კულტურა

ლეგენდა ჭეშმარიტება აღმოჩნდა

Many Karelias

უხსოვარი დროიდან, კარელიის ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მათ საჩუქრად მიეცათ ქვა, რომელიც მღერის. რაოდან საოცარიც უნდა იყოს, სულ ახლახან ამ ლეგენდამ ხორცი შეისხა – მეცნიერებმა ეს ქვა მართლაც აღმოაჩინეს.

უზარმაზარი ლოდი თეთრი ზღვის სანაპიროდან 60 კილომეტრის დაცილებით იპოვეს. როგორც მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე პოპოვმა განაცხადა, ეს ლოდი კარელიის ნახევარკუნძულის უძველესი მცხოვრებლების მიერ ისეთნაირად იყო დადებული ამ ადგილას, რომ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემს. ეს ქვა წმინდა ქვად იყო მიჩნეული და მას მაგიურ და სამკურნალო თვისებებსაც ანიჭებდნენ.
~ეს ქვა ადამიანების მოტანილია, – აცხადებს პოპოვი, – ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს ადგილი და აღმოჩნდა, რომ ლოდი მეორე, კარგად გაპრიალებული ქვის ზედაპირზე დევს. ბუნებრივად ეს შეუძლებელია. უფრო მეტიც, სწორედ ამაში უნდა იყოს მომღერალი ქვის საიდუმლოს გასაღები. ლოდებს შორის არსებობს ვიწრო ადგილი, რომელშიც ჰაერის ნაკადების გადაადგილება მუსიკალური ბგერების მსგავს ბგერებს იწვევს. დღე-ღამის ტემპერატურული რეჟიმი ამ ქვებზეც მოქმედებს და ამიტომ დღისით და ღამით ქვა განსხვავებულ ბგერებს გამოსცემს. ჯერჯერობით უცნობია, ამ ბგერებს რამდენად გააჩნია მაგიური თვისებები, როგორ გავლენას ახდენენ ისინი ადამიანებზე. არ არის გამორიცხული, რომ ბგერებს მართლაც ჰქონდეთ სხვ თვისებები.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button