ახალი ამბები

Google YouTube-ის ონლაინ–კინოთეატრად გარდაქმნის

Google აგვისტოს ბოლოს გაშვებული YouTube Movies-ით სრულფასოვან ონლიან–კინოთეატრად გარდაქმანის შესაძლებლობას იხილავს, იუწყება The Financial Times.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიის წარმომადგენლები ფასიანი ფილმების ჩვენების თაობაზე ჰოლივუდის წამყვან კინოსტუდიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. სავარაუდოდ, ეს გარიგება 2010 წლის ბოლოს შედგება.
ფილმების ჩვენება უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება. ამასთან დაზუსტებულია, რომ ახალი ფილმების ნახვა დაახლოებით 5 აშშ დოლარი ეღირება. ფილმები ჩვენებისთვის ხელმისაწვდომი, DVD –ისა და პოპულალური ინტერნეტ–რესურსების, მაგალითად Apple iTunes-ზე გასვლისთანავე გახდება.
სავარაუდოდ, თავდაპირველად ჩვენება აშშ–ს ტერიტორიაზე განხორციელდება. ამასთან, Google-ის გეგმებში გეოგრაფიული სერვისის თანმიდევრული გაფართოებაც შედის.
აგვისტოს ბოლოს Google-მა YouTube-ის ახალი ვიდეოჰოსტინგი სახელწოდებით Movies („ფილმები“) წარადგინა. ეს დანაყოფი მთლიანად ეთმობა კინოფილმებს და ამ დროითვის მისი კოლექცია 400–ზე მეტი უფასო ფილმისგან შედგება.
2010 წლის იანვარში YouTube–ზე ფასიანი ჩვენების მექანიზმის სატესტო ჩვენება გაუშვეს. ათი დღის გამავლობაში Google-მა Sundance –ის კინოფესტივალის პროგრამიდან აღებული ფილმების დემონსტრაციით 10 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო:  onlinenews.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close