არქივი

გრეჰემ იანგი-საწამლავების ვუნდერკინდი

f6455cdd31e3
შეიძლება ბავშვი ეშმაკად დაიბადოს? იანგი საწამლავების დარგში ვუნდერკინდი იყო.იგი ექსპერიმენტებს ატარებდა სასიკვდილო დოზებზე,თუმცა ჯერ 16 წლისაც არ იყო,როცა დაიწყო ოჯახის წევრების და მეგობრების მოწამვლის გრძელპერიოდიანი ეტაპი.იანგი სამსხვერპლოს ისე უყურებდა,როგორც საცდელ ვირთაგვებს.ჯერ კიდევ სულ პატარაობაში გრეჰემი ჭკუას კარგავდა შხამებზე.

თუ ადამიანების უმრავლესობას მარტო სიტყვა “შხამი” სიფრთხილესა და შიშის გრძნობას გვრიდა,გრეჰემი მშვიდად,თითქოს გართობის მიზნით სწავლობდა მათ სასიკვდილო ზემოქმედებას და მოუთმენლად ელოდა საათს,როცა ნამდვილ საქმეს შეუდგებოდა.
გრეჰემ იანგს უსიხარულო ბავშვობა ქონდა.მთელ სამყაროზე განაწყენებული,მიბაძვის ობიექტებსთავისსავე მსგავს გარიყულებს შორის ეძებდა.მის კერპად იქცნენ დოქტორი გრიპენი,რომელიც თავისი ოჯახი ამოხოცა და ვიქტორიანული ეპოქის ბოროტმოქმედი-უილიამ პალმერი.მათ ცხოვრებისა და საშინელ დანაშაულობებზე ფიქრში სიმშვიდეს პოულობდა,რითაც სულიერი სიცარიელის ამოვსებას ახერხებდა.
გრეჰემი 1947 წელს დაიბადა.დედა ჯერ კიდევ 3 თვისას გარდაეცვალა.მას დეიდა ვინიფრედი და მისი მეუღლე ჯეკი ზრდიდა.მზრუნველობას არც მათი სახლის კეთილი მეპატრონე აკლებდა.ორი წლის ასაკში მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.მამამისი ხელახლა დაქორწინდა და ის ახალ ოჯახში გაამგზავრეს.მიუხედავად იმისა,რომ მისი ურთიერთობა დედინაცვალთან არ იყო ცუდი,მაინც ძლიერად გრძნობდა დედობრივ ალერსისა თუ სიყვარულის ნაკლებობას.თუმცა თავის მხრივ უკვე 9 წლის გრეჰემი შხამების ძებნაში ნაგვის კონტეინერებში იქექებოდა,კითხულობდა წიგნებს სატანიზმზე.ის კი არადა,სვასტიკის ტარებაც დაიწყო რომლის მოხსნა სკოლის მასწავლებელმაც კი ვერ აიძულა.

სვასტიკი
9b80256df911

გრეჰემი განსაკუთრებული ჭკუის პატრონი იყო და მეცნიერებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა.მამამ მას ქიმიკატების კრებული აჩუქა,რაც ჯადოსნური გასაღები გამოდგა და სამყაროს კარი მისთვის ფართოდ გაიღო.იმ დროს,როცა მისი თანატოლების გასართობს შურდული და ბურთი წარმოადგენდა,იგი ქიმიკატებზე,უკვე სერიოზულ ექსპერიმენტებს აწარმოებდა.
გრეჰემს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მის მიერ ქიმიკატებისგან მომზადებული შხამით მოწამლული ვირთხის წინასასიკვდილო აგონიის მზერა და როდესაც მისმა განრისხებულმა დედინაცვალმა ჯერ კიდევ ცოცხალი ვირთხა გარეთ მოისროლა,მან მღრღნელის გვერდით საფლავის ქვა დახატა წარწერით-“სახსოვრად საძულველ დედინაცვალს-მოლი იანგს”,-და ეს ნახატი უბედურ ქალს თვალწინ აუფრიალა.
გრეჰემმა ერთ დღეს სკოლიდან ზოგიერთი ქიმიკატი და ეთილი მოიპარა,რომელის ჩასუნთქვაც ძალიან მოწონდა.იგი დედინაცვლის ოთახში ჩუმად შეიპარა,სწრაფად მოპარა ლაკის მოსაშორებელი სითხე,რომელიც ერთ-ერთ ცდის დროს ბაყაყის მოსაკლავად გამოიყენა.
სკოლის მასწავლებელი კარგად ხვდებოდა,რომ ბავშვი ზედმიწევნით კარგად იყო ჩახედული არა მარტო შხამებში-ფარმაკოლოგიაშიც კი.იცოდა წალების კომპონენტები და ადვილად შეეძლო მსუბუქი ავადმყოფობის დროს სწორი დიაგნოზის დასმა.თუმცა წამლები და მათი სამკურნალო თვისებები მას ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა.

