ახალი ამბებიგასართობიუცნაური

Facebook-მა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ბრიტანელი სარა ლინტერნი, სიკვდილს Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით გადაურჩა.

სილამაზის სალონიდან დაბრუნებულმა 33 წლის ლინტერნმა, საკუთარი მანიკურის აფიშირება სოციალური ქსელის გვერდზე გადაწყვიტა. მეგობრებმა მისი ფრჩხილები ლამაზი ეპითეტებით შეამკეს, თუმცა რამდენიმე დღეში სარამ უცნაური კომენტარი აღმოაჩინა, რომელიც მას საშიში დაავადების შესახებ აფრთხილებდა:
„არ მინდა ჩემმა სიტყვებმა შეგაშინოთ, თუმცა გთხოვთ წაიკითხოთ „მარფინის“ სინდრომის შესახებ. თქვენი ფოტოს დათვალიერებისას მივხვდი, რომ შესაძლოა ამ სნეულებით ხართ დაავადებული“. მარფინის სინდრომი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილებზე აზიანებს. სნეულება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პაციენტი 35 წელზე მეტს არ ცოცხლობს.

სარა უცნობი ადამიანის რჩევას ყურადღებით მოეკიდა და სპეციალისტებს მიმართა. ანალიზების ჩატარების შემდეგ, დიაგნოზი დამტკიცდა. სპეციალისტების თქმით, პაციენტს გულის შეტევა ემუქრებოდა, რომელიც სწორედ აღნიშნული დაავადებით არის გამოწვეული.
ამჯერად, სარა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

და კიდევ იტყვიან ინტერნეტი და კომპიუტერი არ ვარგაო და მავნებელიაო. :yes: :yes: :yes:

წყარო:www.onlinenews.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close