სასარგებლოსაქართველოუცნაური

Eduardo Surita (DUDU) ნახევრად ქართველია

Eduardo Surita (DUDU) -ბრაზილიელი ტელეწამყვანი და მსახიობი, მას მიჰყავდა ბრაზილიურ ტელარხ “CAPRICHO”-ზე მუსიკალური გადაცემა, თუმცა მის პოპულარობას ხელი იმანაც შეუწყო რომ “DUDU” ძალიან გავს ცნობილ კანადელ მომღერალს “ჯასტინ ბიბერს”. ის პოპულარული გახდა “ჯასტინ ბიბერი”-ს სიმღერის one lees lonley-ის პაროდიის გაკეთების შემდეგ რომლის შესახებაც თვით ჯასტინსაც გაუგია და სიმპათია გამოუხატავს ბრაზილიელი ფანის მიმართ. “DUDU” ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს მას მამა ესპანელი ყავს (Alex Surita) დედა კი ბრაზილიაში დაბადებული და გაზრდილი წარმოშვებით ქართველი ანა დიასამიძე გახლავთ (Ana diasamidze)

ეხლა კი გთავაზობთ ინტერვიუს სადაც “DUDU” საქართველოზე საუბრობს

ბრაზილიელ ტელემაყურებელს უკვე მოენატრე, რატომ გადაწყვიტე ესპანეთში წასვლა?

მამა ესპანელი მყავს და გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ მხარეს სადაც მამა დაიბადა და გაიზარდა, მამას ოჯახი მაშინ წავიდა ბრაზილიაში როცა მამა ძალიან პატარა იყო ეხლა კი დროა ისევ დავბრუნებულიყავით ესპანეთში, თან მქონდა ესპანეთიდან შემოთავაზებები ტელეგადაცემებსა და ფილმებში, რომლებთანაც დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მომიწევს ესპანელი თიეიჯერებს შევაყვარო თავი ისე როგორც ბრაზილიელებს

გაგიჭირდა სხვა ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

არა არანაირად იმიტომ რომ ესპანურს კარგად ვფლობ და ბევრი ესპანელი მეგობარიც მყავდა აქ ჩამოსვლამდე, ესპანური რომ არ ვიცოდე ინგლისური თითქმის ყველას ესმის და არ გამიჭირდებოდა, ინგლისურის გარდა კიდევ ვიცი ქართული ენა :) ვერ ვიტყვი რომ ვფლობ მაგრამ ვახერხებ, ვინც არ იცის საქართველოს შესახებ ვიტყვი რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში!

როგორც ვიცით დედათქვენი ეროვნებით ქართველია, თუ დადიხარ დედის სამშობლოში?

დედა წარმოშვებით ქართველია მაგრამ როგორც მე ისიც ბრაზილიაში დაიბადა და გაიზარდა, ზაფხულში ვიყავით ერთ ქალაქში “ბათუმი” ქვია ძალიან მოგვეწონა ზღვა, კლუბები, პარკები და მრავალი გასართობი ადგილებია თუმცა ქვეყანა როგორც ვიცი ეხლა იწყებს აღმშენებლობას რამოდენიმე წლის წინ კორუფცია და კრიმინალი იყო გაბატონებული მაგრამ დღევანდელი მთავრობა ცდილობს ევროპული ქვეყნის აწყობას, უამრავი რამე კეთდება, დედამ კარგად არ იცის იქაური ენა მე უფრო კარგად ვისწავლე :) თუმცა სწავლის პროცესში ვართ

იქაური თინეიჯერები თუ გცნობდნენ?

კი რამოდენიმემ მიცნო ვინც ვიყავი ზოგს კი “ჯასტინ ბიბერი” ვეგონე და მაგაზე კარგად ვხალისობდი, ზოგი ცდილობდა სოციალური ქსელების საშუალებით დამკავშირებოდა მაგრამ “facebook”-ზე და “twitter”-ზე ბევრი ექაუნთი არსებობს ჩემი სახელით და რამოდენმემ იქაური სოციალური ქსელზე დარეგისტრირება მთხოვა. odnoklassniki.ru ზე რეგისტრაცია გავიარე და ის სახელი და გვარი დავიწერე რასაც დედა მეძახის და ქართველები , ეს არის ქართული სახელი “დაჩი” გვარი კი დედის გვარი გავიკეთე, ძალიან ვხალისობდი ზოგი ადამიანის კომენტარებზე რომლებსაც სადღაც ვყავდი ნანახი და ფიქრობდნენ რომ ვიღაც ბოროტად სარგებლობდა ცნობილი ადამიანის ფოტოებით, თუმცა ადგილი ქონდა ჩემი ფოტოების გადაკოპირების და უამრავი ქართული სახელი და გვარი იყო რაზეც ჩემი ფოტოები იდო.

წყარო: მე და უცხოური პრესა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close