გრეჰემ იანგი ახალგაზრდობაში
1878b96d3e75

ყმაწვილს შხამები იზიდავდა და მათი ზემოქმედების შედეგები აინტერესებდა.როცა 13 წლის გახდა,ხელში ჩაუვარდა წიგნი,რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ეს იყო XIX საუკუნეში მცოხვრები-დამჯაშავის ედვარდ პრიჩარდის ცხოვრების ისტორია,რომელმაც თავისი ცოლი და დედა მოწამლა სპეციალურად გამოყვანილი შხამით.იგი თავისი თვისებებით ნელა მოქმედებდა და მსხვერპლში იწვევს ციებას,ღებინებას,შეშუპებას…ამგვარ სიმპტომებს ხშირად არასწორ დიაგნოზამდე მივყავართ და ამიტომაც იგი ხშირად გამოიყენება მკვლელთა მიერ.
ქიმიკოსმა ჯეფრი რეისმა გრეჰემს ცოტაოდენი ამგვარი შხამი მიყიდა,რადგანაც ბიჭმა მოატყუა,რომ მას უკვე 17 წელი შეუსრულდა.მოგვიანებით რეისი პოლიციაში იტყვის,რომ იგი გაოცებული დარჩა ყმაწვილის ცოდნით.იანგმა შეძლო ქიმიკოსის მოტყუება,რადგანაც მისი ექსპერიმენტების ნამდვილი მიზანი დაუმალა.
გრეჰემის სკოლის ერთ-ერთი მეგობარი კრის უილიამსიც დაინტერესდა ქიმიით.იანგმა იგი თავის საშინაო ლაბორატორიაში მიიწვია,რათა ერთად ედევნებინათ თვალყური საცდელი ვირთხის სასიკვდილო აგონიისათვის.მაგრამ,კრისს ეტყობა ეს ძალიან არ მოეწონა და სხვასთან დაიწყო მეგობრობა.გრეჰემმა მას ეს ნაბიჯი ღალატში ჩაუთვალა და ამხანაგის სასწრაფოდ დასჯა გადაწყვიტა…მის ბუტერბროდს სასიკვდილო ნივთიერების რამოდენიმე წვეთი დააღვენთა.იგი ბოროტი სიხარულით ელოდა შედეგს.მას შემდეგ,რაც კრისს პირღებინების ორი საშინელი შეტევა მოუვიდა,მშობლებმა ბიჭი ექიმს მიუყვანეს,რომელმაც ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერაფრით შეძლეს.1961 წლის პირველ ნახევარში გრეჰემი სისტემატურად უმატებდა შხამს ამხანაგის საჭმელში.

