ახალი ამბებისაკითხავი

შავი ზღვის ფსკერზე junkers-52


ოდესაში შავი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული თვითმფრინავი “junkers-52″. არქეოლოგები თვლიან, რომ ეს არის უნიკალური აღმოჩენა, რადგან ასეთი ტიპის “junkers”-ები მხოლოდ ოცამდე თუ არის შემორჩენილი.
ეს საბრძოლო თვითმფრინავი უკვე 60 წელზე მეტია, რაც წყლის ქვეშ იმყოფება.

ტრანსპორტი არც ისე ცუდ მდგომარეობაში არის შემონახული, მაგრამ მისი ამოყვანა ზედაპირზე ჯერჯერობით შეუძლებელია. წყალქვეშა მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ვორონოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის 70% უვნებლად არის შემონახული.
“იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში არც ერთ მუზეუმს არ გააჩნია ასეთი ტიპის ტექნიკა – ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. დიახ ის ჩამოაგდეს და ჩამოგდებისას იწვოდა, მაგრამ ის მაინც ყველაზე კარგ მდგომარებაში იმყოფება ამ ტიპის თვითმფრინავებს შორის.” – ამბობს ვორონოვი.
ამჟამად “junkers-52″-ს თხრიან შლამიდან. უკვე ამოიღეს პილოტების ნივთები და ერთადერთი მგზავრის ნეშთი.
ასევე ამოიღეს საქაღალდე, რომელშიც აღმოჩნდა საბუთები და გერმანიისა და უკრაინის რუკები. სერგეო ვორონოვი დარწმუნებულია, რომ საქაღალდე უკეთვნოდა გერმანული საჰაერო ძალების ოფიცერს. საბუთების გარდა მყვითავებმა იპოვნეს საფრენი სათვალეები, სანავიგაციო სახაზავები, გერმანული სვასტიკა, ბატარეებზე მომუშავე ფანარი. სხვათაშორის, მეცნიერები თვლიან, რომ ყველაზე საინტერესო შლამში იმალება.

წყარო: ambebi.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close