საკითხავისაქართველოსურათები

ორთუბანი (დედატა მონასტერი)


ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მძოვრეთის ციხე-დარბაზში მდებარეობს, მისი აგება უშუალოდ უკავშირდება ციციშვილთა საფეოდალო ცენტრის გადმოტანას სამწევრისიდან. კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება,

მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი. ასევე ტერიტორიაზე აშენებულია რამოდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობა.
ციხე-დარბაზს ფერდობის ძირას გრძელი მონაკვეთი უკავია, ადრეულ პერიოდში მას შემოვლებული ჰქონდა გალავანი. ამჟამად შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთის ნაწილი მთელ სიგრძეზე და ნაწილობრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებულია ნატეხი ქვით, საკურთხეველი გამოყოფილია მასიური კანკელით. ეკლესიის დასავლეთით მიშენებულია სამსართულიანი კოშკი.


1

2

3

4

5

6

7

8

9

10
სამწუხაროდ სურათები ნაკლებად მოიპოვება ამ მონასტერზე.

წყარო: ertguleba.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close