6af450e39f3f

იანგს ყოველთვის თან დაჰქონდა შუშით სასიკვდილო სითხე და მას “პატარა მეგობარს” ეძახდა.როდესაც დედინაცვალმა შემთხვევით აღმოუჩინა მას შუშა,რომელზეც თავის ქალა იყო გამოსახული,ქიმიკატების სახლში მოტანა სასტიკად აუკრძალა და ქიმიკოსს ბავშვის ნამდვილი ასაკი ამცნო.მაგრამ მას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი გააჩერებდა.გრეჰემმა ახალი მომმარაგებელი იშოვა და ახალი მსხვერპლიც შეარჩია.ეს იყო დედინაცვალი მოლი იანგი.
1961 წლის ოქტომბერშ-ნოემბერში მოლი იანგმა პირღებინების რამოდენიმე ძლიერი შეტევა გადაიტანა.სულ მალე იგივე გაუმეორდა გრეჰემის მამას და დეიდა ვინიფრიდს.ერთხელ როგორღაც მან შხამი შეცდომით თავისსავე საკვებშიც ჩაუმატა და თვიდონაც საკმაოდ კარგად დაავადდა.თუმცა ამანაც ვერ შეაჩერა ნორჩი მომწამვლელი.ცოტა ხანში მან შხამით თავისი დის მოწამვლა გადაწყვიტა,მაგრამ გოგონამ იგრძნო უცნაური გემო,ჩაი პირის ღრუდან გადმოღვარა და დედამისი ჭიქის ცუდად გარეცხვაში დაადანაშაულა.დეიდა ვინიფრედი პირველთაგანი იყო,ვისაც მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.ექიმმა თქვა,რომ იგი შესაძლოა ბელადონით მოიწამლა.ვინიფრედმა ძმისწული დაადანაშაულა,მაგრამ მისი ოთახის ჩხრეკამ შედეგი ვერ გამოიღო.
იმავდროულად მოლის იანგის ჯანმრთელობა უარესდებოდა,ამ დროს გრეჰემი განაგრძობდა შხამის დოზების თანდათანობით მატებას.1962 წლის დასაწყისში იგი გარდაიცვალა.აი ასე გახდა 14 წლის გრეჰემ იანგი ნამდვილი მკვლელი.იგი დაიჭირეს,მაგრამ შემდეგ ბრალდების წაუყენებლად გაანთავისუფლეს.მოლის სხეული დაწვეს და მასთან ერთად შხამის კვალიც გაქრა.
ამ მომენტიდან გრეჰემმა დაიჯერა,რომ მას უფლება ქონდა დაესაჯა ყველა,ვინც აღიზიანებდა,ან ღალატობდა მას.იანგს ანგარიში ჯერ ყველასთან არ ქონდა გასწორებული.მამამისი ძველებურად იღებდა შხამის შეუმჩნეველ დოზებს,ისევე როგორც მისი ამხანაგი,მაგრამ ისინი ჯერაც ცოცხლები იყვნენ.ბოლოსდაბოლოს საწამლავმა ფრედ იანგს ძალა გამოაცალა და კლინიკაშიც აღმოჩნდა მოწამვლის დიაგნოძით.მამამისი გაახარეს,როცა დააიმედეს იგი იცოცხლებს,თუმცა მისი ღვიძლი თითქმის უკვე განადგურებული იყო.იგი საავადმყოფოდან გამოწერეს,მაგრამ მალევე მიაბრუნეს უკან,რადგანაც გრეჰემმა თავი ვერ შეიკავა და საკვებში ისევ ჩაუმატა შხამი.

