად გამავალი ჩრდილო-დასავლეთის გზის პოვნა. ასეთი მარშრუტიოს არსებობა სადავო იყო, თუმცა პოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანი. იმ დროს ყველასავაჭრო საქონელი ზღვით გადაჰქონდათ, აქედან გამომდინარე ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის ძიება საერთაშორისო აკვიატებად იქცა- ის იყო კვლევების სტიმულის მიმცემი, ახალი სამყაროს შესახებ თვალუწვდენელი ფანტაზიების გასაქანიცა და განსაცდელიც. მანამდე, ვიდრე 1818 წლის ექსპედიცია ზღვაში გავიდოდა, ამ მარშრუტს მკვლევრები 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლო 75 წლის მანძილზე კი ბრიტანეთის მთავრობა ჯილდოს სახით 20ათას ფუნტს (ახლანდელ 2 მილიონ ფუნტს) სთავაზობდა მას, ვინც ამ გზას აღმოაჩენდა. დაახლეობით 10 წლით ადრე, ვიდრე როსი პორტიდან გავიდოდა, ლუის მერივედერისა და უილიამ კლარკის ცნობილმა ლაშქრობამ შეერთებულ შტატებში ცხადყო, რომ ამ ორ სანაპიროს არც ერთი სანაოსნი მდინარე არ აკავშირებდა, ამიტომ ამის შემდეგ მეცნიერებმა ჩრდილოეთით, კანადური არქტიკისგენ დაიწყეს ცქერა. მართალია, 9 წლის ასაკიდან ფლოტში იმყოფებოდა, მაგრამ ყველაზე სორს როსი შვედეთში იყო ნამყოფი, სხვაგან კი-ინგლისის არხში, დასავლეთ ინდოეთსა და ხმელთაშუა ზღვაში. ფაქტობრივად უილიამ ბუფის შემდეგ, 200 წლის მანძილზე არც ერთ მკვლევარს არ გაუცურავს ინგლისიდან არქტიკისაკენ.
455b2ca24ad5
2ccdc30167b6
ამგვარად, ეს თანამედროვე სამეფო ფლოტის პირველი არქტიკული ექსპედიცია იყო. ბაფინის რუკებიდან და ანგარიშებიდან როსმა იცოდა ბაფინის ზღვა და მის ჩრდილო-დასავლეთ სატავეებთან მდებარე სამი სრუტის- სმიტის, ჯონსისა და ლანკასტერის შესახებ. მან გადაწყვიტა სამივე სრუტეში შესულიყო და ენახა, რომელიმე მათგანი ხომ არ ხვდებოდა ამ ნანატრ ჩრდილო დასავლეთ გასასვლელზე. ივლისში, ზღვაში გასვლიდან 3 თვის შემდეგ, ე კიპაჟმა ბაფინის ზღვას მიაღწია. ეს იყო ტრიუმფი, რადგან ბაროუსს აშკარად ეპარებოდა ეჭვი მის არსებობაში. მას შემდეგ რაც დაასკვნეს, რომ სმითის და ჯონსის სრუტეები გაუვალი იყო, დადგა ლანკასტერის ჯერი, რომელიც როსმა ამ სამიდან ყველაზე ოიმედისმომცემად მიიჩნია, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, როდესაც მათ იქ მიაღწიეს, სრუტეზე სქელი ნისლი იდგა. სხვა გზა არ იყო, უნდა დაეცადათ. ბოლოს, 31 აგვისტოს ნმაშუადრევს 3 საათზე, ერთმა ოფიცერმა როსის კაიუტის კარზე დააკაკუნა და მოახსენა, რომ ცა მოიწმინდა. კაპიტანი მაშინვე გემბაზე გავარდა. მალე ნისლი აიწია და როსი ანმგარიშში წერდა:აშკარად დავინახე მიწა-ყურის ფსკერთან ჩანდა მტაგრეხილი, რომელიც ჩღდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით გრძელდებოდა. ხმელეთი 8 ლიეს (27 მილი) მანძილზე ჩანდა. ჩრდილო და დასავლეთ მიმართიულებას შუა მდებარე მთებს ადმირალიტეტის მდივნის პატივსაცემად კროკერის მთები ეწოდება
bdad411d1eac
89181549f61d

ამგვარად, ლანკასტერის სრუტე მოხლოდ შესასვლელი იყო, რომელიც ბაფინის ზღვიდან დასავლეთის მიმართულებით წყნარ ოკეანაზე სანაოსნო გზით კი არ გადიოდა, არამედ ბოლოვდებოდა ხმელეთით-ფართოდ განფენილი ყინულოვანი მაღალი მწვერვალებით. ასე დასრულდა როსის მოგზაურობა არქტიკისკენ. მაგრამ ერთი უცნაური რამ მოხდა, როსის მოადგილე უილიამ პარი მოშორებით მიცურავდა მეორე გემით. მას არ დაუნახავს ის მთები, რომელიც როსმა თქვა რომ გზას უკეტავდა ლანკასტერის სრუტეს. როცა შინ დაბრუნდა, ეს ფაქტი მან ბაროუსს ამცნო. მას კი მთების არარსებობის იდეა უფრო მოეწონა, ვიდრე არსებობისა. ის პარის სიტყვებს ენდო და დაასკვნა რომ კაპიტანი შეცდა. როსს დასცინეს თუმცა მისი მთავარი მიღწევა ის იყო, რომ ბრიტანეთის გემით აღმოსავლეთის სახიფათო წყლები გაცურა და მშვიდობით დაბრუნდა. ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციები შეკრიბა მოქცევების, ყინულისა და მაგნეტიზმის შესახებ და უამრავი გეოლოგიური ნიმუში ჩამოიტანა. მისი რეპუტაცია კი ნელ-ნელა გაიცრიცა და სულ ჩაიძირა. 1818 წლის ექპსედიციის დაბრუნებიდან ნახევარი წლის შემდეგ ბაროუმ არი გააგზავნა ლანკასტერის სრუტისაკენ , რათა მას დაეზუსტებინა არსებული ცნობები.
7b49b00f243e
მეორე ნაწილში გაიგებთ თუ როგორ დასრულდა ეს მოგზაურობა და რა შედეგი გამოიღო მან. იყო თუ არა როსი მართალი?

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button