არქივი

რაიმონდ ლოუი – სამრეწველო დიზაინის პიონერი

84e21d202124
დღეს გიამბობთ რაიმონდ ფერნანდ ლოუის შესახებ,რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელია და ზედმეტი არ იქნება თუ მას კომერციული და სამრეწველო დიზაინის პიონერს ვუწოდებთ.მისი “სამუშაო არეალი” საკმაოდ ვრცელია და მისი ხელწერა “დატანილია” ავეჯსა და ავტომობილებზე,საფოსტო მარკებსა და “მფრინავ” ობიქტებზე.მას ასევე მოდის სფეროც “ენათესავებოდა”.რაიმონდ ლოუის ცხოვრება ჩვეულებრივად დაიწყო დაბადებით :)

ის დაიბადა 1883 წელს პარიზში,იქვე მიიღო საინჟინრო განათლება.თავდაპირველად ის ავტომანქანებით დაინტერესდა.ეს ინტერესი ძალას იკრებდა და მაგრამ კარზე რაიმონდს პირველმა მსოფლიო ომმა მიუკაკუნა და რამდენიმე წლით გადაიდო მისი საინჟინრო კარიერა.თუმცა ომის შემდეგ რაიმონდი ისევ დაუბრუნდა თავის საქმეს,მაგრამ ფრანგული ასპარეზი ვეღარ აკმაყოფილებდა მას და მცირედი ფიქრის შემდეგ აშშ_ში გადაინაცვლა.აქედან დაიწყო ყველაფერი,თუმცა ამ დროს რაიმონდს ჯიბეში მხოლოდ 50 დოლარიანი ჰქონდა “ჩაკუჭული”…

a3e308d9ac41

0b2c7628ba19

e58488b72d22

საწყის პერიოდში რაიმონდი მუშაობას იწყებს ცნობილი მოდის ჟურნალების(“ვოგი”,ჰარპერს ბაზაარ”) მხატვარ-ილუსტრატორად,ასევე ქმნის რეკლამებს ცნობილი გაზეთებისათვის.1920 წელს კი მან დიდი წინსვლა განიცადა და ცნობილ ამერიკულ კორპორაცია “ჯენერალ ელექტრიკში” დაიწყო მუშაობდა მთავარ დიზაინერად.1929 წელს ლოუიმ ამ სამუშაოზე უარი თქვა და უკვე საკუთარი ბიზნესის წარმოება დაიწყო და შექმნა “რაიმონდ ლოუი დიზაინი”.მალევე მოხდა ფაქტი რამაც დიდი წვლილი შეიტანა ლოუის ცხოვრებაში,მის ფირმას ცნობილი ინჟინერი დევიდ გესტეტნერი ეწვია საკუთარი ძალისხმევით შექმნილი როტატორით (საბეჭდი მანქანა) ხელში და რაიმონდს შეუკვეთა ამ აპარატის სხვადასხვა მახასიათებლის,მათ შორის დიზაინის ცვლილება.რაიმონდმა რათქმაუნდა ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და მალევე შეკვეთა “ხუთიანზე” შეასრულა.გესტეტნერი აღფრთოვანდა ლოუის ნამუშევარით,ასევე აღფრთოვანდნენ როტატორის მომხმარებლები და მთელი 20 წლის განმავლობაში ეს აპარატი ფაქტიურად უკონკურენტო იყო.

c1c4a732db70

3a41c8838e3c

რაიმონდ ლოუი ისეთ მცირედ დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას,რომლებზეც სხვა სამრეწველო დიზაინერები არც კი ხარჯავდნენ დროს.გარდა ამისა რაიმონდი დიდ დროს უთმობდა საკუთარი ქმნილებების ესთეტიურ მხარეს და სწორედ ამიტომაც ითვლებოდა მეოცე საუკუნის ყველაზე მოთხოვნად სამრწველო მიმართულების დიზაინერად.

638a69396961

2d4044d10b23

1932 წელს ის იღებს შეკვეთას კომპანის “სირსისგან”.შეკვეთა კი ეხებოდა მაცივრების დიზაინის შემუშავებას.რაიმონდმა პირნათლად შეასრულა ეს შეკვეთა და მალევე მაცივარი “ქოულდსპოტი” 275 ათასიანი “არმიით” მოედო ამერიკას.

ea32f51e9f15

81fbfdd5b5bd

1937 წელს რაიმონდის ოფისს ეწვია “პენსილვანია რეილროუდის” წარმომადგენელი.ის რაიმონდს აძლევს საკმაოდ ‘მსუყე” შეკვეთას,არსი კი შემდგომში მდგომარეობდა-რაიმონდს უნდა შეექმნა “პენსილვანია რეილროუდის” ლოგო,ლოკომოტივთა დიზაინი,რკინიგზის სადგურებისთვის უნდა შეერჩია გასაფორმებელი მასალები და სხვა თანამდევი საკითხებიც რაიმონდის ბიუროს უნდა მოეგვარებინა.მცირედი მოლაპარაკების შემდეგ რაიმონდის და რკინიგზის წარმომადგენლის ხელი-ხელს ხვდება და იწყება ინტენსიური მუშაობდა.
რამდენიმე წელში შედეგი სახეზე იყო და ლიანდაგზე გამოჩნდა ლოკომოტივი PRR S1, PRR T1, PRR K4s, PRR GG1.

S1

0e01214d8651

bd7ca4888cd9

T1

9ef936552c02

d7449ccee44d

e8e0e9ab7ad1

86d64b301278

K4s

ec91253264b6

GG1

71e3e268d639

1939 წლიდან რაიმონდ ლოუი იწყებს თანამშრომლობას ავტომანქანების მწარმოებელ კომპანია “სტუდბეკერთან” და თავდაპირველად ქმნის კომპანიის ახალ ლოგოს,ხოლო შემდგომ ქმნის ავტომანაქანატა დიზაინის სერიას,რომელთა რეალიზაცია 1940-1963 წლებში თიტქმის სრულად მოახდინა აღნიშნულმა კომპანიამ.

86be1862f2c4

Studebaker Starliner

3903c55ce598

9e4735631aeb

56142e53e0be

Studebaker Commander

80986868147f

984edd0706b1

Studebaker Avanti

6dba0cd6fe79

e3fa92786d60

42b1615ba5f3

3799b937d1d4

ასევე ლოუის არის შემდეგი ავტომობილების დიზაინის ავტორი:

BMW 507

ad658e231e13

acf78daffc47

Lancia Flaminia Loraymo

ebe491b414e9

2ee685138c16

Jaguar Coupe

521ca613c06d

0799535b939a

e70f3abba5f3

გარდა ზემოთჩამოთვლილი ნამუშევრებისა რაიმონდ ლოუმ მრავალი რამ შექმნა და სწორედ ამ “მრავალზე” იქნება საუბარი პოსტის გაგრძელებაში…

ამჯერად კი 50_იან წლებში აშშ_ში გავრცელებულ ერთი ციტატით დავასრულებ პოსტს-

“საშუალო კლასის ამერიკელი რომელიც ჩვეულებრივად ცხოვრობს სოფელსა თუ მეგაპოლისში განწირულია,რომ ყოველდღიურად შეხება ჰქონდეს ისეთ საგნებთან რომელთა შექმნაშიც დიდი წვლილი რაიმონდს ლოუის ფირმას მიუძღვის…”

to be continued…

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button