გრეჰემ იანგი
6dc66eb620a7

იანგების ოჯახი ეხლა უკვე სერიოზულად შეაშფოთა ეჭვმა,რომ ყველა ავადმყოფობა მათი “ძვირფასი” ბიჭის ოინებია.მათ ისიც აშინებდათ,თუ როგორ ცოცხლად მსჯელობდა გრეჰემი ექიმებთან ერთად ორგანიზმზე შხამის ზემოქმედების შესახებ.მამამ დეიდა ვინიფრედს ურჩია ბიჭისათვის თვალი არ მოეშორებინა,თუმცა ყმაწვილის “გმირობები” სკოლის ქიმიის მასწავლებელმა გახსნა.მან გრეჰემის მერხი დაათვალიერა და იპოვა რვეული საშინელი ნახატებით და ჩანაწერებით,აგრეთვე იმის დაწვრილებითი აღწერილობა,თუ რა დოზებია საჭირო მოზრდილი ადამიანის მოსაწამლავად.დირეკტორთან თათბირის შემდეგ გადაწყდა პოლიცია გამოეძახებინათ.პოლიციამ თავის მხრივ გადაწყვიტა მოეწვია ფსიქიატრი,რომელიც მათ იანგის ფაქტზე დაჭერაში მოეხმარებოდა.
ფსიქიატრმა გრეჰემს თავი ჰროფორიენტაციის ბიუროს თანამშრომლად გააცნოდა გამოჰკითხა,თუ რას აპირებდა სკოლის დამთავრების შემდეგ.ექიმი გაოცდა ტოქსიკოლოგიაში გრეჰემის ცოდნით.მას შემდეგ,რაც იანგმა მას თანდათანობით გადმოულაგა ყველაფერი რაც იცოდა, ფსიქიატრს ეჭვიც აღარ ეპარებოდა,რომ ეს ბიჭი ფსიქოპატი იყო.მან პოლიციას ურჩია გრეჰემ იანგის ოთახში ჩხრეკა ჩაეტარებინა.ჩხრეკისას ოთახის სხვადასხვა კუთხეში გადამალული შვიდი სახეობის საწამლავი და განსაკუთრებით ძლიერ მოქმედი შენაერთების მნიშვნელოვანი რაოდენობა აღმოაჩინეს.
სკოლიდან შინ დაბრუნებული გრეჰემი პოლიციელებს შეეჩეხა.იგი მტკიცედ უარყოფდა ახლობლების მოწამვლაში მონაწილეობას,თუმცა პატივმოყვარეობამ სძლია,თავი ვერ შეიკავა და პოლიციის წინაშე ტრაბახი დაიწყო იმის შესახებ,თუ რა წარმატებული მომწამვლელია.
გრეჰემს დაწვრილებით ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა.ექიმებმა მისი შემთხვევა ყველაზე იშვიათ გარემოებას მიაწერეს,რადგან მოზარდი თავის დანაშაულს ვერ გრძნობდა და ვერ აცნობიერებდა.ექიმთა წინაშე იანგი მამისადმი თავის სიყვარულზე ლაპარაკობდა,რომელიც საცდელ ვირთხად,კურდღლად მიაჩნდა.მან განაცხადა-მე ახლობლები იმიტომ ავირჩიე,რომ ისინი მუდამ ახლოს იყვნენ და შემეძლებოდა ცდის შედეგებისათვის თვალყური მედევნებინა.იგი სინდისის ქენჯნას არ განიცდიდა.”მე მიყვარს საწამლავი იმის გამო,რომ იგი მე სხვებზე ძალაუფლებას მანიჭებს”-განაცხადა მან.
მოსწავლე-მომწამვლელის საქმე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.იგი სასამართლოს წინაშე 1962 წლის 6 ივლისს წარსდგა.გრეჰემს ადანაშაულებდნენ თავისი მამის,დეიდის და სკოლის ამხანაგის მოწამვლაში.მას შემდეგ,რაც ფსიქიატრმა დაასკვნა,რომ იანგი ფსიქოპატია,მისი ბროდმორის ცნობილ კლინიკაში მოთავსება მოითხოვა.თუმცა სხვა ფსიქიატრმა აქვე დასძინა-“ეჭვიც არ მეპარება,რომ ეს ყმაწვილი საზოგადოებისათვის ძალიან სახიფათოა.მისი აკვიატებული იდეები და სრულიად არანორმალური ინტერესი შხამებისადმი საეჭვოა რომ გაქრეს და იგი თავისი შავი საქმეების კეთებას შემდგომშიც გააგრძელებს”
იანგი ბროდმორში გააგზავნეს იმ მითითებით,რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნებართვის გარეშე არ გაენთავისუფლებინათ.აღსანიშნავია რომ მსოფლიო ამ დროს გრეჰემისა და მისი შხამების შესახებ უკანასკნელად არ საუბრობდა.

