უილიამ ჰოფი ერთ-ერთი პირველი სულთა ფოტოგრაფი იყო მეოცე საუკუნეში. მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა, რომელთაც ღრმად სწამდათ, რომ ფოტოგრაფი ჩვეულებრივი ფოტო ფირებისგან არაჩვეულებრივ სურათებს იღებდა. ზოგიერთს კი ეჭვი ეპარებოდა ამ სასწაულის რეალობაში და უილიამისთვის მხოლოდ ჭკვიანი მატყუარის სახელს იმეტებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოფს არაერთხელ წაუყენეს ფოტოების გაყალბების ბრალდება, ვერცერთხელ ვერ დაუმტკიცეს.
ჰოფი 1863 წელს დაიბადა ინგლისში. უკვე მოწიფულ ასაკში ხუროდ გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. როგორც ამბობენ, მისმა ტალანტმა, სულების კადრზე დაფიქსირების მხრივ თავი 1905 წელს იჩინა,როცა უილიამი და მისი მეგობარი ერთმანეთს უღებდნენ სურათებს გასართობად. ჰოფის მიერ გადაღებულ ფოტოზე კი ვიღაც უცნობი ადამიანი გამოისახა.
ამ ინციდენტიდან არც ისე დიდი ხნის შემდგომ 6 სპირიტუალისგან ცნობილი ჯგუფი შეიქმნა,რომლის ლიდერი უილიამი გახდა. თავდაპირველად ჯგუფის წევრები ფოტოების ნეგატივებს ანადგურებდნენ, ეშინოდათ, რომ საზოგადოება ჯადოსნობაში დასდებდა ბრალს. მაგრამ როცა არქიეპისკოპოსი თომას ქოლეი,ზებუნებრივი და სპირიტუალური მასალებით გატაცებული კაცი ჯგუფს შეუერთდა, მათ თავიანთი საქმიანობის ხალხისთვის წარდგენა დაიწყეს.
1922 წლისთვის ჰოფი ლონდონში გადავიდა და თავი პროფესიონალ მედიუმად გამოაცხადა. მედიუმთა კვლევის საზოგადოებამ უილიამსის ძალებში გარკვევა განიზრახა და ამ მიზნით მასთან ჰარი ფრაისი გაგზავნა. ახალგაზრდა ფრაისს მუშაობის საკმაო ნიჭი აღმოაჩნდა და მალე მოჩვენებებზე მონადირის სახელიც მოიხვეჭა. სწორედ ჰარი დაუპირისპირდა მომავალში უილიამს, იგი ამტკიცებდა, რომ ჰოფი სურათებს აყალბებდა.
ფრაისმა ლონდონის ერთ-ერთ გაზეთში სტატიაც დაწერა სათაურით ,, ცივი შუქი სპირიტუალიზმის ფენომენს”. რომელიც ასევე ასახავდა სურათების გაყალბების მეთოდიკას. ამ სტატიით ავტორმა რა თქმა უნდა სპირიტუალების უკმაყოფილება გამოიწვია. სერ არტურ კონან დოილმა, რომელიც უილიამ ჰოფის დამცველთა ბანაკში იყო,გაკიცხა ფრაისის ამგვარი ცილისწამება ჰოფის მიმართ და იქით დასდო ბრალი ფრაისს. შემდეგში კონან დოილმა წიგნიც დაწერა ჰოფის მხარდასაჭერად, სახელწოდებით The Case for Spirit Photography.
უილიამი 1933 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. იყო თუ არა მისი გადაღებული ფოტოები რეალური, აყალბებდა თუ არა ფოტოგრაფი სურათებს, ამ
კითხვებზე იმ დროს დაბეჯითებით ვერავინ ვერ გასცა პასუხი.
იხილეთ მისი გადაღებული სურათები:
The Ring – This Is Going To Hurt by ირი ლეკვეიშვილი