ახალი ამბებისაკითხავი

საუდის არაბეთი VS ინგლისი

ნუ გეშინიათ, ჯერ ომი არ დაწყებულა….. ;)

გააგრძელეთ კითხვა.

საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთში მიმდინარეობს ერთი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც სიმაღლით მეორე იქნება მსოფლიოში.

სასტუმროს უმაღლეს კოშკზე საათი იქნება, რომელიც დამეთანხმებით დიზაინით წააგავს ბიგ ბენს:

თუმცა იმის გარდა, რომ დაჩაგრეს სიმაღლეში ინგლისი, ამას არ ჯერდებიან არაბები და პრეტენზია აქვთ, რომ მათი საათი, მთელი მსოფლიოსთვის თუ არა, მუსლიმანებისთვის მაინც იქნება დროის ისეთი სიზუსტის მქონე შენობა, როგორიც ინგლისისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვისაა გრინვიჩის მერიდიანი.

ახალი გრინვიჩის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შენობა 590 მეტრი სიმაღლის იქნება, და 11 მეტრი სიმაღლის “წვერო” ექნება, თავზე წამოსკუპებული ოქროს მთვარით. ანუ იგი უკან ჩამოიტოვებს არა მარტო ბიგ ბენს არამედ ტაივანში მდებარე ტაიპეი 101-ს (509 მეტრი), თუმცა ჩამორჩება ბურჯ დუბაის (828 მეტრი).

ლამაზ მოოქროვილ საათებს მუშა ხელიც არ აკლიათ. როგორც ხვდებით კოშკის ოთხივე მხარეს ასეთი საათი იქნება და თითო საათზე 250 მუსლიმანი მუშაობს, ალბათ საჭიროა ამდენი ხალხი, რადგან ამ საათების დიამეტრი ბიგ ბენისებზე დაახლოებით ექვსჯერ მეტია. საათებზე დამაგრებული ლამაზი თეთრ-მწვანე ნათურები, რომლებიც დიზაინს ნამდვილად უხდება, თვალისთვის შესამჩნევი, არც მეტი არც ნაკლები, 30 კილომეტრიდანაც კი იქნება.

_____________________________________________

ამოდენა არაბი ინვესტორი რისთვის შემოყავს იმას ჰაა?? ერთი ასეთი ჩვენ აგვიშენონ რაა….. :kiss:

_____________________________________________

წყარო: Yahoo! News

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close