ბროდმორის კლინიკა
0e069da461f7

ბროდმორი გრეჰემისათვის მეორე სახლი გახდა.ეს დაწესებულება პირველ რიგში კლინიკა იყო და გრეჰემ იანგი მრავალფეროვან წამლებს,ნარკოტიკებს და სხვა სამედიცინო პრეპარატების ისეთ გარემოცვაში მოხვდა,რაზეც ოცნებაც არ შეეძლო.იგი სიამოვნებით “კითხულობდა ლექციებს” და ხშირად ექთნებს რჩევებს აძლევდა ექიმების არყოფნის დროს წამლების მიღების შესახებ.მას შემდეგ,რაც კლინიკაში 23 წლის მკვლელი ჯონ ბერინჯი მოკვდა ციანისტური კალით მოწამვლის შედეგად,იგი კვლავ ეჭვქვეშ აღმოჩნდა,მაგრამ გრეჰემისათვის ბრალდება არავის წაუყენებია.მიუხედავად იმისა,რომ იგი არაერთხელ უყვებოდა სხვა დაპატიმრებულებს,თუ როგორ შეიძლებოდა ამ შხამის კლინიკის ეზოში მრავლად მზარდი დაფნის ფოთლებიდან გამოყოფა.
ბროდმორში იანგის პალატა ფაშიზმისადმი მისი თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა.მან ულვაშიც კი გაიზარდა და ადოლფ ჰიტლერის ვარცხნილობით წარმოუდგა იქ მყოფებს.მან შეძლო “მწვანე ბარათის” სპეციალური საშვის შოვნა,რომელიც მას პალატებში და კლინიკის ეზოში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევდა.ეს დოკუმენტი მას საშუალებას აძლევდა მოეგროვებინა შხამიანი შემადგენლობის მქონე მცენარეები და ფოთლები,მოეფარა ქიმიკატები და წამლები და აი სამედიცინო პერსონალმა და პაციენტებმა მალე იგრძნეს ტკივილები მუცელში,დაეწყოთ ციების ნიშნები.მოგვიანებით დადგინდა,რომ იანგი დაუბრკოლებლად ავრცელებდა შხამს მთელ კლინიკაში.მისგან განთავისუფლებაზე მეოცნებე ორი ექიმის ხელშეწყობით,გრეჰემმა შეძლო დაცვის დარწმუნება იმაში,რომ 1970 წლის შობას სახლში გაეშვათ.მან დღესასწაული დეიდასთან გაატარა,მაგრამ ბროდმორში დაბრუნებულმა თავი დამცირებულად იგრძნო.მან თავისი აღშფოთება ასე გამოხატა-“როცა აქედან განვთავისუფლდები,აქ გატარებული თითო წლისათვის თითო ადამიანს მოვკლავ”.
კლინიკის პერსონალი გრძნობდა,რომ ყმაწვილის თავში ერთადერთი აზრი მწიფდებოდა-“გახდეს ყველაზე ნობილი მომწამვლელი” და ცხრა წლის შემდეგ იგი თავისუფალი აღმოჩნდა.23 წლის ბიჭი დაბრუნდა თავის დასთან,რომელმაც მას ყველაფერი აპატია.

e0e47091b198

რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ ძველ საქმიანობას მიუბრუნდა.მან ახალგაცნობილი ამხანაგის მოწამვლა დაიწყო.ეს იყო ფეხბურთის მოყვარული ტრევორი სპარკსი.იგი 6 თვის მანძილზე სისტემატურად იღებდა საწამლავს.1971 წელს მან მუშაობა დაიწყო კომპანიაში,რომელიც ზუსტი ოპტიკური ხელსაწოების და ფოტოტექნიკის წარმოებით იყო დაკავებული.გრეჰემი ფორმის ადმინისტრატორს გოდფრი ფოსტერს მოეწონა.ამავე წლის 10 მაისს იგი სამუშაოზე გამოცხადდა.ფირმაში იძახდნენ,რომ შემსრულებელი მუშაკი შეიძინეს,თუმცა სინამდვილეში სიკვდილის ანგელოზი მიიღეს სამუშაოზე.მას ჩუმ და უპრეტენზიო ახალგაზრდად თვლიდნენ,თუმცა როცა საუბარი ქიმიას ეხებოდა,იგი უმალ იცვლებოდა.
მისი საუკეთესო მეგობარი გახდა 41 წლის რონ ჰევიტი.მან არაერთხელ ასესხა ფული იანგს,ეპატიჟებოდა სიგარეტებზე,ხოლო იანგი სიკეთეს იმით უხდიდა,რომ მოსამსახურეებს შხამით შეზავებული ჩაით უმასპინძლდებოდა.ცოტა ხანში საწყობის გამგეს,59 წლის ბობ ეგლს მოულოდნელად დაეწტო პირღებინება და ციება.მას რონ ჰევიტი მიყვა.ფირმის მოსამსახურეება უცნაურ ავადმყოფობას “ინფექცია” დაარქვეს.7 ივლისს ბობ ეგლი ტანჯვით გარდაიცვალა.შედარებით მშვიდი ზაფხულის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ფრედ ბიგსი.მალე ფირმის კიდევ ოთხი მოსამსახურე გახდა გაურკვეველი ავადმყოფობის მსხვერპლი.კომპანიის ხელმძღვანელობა შეაშფოთა მოსამსახურეთა ჯანმრთელობის გაუარესებამ და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ადგილობრივი ექიმი იენ ანდერსონი მოიწვია.ექიმმა ვერ შეძლო უცნაური “ინფექციის” გამომწვევი მიზეზების დადგენა.თუმცა იანგთან საუბრის შემდეგ,მისი გაურკვევლობა მისდამი ეჭვში გადაიზარდა და ადმინისტრაციასთან მოთათბირების შემდეგ პოლიცია გამოიძახეს.სკოტლანდ0იარდის პოლიციელებმა საფუძვლიანად დაჰკითხეს ყველა მოსამსახურე და ავადმყოფთა ანალიზების შესწავლა მოითხოვეს.
მედიკოსებმა დაადგინეს,რომ ავადმყოფობის მიზეზი რაღაც უსუნო,უგემო ნივთიერება იყო.იანგი მამის სახლში დააპატიმრეს და როცა იგი მიყავდათ თავხედურად იკითხათუ რომელი მათგანის გამო აპატიმრებდნენ მას.

