გამარჯობათ, სათაურის შესაბამის ხასიათზე ვარ და სჯობს ამყვეთ : ))
დარწმუნებული ვარ ბევრ მამაკაცს აუხდა ოცნება,როდესაც ასე გამოწყობილი ადრიანა ლიმა ქუჩაში გამოკოკლოზინდა. ის ვიქტორია სეკრეტის ახალ, ბრილიანტებით გაწყობილ ბიუსტჰალტერს უკეთებდა რეკლამას. თან ქვევით ლურჯი ატლასის ,,კაბა” ჰქონდა შემოხვეული, გეგონება რამეს უფარავდა. ამბობენ რომ ბიუსტჰალტერის გაკეთებას 1500 საათი საჭირდა, ის მოოჭვილია თეთრი ბრილიანტებით, საფირონებითა და ტოპაზებით, ჯამში 142 კარატი. ფასი სულ რაღაც 2 მილიონი დოლარი.
მოდელის მოშიშვლებულმა სხეულმა ერთ რამეზე კი დამაფიქრა ისე, ერთი წელიც არაა რაც მას ბავშვი შეეძინა, პატარა გოგონა,რომელსაც ვალენტინა დაარქვა და უკვე ასეთ ფორმაშია :thanks: .
ადრიანა კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და ამბობს, რომ დედობა ყველაზე საუკეთესო რამაა,რაც შეიძლებოდა მის ცხოვრებაში მომხდარიყო, ვალენტინამ მას ცხოვრების ნამდვილი არსი დაანახა და რომ ის სულ სხვანაირად გრძნობს ახლა თავს, უფრო თავდაჯერებული და გახსნილია ხალხთან.
ეს ადრიანა, მისი ქმარი და შვილი
პარის ჰილტონი
პარისზე რომ არაფერი დავწერო, ისე ვერ გავძლებ. ჰელოუინის მოახლოებამ დიდი აურზაური გამოიწვია ცნობილ ადამიანებში, ყველა შოპინგზე დადის და მოსაწონ კოსწიუმს ეძებს. პარისმაც ეტყობა გადმოაბუჯურა თავისი ,,კარადა” და შესაფერისი რო ვერაფერი იპოვა, ამოიდო იღლიაში ჩანთა და მაღაზიისკენ გასწია. ნუ პაპარაცებსაც მეტი რა უნდოდათ, არიქა იქნება რამე მაკვარანცხულ ფოტოს გამოვკრათ ხელიო და იშვირეს ფეხი,გაეკიდნენ. პარისი რის პარისი იქნებოდა ფოტოგრაფები პირში ჩალაგამოვლებული დაეტოვებინა, არ დააყოვნა და საკბილოც მაშინვე მისცა. მაღაზიაში მეზღვაურის კორსეტში გამოეწყო და უკანალის ცქერითაც დაატკბო დახარბებული ხალხი.
ლედი გაგა
როგორც ფოტოზე ხედავთ, ლედი გაგა თავის სტილს არ ღალატობს. მან დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთ პაბს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო,როცა სრულიად მოულოდნელად სტუმრად მივიდა. თან ეკავა შანელის ჩანთა, ეცვა ფეხსაცმელი უზარმაზარ ქუსლზედა უცნაური კაბა, (ფლამინგოს სტილში) რომელიც ვარდისფერი თმისგან (პარიკისგან) იყო დამზადებული. მითქმა-მოთქმა იმან გამოიწვია,რომ კაბას უკანა მხარე იეთ ილუზიას ჰქმნიდა, გეგონება გაგას უზარმაზარი უკანალი ჰქონდა.
ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერი ოჯახთან ერთად მალიბუს სანაპიროზე იმყოფებოდა. ის და მისი ორწლინახევრის ტყუპები მაქსი და ემი გუჩის საბავშვო ხაზის სარეკლამო სახეები იქნებიან. გადაღებები მშვენივრად წარიმართა, სრული ოჯახური იდილია სუფევდა და ჯენიფერი მარკ ენტონთან ერთად იწონებდა თავს.
ჯეილომ განაცხადა,რომ პირველად ფოტოსესია პატარებთან ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა ისინი 3 კვირის იყვნენ,მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, უკვე დიდები არიან და სხვანაირი მიდგომა ესაჭიროებოდათ, რასაც ბავშვებმაც და დედამაც კარგად გაართვეს თავი.
ფოტოგრაფებს არც ჯეილოს უკანალის დაფიქსირება გამორჩენიათ : ))
მადონა
ის ახალგაზრდა ბიჭებს საეჭვოდ დაერია, ახლახან ცნობილი გახდა,რომ ახალი ბოიფრენდი ჰყავს- ბრაჰიმ ზეიფადი. მადონას მის ასაკზე სიტყვა არ დასცდენია, სანამ რეპორტიორებმა არ გაიგეს. თურმე ბრაჰიმი 20 წლის ყოფილა, ანუ ქალბატონმა უფრო პატარა ბიჭი აარჩია, მისი წინა ბოიფრენდი 24 წლის იყო. პირველად შეყვარებულები ერთმანეთს ნიუ იორკის ღამის კლუბში შეხვედრიან და სტარტი მაშინვე აუღიათ, დაუწყიათ იქ ხუნტრუცი,ხვევნა და კოცნა :(
პაპარაცებმა ვერ გაარკვიეს რისი სცხვენოდა ამ ყმაწვილს, როდესაც ლონდონის ღამის კლუბს მადონასთან ერთად ტოვებდა, შარფი მოიხვია სახეზე და თვალებს კი ატრიალებდა შეშინებული :(