b9fa1d4eb792

სასამართლოზე მან განაცხადა,რომ უდანაშაულოა,იმის მიუხედავად რომ უპოვეს საწამლავი და იმ მოსამსახურეთა სია,რომელთაგან ორი უკვე გარდაცვლილია,დანარჩენი კი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.მაგრამ იანგმა თავი კვლავაც ვერ შეიკავა და ისევ დაიწყო ტრაბახი თავის მიერ ჩადენილ “გბირობათა” გამო.მან დაწვრილებით აღწერა თავისი პირველი დანაშაული-დედინაცვლის მკვლელობა და მის მიერ ნაცნობ-მეგობრების მოწამვლის ამბები.ყოველი კი მარტივად ახსნა-“ჩემთვის ისინი საცდელი კურდღლები იყვნენ”.ყველა სამხილის განახილვის და მოწმეთა მოსმენის შემდეგ სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.ოჯახთან ხანმოკლე საუბრის შემდეგ,1972 წლიდან დაიწყო მისი სამუდამო პატიმრობის ათვლის წერტილი.

ხანში შესული გრეჰემ იანგი
7b0ad5e93d09

იანგი ლივერპულთან ახლოს მდებარე დახურულ ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს,სადაც მან ორი წელი დაყო.1990 წელს ექიმებმა აღმოაჩინეს რომ ციხის ეზოში მან გამოზარდა სოკო,რომლისგანაც სასიკვდილო შხამი უნდა მოემზადებინა.
გრეჰემ იანგი მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს,სადაც 1990 წლის 2 აგვისტოს თავის საკანში მკვდარი იპოვეს.თავდაპირველად ადმინისტრაციამ ჩათვალა,რომ მან თავი მოიწამლა,მაგრამ გაკვეთამ აჩვენა,რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია.მისმა დამ ცოტაოდენი წაიტირა.
ცოტა ვინმე თუ დააღონა გრეჰემ იანგის სიკვდილმა.მისმა დამ თქვა,რომ ცხოვრებაში გრეჰემი ყველასგან მიტოვებული და მარტოსული იყო.როცა და საკუთარ ძმას სთავაზობდა მარტოსულობა კლუბში მისვლით ან საცეკვაოდ წასვლით შეეფერადებინა,ის პასუხობდა,-“ვერაფერი ვერ მიშველის,მეშინია,გესმის?ჩემს შიგნით ყინულია”.

P.S სურათების ზომის გამო ბოდიშს გიხდით.უფრო დიდი ზომის სურათები ვერ ვნახე :(

Roar – Cloverfield by iri_lekveishvili

იხილეთ ასევე
Close
Back to top button